ChatGPT-ს უკვე მიმდინარე სიახლეებზეც ექნება წვდომა

ხელოვნური ინტელექტის სფეროში სიახლეები არ წყდება. ბოლო კვირა საკმაოდ დატვირთული გამოდგა, ჯერ ChatGPT -ზე გავიგეთ, რომ უკვე ლაპარკი და მოსმენა შეუძლია ChatGPT-ს უკვე შეუძლია ლაპარაკი, მოსმენა და სურათების დამუშავება, შემდეგ იყო Microsoft-ი და მისი ყოვლისშემძლე Copilot-ი Microsoft გეგმავს თავისი AI შესაძლებლობები გააერთიანოს – რა არის Microsoft Copilot?, ბოლოს კი Meta-ს ღონისძიება საიდანაც გავიგეთ, რომ Meta ოფიციალურად ჩაერთო ჩეთბოტების რბოლაში Meta AI ჩეთბოტების რბოლაში ჩაერთო – რას უნდა ველოდოთ ტექნოლოგიური გიგანტისგან.

სიახლეები არ წყდება, ახლა ისევ OpenAi-ს და ChatGPT-ს დროა. როგორც კომპანია აცხადებს, ChatGPT-ს უკვე აქვს წვდომა მიმდინარე სიახლეებზე.

აქამდე პლატფორმა მხოლოდ 2021 წლის სექტემბრამდე არსებულ მონაცემებს იყენებდა, თუმცა უკვე მიმდინარე სიახლეების შესახებაც შეუძლია მომხმარებლის კითხვებს უპასუხოს.

ამ ეტაპზე, ეს ფუნქცია მხოლოდ პრემიუმ მომხმარებლების ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი, თუმცა მალე მის გამოყენებას ყველა შეძლებს.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს