ChatGPT-ს უკვე შეუძლია ლაპარაკი, მოსმენა და სურათების დამუშავება

როგორც OpenAI-ში განაცხადეს ChatGPT-ს უკვე შეუძლია „დაინახოს, მოისმინოს და ისაუბროს“ – ანუ, გაიგოს სიტყვები, უპასუხოს სინთეტიკური ხმით და დაამუშავოს სურათები.

ChatGPT -ის განახლება საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ისარგებლონ ხმოვანი სერვისით ChatGPT-ის მობილურ აპლიკაციაში. მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ სურათების გაზიარება და ანალიზი.

ცვლილებები ფასიან ვერსიის მქონე მომხმარებლებზე გავრცელდება და ის ხელმისაწვდომი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გახდება. ხმოვანი ფუნქციები მხოლოდ iOS და Android აპლიკაციებზე იქნება ხელმსაწვდომი, სურათების დამუშავების შესაძლებლობები კი ყველა ტიპის პლატფორმაზე.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს