ამ პოსტში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ იქცევა Gen Z როდესაც ინფორმაციის მოძიება სურს და როგორ განასხვავდება GenZ-ის ქცევა უფროსი ასაკობრივი ჯგუფებისგან.
მაგალითად, Gen Z უფრო ეკონომიურია, ვიდრე მილენიალები, ისინი უფრო პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქვთ ბრენდის მიმართ ნაკლები ლოიალობა, ვიდრე წინა თაობებს და – საკმაოდ უცნაურა ჟღერს მაგრამ – ვირტუალურ ურთიერთობებზე მეტად, რეალურ ცხოვრებაში საუბრები ურჩევნიათ.
გარდა ზემოთ მოყვანილი განსხვავებებისა, Gen Z ასევე ქონთენთის მოხმარებითაც განსხვავდება. მაგალითად, Gen Z ყოველდღიურად უფრო მეტ დროს ატარებს ონლაინ, ვიდრე მილენიალები. ისინი ასევე, როგორც წესი, რამდენიმე სოციალური მედიის არხზე ერთდროულად არიან შესულები, უპირატესობას ანიჭებენ მობილურ მოწყობილობებს და უყვართ ვიდეო ქონთენთი.
ყველა ამ განსხვავების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ Gen Z-ს ქცევა განსხვავდება წინა თაობების ქცევისგან – ისინი ეძებენ, პოულობენ და კითხულობენ განსხვავებულად.
როგორ ეძებს Gen Z ?
Gen Z უფრო ხშირად იყენებს გრძელ საძიებო სიტყვებს
წინა თაობები უფრო ხშირად ეძებდნენ შინაარსს მხოლოდ საკვანძო სიტყვით, მაგალითად „დემოგრაფია“. ახლა, ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფები – განსაკუთრებით Gen Z – აქტიურად იყენებს ძებნის დროს სრულ შეკითხვას ან ფრაზას, მაგალითად: “როგორ ავირჩიო აუდიტორიის დემოგრაფიული ჯგუფი?”
Fractl-ის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ Gen Z იყენებს უფრო გრძელ საკვანძო სიტყვებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა თაობა. თუ აქამდე მიჩნეული იყო, რომ ადამიანები ძიებისას იყენებდნენ მაქსიმუმ 4 სიტყვას, Gen Z ხშირად იყენებს ხუთს ან მეტს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტექსტზე დაფუძნებული ძიების გარდა, Gen Z და მილენიალები რეგულარულად იყენებენ ხმოვან ასისტენტებსა და ჭკვიან მოწყობილობებს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანი სიტყვიერად სვამს კითხვებს ის აძლევს სრულ ბრძანებებს ხმოვან ასისტენტებს, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი ცდილობს ამოიცნოს გრძელი საძიებო ფრაზა და ამ საძიებო ფრაზის მიხედვით შეასრულოს მათი საძიებო მოთხოვნა.
თქვენი ვებსაიტის ოპტიმიზაცია გრძელი საძიებო სიტყვებისთვის, დაგეხმარებათ მიიღოთ ტრაფიკი ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან, რადგან ეს ძიების ტაქტიკა უფრო გავრცელებული ხდება ასაკობრივ ჯგუფებში.
Gen Z ძიებისას აქტიურად იყენებს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა “საუკეთესო”, “იაფი” ან “როგორ”
Fractl-ის კვლევამ ასევე დაადგინა, რომ Gen Z, ძიებას იწყებს სიტყვით “საუკეთესო”.
“საუკეთესო” სიტყვის გამოყენება შეიძლება მიუთითებდეს, რომ Gen Z სხვა თაობებთან შედარებით უფრო დაინტერესებულია საძიებო პლატფორმების გამოყენებით, რათა მიიღოს რეკომენდაციები საუკეთესო გამოცდილებისთვის.
Gen-z ასევე უფრო ხშირად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგროიცაა „იაფი“ და „როგორ“.
“იაფი”-ს გამოყენებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Gen Z უფრო ეკონომიურია და ინტენსიურად იკვლევს შესაძლო შესყიდვებს, რათა მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილება
ასევე, თუ წინა თაობები ინფორმაციის მისაღებად უფრო ხშირად წიგნებს, ლექტორებს და მეგობრებს მიმართავდნენ, Gen Z აქტიურად იყენებს საძიებო სისტემებს, სწორად ამაზე მიუთითებს სიტყვა “როგორ”-ის ხშირი გამოყენება.
Gen Z ძიებისას უმეტეს შემთხვევაში მობილურ მოწყობილობებს იყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ წინა თაობები ასევე რეგულარულად იყენებენ მობილურ ძიებას, Gen Z-ის მიერ მობილური ძიების უფრო ინტენსიური გამოყენება, პლუს მათი ინტერესი მობილური აპლიკაციების მიმართ, აჩვენებს, რომ მარკეტერებს ნამდვილად სჭირდებათ უზრუნველყონ კონტენტის ოპტიმიზაცია მობილური მოწყობილობებისთვის.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებისა, უნდა აღინიშნოს, რომ Gen-z ინფორმაციის მისაღებად აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს, ისინი ძებნას ახორციელებენ არა მხოლოდ საძიებო სისტემების საშუალებით, არამედ სოციალური ქსელების მეშვეობითაც და ქონთენთის ნაწილში, უფრო მეტ ინტერესს ვიდეო ქონთენთის მიმართ იჩენენ.
რომელ არხებშია Gen Z ხელმისაწვდომი?
როდესაც ამ სტატიას ვწერდით, თან ვიკვლევდით რომელი პლატფორმები გაგვეზიარებინა მარკეტერებისთვის – მოვიძიეთ უამრავი ინფორმაცია TikTok-ის, Instagram-ის და სხვადასხვა ფართოდ გავრცელებული სოციალური პლატფორმების შესახებ. აღნიშნული პლატფორმების სარეკლამო შესაძლებლობებზე ინფორმაციას ბევრ საიტზე წაიკითხავთ, მაგრამ დღეს გვინდა მოგიყვეთ ქართული აპლიკაციის შესახებ, რომელიც უკვე საკაოდ პოპულარულია Gen Z თაობაში.
სტარტაპი Student Hunt სტუდენტებს ეხმარება, ერთიან სივრცეში იპოვონ სასურველი და საჭირო შეთავაზებები ბრენდებისგან, ბრენდებს კი საშუალებას აძლევს 4-ჯერ იაფად შეძლონ სტუდენტური სეგმენტის მოზიდვა.
StudentHunt-ის დამფუძნებლებთან საუბრისას (რომელსაც მალე შემოგთავაზებთ ცალკე პოსტად) აღმოვაჩინეთ, რომ აპლიკაციას მიზანი აქვს სტუდენტურ Super app-ად იქცეს.
საინტერესო კი ისაა, რომ ჯენზი იმ პროდუქტებს და ბრენდის შეთავაზებებს იღებს, რომელსაც თავად ითხოვს, ხოლო კომპანიებს, აქვთ უნიკალური შესაძლებლობა მიწვდნენ Gen-z-ს აუდტორიას მარტივად. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ფასდაკლების განთავსებაში კომპანიები, ვისი სეგმენტიც Gen-z ია, არაფერს არ იხდიან.
სტატიის ბოლოს კი Student Hunt-ის აპლიკაციის ლინკებს დაგიტოვებთ
სტუდენტებისთვის :
App store: app.apple.com
Google Play : play.google.com
კომპანიებისთვის : https://student-hunt.com/?page_id=5240