როგორ გავხდეთ წარმატებული ფრილანსერი Upwork-ზე: რჩევები ნიკო ფეიქრიშვილისგან

როგორ გავხდეთ წარმატებული ფრილანსერი Upwork-ზე: რჩევები ნიკო ფეიქრიშვილისგან

ფრილანსინგი დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. დისტანციურმა და მოქნილმა სამუშაო გარემომ შეცვალა ჩვენი დამოკიდებულება ტრადიციული სამსახურების მიმართ, რადგან ფრილანსინგი პროფესიონალებს საშუალებას აძლევს საკუთარი უნარები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამოიყენონ. თანამედროვე ციფრულმა ცვლილებებმა ფრილანსერებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა, რის გამოც ბევრი პროფესიონალი სწორედ ამ გზას ირჩევს – დამოუკიდებლობის, მოქნილი განრიგის და შემოსავლის ზრდის შესაძლებლობის გამო.

Upwork – ფრილანსერების პლატფორმა #1

Upwork მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს პროფესიონალებსა და დამსაქმებლებს, რაც ფრილანსერებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ მრავალფეროვანი შეთავაზებებით გლობალურ დონეზე.

რატომ უნდა ავირჩიოთ Upwork?

  • გლობალური აუდიტორია: პლატფორმა აერთიანებს კლიენტებსა და ფრილანსერებს მთელი მსოფლიოდან
  • სამუშაოს მრავალფეროვნება: ხელმისაწვდომია სხვადასხვა დარგის პროექტები
  • დაცულობა და სანდოობა: პლატფორმა იყენებს გადახდის დაცვის მექანიზმებს
  • პროფესიული ზრდა: რეიტინგები და გამოხმაურებები ქმნის კარიერული განვითარების შესაძლებლობას

გლობალურ ციფრულ შრომის ბაზარზე წარმატებისთვის, აუცილებელია პლატფორმების სიღრმისეული ცოდნა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგაცნოთ Upwork-ზე მუშაობის პრაქტიკული რჩევები და წარმატების ფორმულები.

ამ თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდი ნიკო ფეიქრიშვილს – ფრილანს სამყაროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტს, რომელიც Upwork-ზე 2014 წლიდან მუშაობს. ნიკო არამხოლოდ აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო კლიენტებთან, არამედ არის ტრენერიც, რომელიც სხვა ფრილანსერებს Upwork-ზე მუშაობის უნარებს უზიარებს.

ინტერვიუ ნიკო ფეიქრიშვილთან

— ნიკო, რა არის წარმატებული Upwork პროფილის ძირითადი მახასიათებლები?

— პირველ რიგში, აუცილებელია 100%-ით შევსებული პროფილი. მნიშვნელოვანია გქონდეთ ხარისხიანი პროფილის სურათი, სადაც მხოლოდ თქვენ ჩანხართ სადა ფონზე, სახე კარგად უნდა ჩანდეს და განათება ხარისხიანი უნდა იყოს. პროფილის ვიდეოც დიდი პლუსია, თუმცა აქაც ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება ტექსტურ შინაარსს, იქნება ეს სათაური, აღწერა თუ სამუშაო გამოცდილება, ყველაფერი ორიენტირებული უნდა იყოს თქვენს ნიშაში პოპულარული საკვანძო სიტყვების (keyword-ების) გამოყენებაზე.

— რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ფრილანსერები განაცხადების გაგზავნისას?

— ყველაზე გავრცელებული შეცდომაა შაბლონური ტექსტების გაგზავნა, რომლებიც არ არის მორგებული კლიენტის კონკრეტულ პრობლემაზე. ბევრი ფრილანსერი ცდილობს საკუთარი თავი წარმოაჩინოს, მაგრამ კლიენტს უპირველესად აინტერესებს, რამდენად კარგად გაიგეთ მისი პრობლემის არსი და რა გადაწყვეტის გზებს სთავაზობთ.

არსებობს ტექნიკები, რომლებითაც შეგიძლიათ კლიენტის ყურადღება მიიპყროთ და გამოირჩეოდეთ სხვა შაბლონური წერილებისგან. ჩემს კურსში კარგად მაქვს ამის დემონსტრაცია. ერთ-ერთ მოდულში კლიენტის როლში ვდგები — ვანალიზებ, რას ხედავს კლიენტი და ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით ძალიან ღირებულ ინფორმაციას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს.

— როგორ ამოვიცნოთ პრობლემური კლიენტები და როგორ გავუმკლავდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს?

— პირველ რიგში, უნდა მოვერიდოთ კლიენტებთან მუშაობას, რომლებსაც არ აქვთ ვერიფიცირებული გადახდის მეთოდი. აუცილებელია დავაკვირდეთ კლიენტის ისტორიას: როგორ აფასებდა ის წინა ფრილანსერებს, უწერდა თუ არა მაქსიმალურ შეფასებას.

ასევე მირჩევნია თავი ავარიდო ისეთ კლიენტებს, რომლებსაც პროექტის აღწერაში ნეგატიური ტონი აქვთ. მაგალითად: “თუ ამის გაკეთება არ შეგიძლია, ტყუილად ნუ დაკარგავ ჩემს დროს”. დიდი ალბათობით, კომუნიკაციაშიც ასეთივე ნეგატიური იქნება.

რაც შეეხება კონფლიქტურ სიტუაციებს — განსაკუთრებით დასაწყისში, ჯობია ყველაფერი გავაკეთოთ კლიენტის კმაყოფილებისთვის, რადგან მისი შეფასება ჩვენს მომავალ წარმატებაზე აისახება. თუმცა, თუ სიტუაცია გარკვეულ ზღვარს სცდება, ყოველთვის შეგვიძლია მივმართოთ Upwork-ის ადმინისტრაციას და პრობლემის გადაჭრაში დახმარება ვთხოვოთ.

— როგორ უნდა მოემზადონ ფრილანსერები პლატფორმაზე წარმატებისთვის?

— თავიდანვე უნდა ჩამოყალიბდნენ, რომელ ნიშაში აპირებენ მოღვაწეობას და რა იქნება მათი საბოლოო პროდუქტი. მაგალითად, გრაფიკული დიზაინერისთვის ეს იქნება ნამუშევრები, ლოგოები, ბანერები და ა.შ. ვებ-დეველოპერისთვის კი — გაშვებული საიტები, რომლებშიც მიიღო მონაწილეობა.

მომავალმა ფრილანსერმა აუცილებლად უნდა შექმნას პორტფოლიო, რომ კლიენტებს აჩვენოს, რას აკეთებს, როგორი ხარისხით და რა ტიპის პრობლემების გადაჭრა შეუძლია.

— რა არის თქვენი მთავარი რჩევა მათთვის, ვინც კარიერის განვითარებას Upwork-ზე გეგმავს?

— დაიწყონ და არ მიატოვონ! ვინც ბოლომდე გაჰყვა ამ გზას და არ დანებდა, აუცილებლად მიაღწია წარმატებას. დღევანდელი სტატისტიკით, გამოცდილ ფრილანსერებსაც კი 10 გაგზავნილ წინადადებაზე მხოლოდ 1 პასუხი მოსდით.

არ გააგზავნოთ წინადადებები (Proposal-ები) უაზროდ, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ თქვენი უნარები 100%-ით შეესაბამება პროექტში აღწერილ პრობლემას და რაც მთავარია, გაიზიარეთ სხვა ფრილანსერების გამოცდილება!

— მოგვიყევით უფრო დეტალურად თქვენი კურსის შესახებ

— ჩემი კურსის მთავარი ამოცანაა დაგაახლოვოთ კლიენტთან და უფრო შესამჩნევი გახადოთ როგორც პლატფორმაზე სხვა ფრილანსერებს შორის, ასევე კლიენტისთვის, როდესაც ის წინადადებებს ათვალიერებს.

კურსში განვიხილავ მრავალ ხრიკსა და მეთოდს, რომელთა კომპლექსური გამოყენება ნამდვილად შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა. მაქვს უამრავი რჩევა იმაზე, თუ როგორ აიმაღლოთ ანაზღაურება, რა განვითარების გზები არსებობს ფრილანსინგის შემდეგ, როგორ გახსნათ საკუთარი სააგენტო. ცალკე მოდულად კი მაქვს საგადასახადო ინფორმაცია — როგორ იმუშაოთ ლეგალურად საქართველოში.

ეს არის ვიდეო კურსი, რომელსაც შეძენის შემდეგ სპეციალურ პლატფორმაზე მიიღებთ წვდომას. ყოველ კვირას ვცდილობ დავამატო ახალი მასალები ხშირად დასმული კითხვების საფუძველზე, რათა მუდმივად ვავსო ის ხარვეზები, რომლებიც შეიძლება დარჩეს.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია

თუ გსურთ გაიგოთ მეტი Upwork-ზე მუშაობის შესახებ, მიიღოთ პრაქტიკული რჩევები და კლიენტებთან კომუნიკაციის უნარები, დარეგისტრირდით ნიკოს კურსზე შემდეგ მისამართებზე:

Previous Article

რა არის Vibe Coding?

Next Article

რისგან შედგება ბიზნეს გეგმა? პრაქტიკული მაგალითებით და რჩევებით

Write a Comment

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

გახდი FoundersPlus-ის წევრი

„გამოიწერე FoundersPlus - მიიღე ყოველი პოსტი ელფოსტაზე და თვალი ადევნე სხვა საინტერესო სიახლეებს!“
მხოლოდ ინსპირაცია, არანაირი სპამი ✨