წარმოიდგინეთ, არსებობს ისეთი ტიპის ნივთირება, რომელსაც შეუძლია თქვენი ტვინის ყოველდღიური ფუნქციონირება მინიმუმ 2-ჯერ გაზარდოს და ამ ნივთიერებას 100-ზე მეტი ჩვენთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი შეიცავს. ასევე შენი ტვინის უჯრედების სტრუქტურა და ფუნქციონირება გააუმჯობესოს, ამასთან ერთად კი ნეირონების სწრაფი კომუნიკაცია და გამტარიანობა უზრუნველყოს, რაც საკითხების სწრაფად შესწავლასა და მახსოვრობის გაუმჯობესებაში დაგეხმარება.
ამ თემაზე დაწერა გადავწყვიტე ენდრიუ ჰუბერმანის აღმოჩენის შემდგომ. ენდრიუ ჰუბერმანი, სტენფორდის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების პროფესორი და პოდკასტის “Huberman Lab“-ის წამყვანია. მისი პოდკასტების ძირითადი მიზანია საზოგადოებისთვის ნეირო მეცნიერების და ტვინის ფუნქციორიების საკითხების გაცნობა. ამ მცირე სტატიაში კი მინდა მისი ერთ-ერთ კვლევის შესახებ გაგიზიაროთ, რომელიც გავტესტე და ვფიქრობ, რომ ძალიან ყურადღსაღებია.
ჰუბერმანი თავის პოდკასტებში ჰხშირად საუბრობს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მნიშვნელობაზე ტვინის ჯანმრთელობისა და მუშაობის გაუმჯობესების კუთხით. მისი აზრით ომეგა-3 და მისი ცხიმოვანი მჟავები ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ელემენტია ტვინის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები თავის მხრივ 2 ძირითად ნაწილს შეიცავს, ესენია: EPA (Eicosapentaenoic acid) და DHA (docosahexaenoic acid). ორივვე მათგანი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ტვინის ფუნქციონირებაში და ნეიროქსელების მუშაობაში, თუმცა ორივე მათგანს ჩვენს ორგანიზმში არსებულ ფუნქციონალზე სხვადასხვა ტიპის გავლენა გააჩნია.
DHA განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინის უჯრედების მემბრანების ელასტიურობის შესანარჩუნებლად, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის ეფექტურ გადაცემას ნეირონებს შორის. ასეთი ელასტიურობა კრეატიულ აზროვნებასთან და პრობლემების გადაჭრის უნართანაა დაკავშირებული, რადგან ტვინი უფრო მარტივად ახდენს სხვადასხვა იდეის კომბინირებასა და ახლებური გადაწყვეტილებების მოძიებას. კვლევებმა აჩვენა, რომ საკმარისი ომეგა-3 მჟავების მიღება ხელს უწყობს უკეთეს მეხსიერებას, სწავლის უნარსა და შემოქმედებით აზროვნებას.
ომეგა-3 მჟავები ხელს უწყობენ ნეირონებს შორის კომუნიკაციის პროცესს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ნეიროქსელების სისწრაფეზე. DHA აუცილებელია სინაფსურ კონტაქტებში (კვეთის წერტილებში), სადაც ნეირონები ერთმანეთს უერთდებიან და ელექტრული სიგნალების გადაცემა ხდება. DHA და EPA-ის სწორი დონე ნეიროქსელებში ზრდის მოქნილობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ტვინი უფრო სწრაფად და ეფექტურად ადაპტირდება ახალ ინფორმაციასა და შეცვლილ გარემოებებზე.
EPA-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს ნეიროტრანსმიტერებზე, მაგალითად, სეროტონინისა და დოფამინის მეტაბოლიზმზე, რაც განწყობისა და სტრესის დონის რეგულირებას ეხმარება. შესაბამისად, EPA-ს საკმარისი მიღება ხელს უწყობს ტვინის სტაბილურ და კრეატიულ მუშაობას სტრესის პირობებშიც.
ცხიმოვანი მჟავები გავლენას ახდენენ ნეიროპლასტიურობაზე – ტვინის უნარზე, შეცვალოს და გარდაქმნას თავისი სტრუქტურა ახალი გამოცდილების საფუძველზე. ეს კი ხელს უწყობს კრეატიულობის ამაღლებას, პრობლემების ეფექტურ გადაჭრასა და სწავლის უნარის გაუმჯობესებას.
ენდრიუ ჰუბერმანის მოსაზრებები ფართო კვლევებს ეფუძნება და მისი მიზანია ტვინის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის ადამიანებმა მიიღონ საკმარისი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, როგორც საკვებიდან (ცხიმიანი თევზი და მცენარეული წყაროები), ასევე დანამატებიდან.
გიზიარებთ იმ პროდუქტების მოკლე ჩამონათვალს, რომელიც შეიცავს ბუნებრივ ომეგა 3-ს და მასში ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს:
- ჩია თესლი
- სელის თესლი და სელის ზეთი
- კანაფის თესლი
- ყურძნის ზეთი
- ნიგოზი
- სელის თესლი
- ჩიას თესლი
- ქეშიუ
- ისპანახი
- ბროკოლი
- სალათის ფოთოლი
- სოიოს ზეთი
- ტოფუ
- ავოკადო
- ზღვის მცენარეები და წყალმცენარეები
- ზღვის პროდუქტები