LinkedIn-ი, რომელსაც 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ხალხის მიერ პლატფორმაზე გატარებული დროის გასაზრდელად, ახალ მიმართულებას ავითარებს: თამაშებს.
როგორც TechCrunch-თან საუბრისას განაცხადეს, თამაშები puzzle_ის სტილში იქნება – „ჩვენ ვმუშაობთ თავსატეხებზე დაფუძნებული თამაშების დამატებაზე LinkedIn-ის გამოცდილებაში, რათა განვტვირთოთ, გავამხიარულოთ, გავაღრმავოთ ურთიერთობები და გავზარდოთ საუბრების შესაძლებლობა“
წლების განმავლობაში, ლინკდინი უამრავი ახალი ფუნქციით ცდილობდა მომხმარებლის ჩართულობის გაზრდა, როგორც ჩანს მათ გადაწყვიტეს მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო სტრატეგია – გემიფიკაცია შემოიტანონ თავის პლატფორმაზე, თუმცა თამაშების მორგება Linkedin-ის აუდტიორიაზე, რომელიც ძირითადად სამუშაო სამყაროზეა ფოკუსირებული ნამდვილად დიდი გამოწვევაა.