დაიწყე ონლაინ ბიზნესი: Dropshipping
ციფრული ტექნოლოგიებუის სწრაფმა განვითარებმა გამოიწვია ბიზნესის ფუნქციონირების მასიური ცვლილება. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ონლაინ მაღაზიების ბუმია, რაც მეწარმეებს უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის. სხვადასხვა ონლაინ ბიზნეს მოდელებს შორის dropshipping ერთ ერთი სწრაფად მზარდი და პოპულარული მოდელია. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ dropshipping -ის სხვადასხვა ონლაინ ბიზნეს იდეებს, გაგაცნობთ რამდენიმე პლატფორმას, რომელიც აღნიშნულ ბიზნეს მოდელს ადვილად ხელმისაწვდომს ხდის.
რა არის Dropshipping?
Dropshipping არის საცალო ვაჭრობის მეთოდი, სადაც გამყიდველი შუალამვლის პოზიციაშია. ის არ ინახავს პროდუქტს, რომელსაც ყიდის, ამისთვის მესამე მხარეს, საბითუმო მოვაჭრეს, იყენებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ის ყიდულობს ნივთს მესამე მხარისგან და მას პირდაპირ მომხმარებელს უგზავნის. მთავარი უპირატესობა ის არის, რომ გამყიდველს არ უწევს უშუალოდ პროდუქტის მართვა.
Dropshipping-ის უპირატესობები
- დასაწყისისთვის არ არის საჭირო დიდი კაპიტალის ქონა: თქვენ არ გჭირდებათ ფიზიკური მაღაზია ან საწყობი, თქვენ ზოგავთ ფულს ქირაზე, კომუნალურ მომსახურებაზე და პერსონალზე.
- პროდუქციის ფართო დიაპაზონი: შეგიძლიათ გაყიდოთ სხვადასხვა პროდუქცია მარაგის შენახვის გარეშე.
- მასშტაბურობა: უფრო ადვილია თქვენი ბიზნესის მასშტაბირება, რადგან არ გჭირდებათ ფიქრი შესრულებასა და მიწოდებაზე.
როგორ დავიწყოთ Dropshipping-ი: 5 მნიშვნელვანი ეტაპი
01. ონლაინ მარაზიის შექმნა
მაგალითად, Wix eCommerce გთავაზობთ უკვე გამზადებულ dropshipping ინსტრუმენტებს. მხოლოდ მაუსის რამდენიმე კლიკით, თქვენ შეგიძლიათ, თქვენი მაღაზია Modalyst-ის მაღაზიასთან დააკავშიროთ და მარტივად გაყიდოთს პროდუქტები Modalyst-ის ფართო კატალოგიდან. Wix საშუალებას გაძლევთ, განსაზღვროთ თქვენი გასაყიდი ფასი, პროდუქტის აღწერილობები, მიწოდების პოლიტიკა და გადახდის ვარიანტები. Wix ავტომატურად დასინქრონდება Modalyst-ს ბაზასთან.
თუმცა, სანამ დაიწყებთ თქვენი ელექტრონული კომერციის მაღაზიის შექმნას, არის რამდენიმე რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ:
- ვის მიყიდით?
- რა პროდუქტებს გაყიდით და რატომ?
- როგორ გეგმავთ თქვენი ონლაინ მაღაზიის მარკეტინგს?
ამ ძირითად კითხვებზე პასუხი დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი აუდიტორია და შექმნათ საუკეთესო მაღაზია და კატალოგი თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის.
02. რას ყიდით?
გამოიკვლიეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია – გამოიკვლიეთ მათი ღირებულებები, საჭიროებები და სავაჭრო ქცევები. პროფესიონალური რჩევა: ნიშის არჩევის დროს მოერიდეთ ფართო აღწერილობას, როგორიცაა „მუსიკის თაყვანისმცემლები“ ან „ახალგაზრდა ქალები“. ფართო ნიშებს არ აქვთ ფოკუსირება და ართულებენ ხარისხიანი ვიზიტორების მოზიდვას. ამის ნაცვლად, შექმენით მყიდველის პერსონები და ეცადოთ მაქსიმალურად ვიწრო ნიშნები იპოვოთ.
შეისწავლეთ ტრენდული პროდუქტები – რა კატეგორიებია პოპულარული თქვენს სამიზნე მყიდველებს შორის და რომელი პროდუქტებია ტრენდული? გამოიყენეთ რესურსები, როგორიცაა Google Trends, Google Keyword Search, სოციალური მედია და ონლაინ ბაზრები (როგორიცაა Amazon, AliExpress, Etsy და eBay), რათა ნახოთ, რას ყიდულობენ მყიდველები ამჟამად.
გააკეთე კონკურენტების ანალიზი – შეადგინეთ თქვენი კონკურენტების სია. რას ყიდიან ისინი წარმატებით? რა სახის კონტენტი იწვევს ყველაზე მეტ ჩართულობას მათი სოციალური მედიის გვერდებზე? შეისწავლეთ მათი ვებსაიტები, რათა ნახოთ, როგორ აფასებენ, აღწერენ და ყიდიან თავიანთ პროდუქტებს. გახდით მათი გამომწერი, რათა გაეცნოთ მათ მარკეტინგულ ტაქტიკას.
ჩამოაყალიბეთ თქვენი ბიზნეს იდეა – როგორც კი შეასრულებთ თქვენს კვლევას და დაადგენთ ნიშას, განსაზღვრეთ პროდუქციის მრავალფეროვნება, რომლის გაყიდვაც გსურთ და როგორ შეესაბამება ისინი ერთმანეთს. მაგალითად, თუ დაიწყებთ ონლაინ ბიზნესს სახლის დეკორაციის მსხვილი ნივთების გაყიდვით, როგორიცაა ავეჯი, განსაზღვრეთ წინასწარ ასევე გაყიდით თუ არა მცირე საყოფაცხოვრებო აქსესუარებს, როგორიცაა ნათურები, დეკორატიული ბალიშები და ხალიჩები.
03. პარტნიორობა მომწოდებლებთან
კარგი მომწოდებლების პოვნა თქვენი წარმატების გასაღებია. თქვენ არა მხოლოდ გჭირდებათ მომწოდებელი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს მცირე მასშტაბის შეკვეთები, არამედ ის, რომელიც ასევე შეძლებს თქვენი ბიზნესის მასშტაბირებას მისი ზრდის დროს.
აქვე გაგიზიარებთ სხვადასხვა წყაროებს მომწოდებლის მოსაძებნად:
დამოუკიდებელი მომწოდებლები – მომწოდებლების მოძიება შეგიძლიათ პირდაპირ Google-ში, თუმცა მომწოდებლების ამ გზით მოძიება შეიძლება დროში გაგეწელოთ, რადგან თქვენ გჭირდებათ ბევრი ინფორმაცია მომწოდებლის შესახებ, მაგალითად შეფასებები, გაყიდული პროდუქტის რაოდენობა, და ა.შ.
Dropshipping Marketplace – შეგიძლიათ იპოვოთ მომწოდებლები dropshipping მარკეტფლეისის საშუალებით, გიზიარებთ ყველაზე პოპულარულ პლატფორმებს სადაც შეგიძლიათ პროდუქტების და მომწოდებლების არჩევა: AliExpress, Alibaba, SaleHoo, Worldwide Brands, Modalyst, Printful
ბეჭდვა მოთხოვნით (POD) – კიდევ ერთი საინტერესი dropshipping მოდელი არის print on demand მოდელი. POD პლატფორმების დამხაფრებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი დიზაინი, რომელსაც შესაბამისი პლატფორმა დაბეჭდავს თქვენთვის სასურველ ნივთებზე: მაისურები, ჰუდები, ტელეფონის ქეისები, ჭიქები და ა.შ. და იზრუნებს მათ ადრესატამდე მიტანაზე. მაგალითად Wix ის დახამრებით შეგიძლიათ ძალიან მარტივად დაუკავშირდეთ POD პლატფორმებს: Printful, ან Printify და მათი სრული სერვისი ინტეგრაცია მოახდინოთ თვენს ონლაინ მაღაზიაში.
04. პროცესის ავტომიზაცია
როგორც კი გაყიდით პროდუქტს, გჭირდებათ პროცესი, რომელიც ამ შეკვეთებს თქვენს მომწოდებლებთან გადააგზავნის. ზემოთ ჩამოთვლილი პლატფორმები გაძლევთ იმის საშუალებას, რომ პროცესი სრულად ავტომატიზირებული იყოს, ანუ ყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია ავტომატურად გადაიგზავნოს მომწოდებელთან. გახსოვდეთ, საუკეთესო პროცესები ავტომატიზირებულია, რაც დაზოგავს თქვენს დროს და ამცირებს ნებისმიერი შეცდომის ალბათობას.
05. თქვენი ბიზნესის მარკეტინგი
როგორც dropshipper-ი, თქვენი დროის უმეტესი ნაწილი დაიხარჯება თქვენი მაღაზიის მარკეტინგზე. თქვენი მთავარი პასუხისმგებლობაა შექმნათ ძლიერი ბრენდი, რომელიც მოიპოვებს თქვენი მომხმარებლების ნდობას. ამისთვის დაგჭირდებათ კარგად შედგენილი მარკეტინგული გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია) – SEO არის ფუნდამენტური, რათა გაზარდოს თქვენი ხილვადობა ონლაინ და გაუადვილოს მყიდველებს თქვენი პროდუქტების პოვნა საძიებო სისტემებში, როგორიცაა Google. გააძლიერეთ თქვენი პროდუქტის გვერდები უნიკალური აღწერილობებით და შინაარსით. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ბლოგის შექმნაც, რომელიც საშუალებას მოგცემთ რეგულარულად გამოაქვეყნოთ ახალი კონტენტი.
ელ ფოსტა – თქვენ შეგიძლიათ წაახალისოთ საიტის ვიზიტორები, გამოიწერონ თქვენი ელ.ფოსტის სია, მათი გამოწერისთვის სპეციალური ფასდაკლების ან საჩუქრის შეთავაზებით. გამოიყენეთ ელფოსტა, რათა ჩართოთ კლიენტები ყიდვის სხვადასხვა ეტაპზე, მაგ., გაუგზავნოთ მიტოვებული კალათის ელ.წერილი, რომ შეახსენოთ მათ, შესყიდვის დასრულების შესახებ, ან მოთხოვოთ გამოხმაურება ახლახან შეძენილ პროდუქტზე.
Სოციალური მედია – დღეს, TikTok-ის ერთ ვირუსულ ვიდეოს ან Instagram Reel-ს შეუძლია თქვენი პროდუქტი მილიონობით პოტენციური კლიენტის წინაშე აჩვენოს. სოციალური მედიის სტრატეგიის შედგენისას იყავით შერჩევითი არხების მიმართ, რომლებშიც თქვენს დროსა და ფულს დახარჯავთ. უმჯობესია დაიწყოთ ერთი ან ორი სტრატეგიული არხით, ვიდრე ბრმად შეამოწმოთ ყველა შესაძლო არხი; თითოეულ არხს აქვს საკუთარი თავისებურებები და ალგორითმები, რომელთა შეჩვევა მოგიწევთ. შეამოწმეთ სხვადასხვა ტიპის კონტენტი, როგორიცაა ვიდეოები, პოსტები, ქარდები და ა.შ.
ფასიანი რეკლამები – მიწვდით ახალ მომხმარებლებს მიზნობრივი სარეკლამო კამპანიებით Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე და საძიებო სისტემებზე, როგორიცაა Google. ექსპერიმენტი ჩაატარეთ რეკლამის სხვადასხვა ტიპებთან.
ასე რომ, ღირს dropshipping ბიზნესის წამოწყება?
როდესაც საქმე ეხება ბიზნესის წამოწყებას, ეს დიდწილად თქვენზეა დამოკიდებული.
შეჯამებისთვის, dropshipping-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ შეგიძლიათ სწრაფად დაიწყოთ გაყიდვა მინიმალური ინვესტიციით. თუ თქვენი პროდუქცია არ იყიდება, თქვენ არ დარჩებით დარჩენილი ინვენტარით.
მინუსი ძირითადად არის კონტროლის ნაკლებობა. ვინაიდან თქვენ თვითონ არ ამუშავებთ პროდუქტებს, თქვენთვის უფრო რთულია მათი ხარისხის ან მომხმარებლის გამოცდილების გარანტია. თქვენ უნდა აიღოთ მიწოდების ჯაჭვის პრობლემების რისკი, რომელთაგან ბევრი შეიძლება თქვენი კონტროლის გარეშე იყოს.
ყოველივე ამის შემდეგ, dropshipping-ის დაწყება შეიძლება იყოს მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ ყოველგვარი ტექნიკური ცოდნის გარეშე შექმნათ ონლაინ მაღაზია და მოახდინოთ მისი ინტეგრაცია სხვადასხვა dropshipping მარკეთფლეისებთან