ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის აპლიკაცეიბს და საიტებს, გაინტერესებთ როგორ შექმნეს ცნობილმა ბრენდებმა ეს აპლიკაციები? სინამდვილეში, ბევრმა მათგანმა მინიმალური ღირებულების პროდუქტის შემუშავებით დაიწყო.
დღეს განვიხილავთ რა არის MVP და მოგიყვებით რეალურ მაგალითებს რეალური პროდუქტების განვითარებიდან.
რა არის MVP (Minimum Viable Product – მინიმალური ღირებულების პროდუქტი?)
MVP – ს განმარტება საკმაოდ მარტივია: შექმენით პროდუქტის მარტივი ვერსია თქვენი ბიზნეს იდეების სიცოცხლისუნარიანობის შესამოწმებლად, დარწმუნდებით, რომ არსებობს მოთხოვნა და მიიღეთ უკუკავშირი ადრეული მომხმარებლებისგან.
ასეთი მიდგომა საშუალებას გაძლევთ გამოსცადოთ ბიზნესის ან პროდუქტის ფუნდამენტური ჰიპოთეზა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რადგან საშუალებას მოგცემთ ადრეულ ეტაპზევე გამოიკვლიოთ, როგორ შეცვალოთ პროდუქტი და შექმნათ ის, რისი ყიდვაც მომხმარებლებს სურთ.
მოქნილი მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის მიდგომა ასევე შესაძლებელს ხდის შემცრდეს საინვესტიციო რისკები, რადგან სრულმასშტაბიანი ან ტრადიციული პროდუქტის განვითარება მოითხოვს დიდ დროს და ფულს.
ქვემოთ მოგიყვებით რეალურ მაგალითებს, თუ როგორ შექმნეს და დატესტეს კომპანიებმა პროდუქტი MVP-ს დახმარებით
Buffer
დღეს ბევრი სოციალური მედიის ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ თქვენი პოსტები სხვადასხვა არხებში, ინსტაგრამიდან და ფეისბუქიდან დაწყებული LinkedIn-ით, Twitter(X)-ით დამთავრებული, მაგრამ ჯერ კიდევ 2010 წელს, Buffer-ის დამფუძნებელი, ჯოელ გასკოინი, დაინტერესებული იყო რამდენად ღირდა ფულის და ძალისხმევის ინვესტიცია იმ პროდუქტის შემუშავებაში, რომლის შეძენაც ადამიანებს შესაძლოა არ სურდათ.
სწორედ ამ ინტერესის გამო შეიქმნა ისტორიაში ერთ ერთი საინტერესო MVP რომელიც თავდაპირველად მხოლოდ და მხოლოდ ლენდინგ გვერდი იყო.
ჯოელს სურდა გაერკვია, რომ საკმარისი ხალხი დაინტერესდებოდა აპლიკაციით, ამიტომ მან შექმნა ლენდინგ გვერდი. მანდ მოკლედ აღწერა მომავალი პროდუქტის შინაარსი, დაამატა რამდენიმე ღილაკი და დაინტერსებულ ვიზიტორებს საშალება მისცა მათი საკონტაქტი ელ. ფოსტა მიეთითებინათ საიტზე, რის შედეგადაც მათ უგზავნიდა იფნორმაციას პროდუქტის შესახებ და ასევე ფასებს. ამ გზით ჯოელმა პროდუქტის გაშვებამდე დატესტა ბაზარი, მიიღო უკუკავშირი პოტენციური მომხმარებლისგან და როდესაც დარწმუნდა, რომ პროდუქტზე მოთხოვნა იყო მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვა საპილოტე ვერსია მინიმალური ფუნქციებით, ამ ვერსიის შექმნას ორ თვეზე ნაკლები დასჭირდა.
Dropbox
Dropbox არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ტექნიკური სტარტაპის MVP მაგალითი, რომელმაც პროდუქტის გაშვების გარეშე მომხმარებელთა უზარმაზარი ბაზა მოიპოვა. სტარტაპი დაარსდა ჯერ კიდევ 2007 წელს, როდესაც რამდენიმე ტექნიკურმა ენთუზიასტმა MIT-დან, არაშ ფერდოუსმა და დრიუ ჰიუსტონმა (კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი) გადაწყვიტეს შეექმნათ ფაილების ჰოსტინგის სერვისი. უნივერსიტეტში სწავლისას დრიუს გამუდმებით ავიწყდებოდა USB ფლეშკა და ასე გაუჩნდა იდეა, რომელიც საშუალებას მისცემდა მომხმარებლებს აეტვირთათ თავიანთი მონაცემები ღრუბლოვან სივრცეში, რაც ციფრულ ფაილებს ხელმისაწვდომს გახდიდა სხვადასხვა მოწყობილობიდან.
როდესაც ტექნიკურმა ჯგუფმა MVP-ის შექმნა დაიწყო, მათ რამდენიმე პრობლემა შეექმნათ. ერთ-ერთი მათგანი იყო სინქრონიზაცია, ანუ გადაწყვეტის ინტეგრირება მრავალ ოპერაციულ სისტემასთან და პლატფორმასთან. მეორე იყო მარკეტინგული ექსპერტიზის ნაკლებობა და ხალხი მოზიდვა, რამაც ხელი შეუშალა მათ სასურველი დაფინანსების მოპოვებაში.
გუნდს სურდა უკუკავშირი მიეღო პოტენციური მომხამრებლისგან, მაგრამ მათ ვერ შეძლებს MVP -ს შექმნა, ამის სანაცვლოდ მათ გააკეთეს 4 წუთიანი ვიდეო სადაც Dropbox ის დემო ვერისა იყო ნაჩვენები. ვიდეოში ნათლად აჩვენეს, თუ რა სარგებლის მოტანა შეეძლო Dropbox-ს.
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს ჯერ არ შეეძლოთ პროდუქტის გამოცდა, მათ გაიგეს მისი მნიშვნელობა. Dropbox -ის MVP ვიდეომ გამოიწვია ვებსაიტების ტრეფიკის ვირუსულად ზრდა, პროექტის მომლოდინეთა სია 5 ათასიდან 75 ათასამდე გაიზარდა მხოლოდ ერთ დღეში, ამ ყველაფერმა კი ფულადი რესურსების მოზიდვაში და სტარტაპ დაფინანსების პროცესში დიდი როლი ითმაშა. Dropbox ი დღემდე ერთ ერთი ყველაზე პოპულარული სერვისია.
Product Hunt
2013 წელს რაიან ჰუვერმა, Product Hunt-ის დამფუძნებელმა, გადაწყვიტა შეექმნა საზოგადოება, სადაც თანამოაზრე ენთუზიასტებს შეეძლოთ გაეზიარებინათ და განეხილათ ახალი ციფრული ხელსაწყოები.
როგორ შექმნა მან Product Hunt-ის MVP? მას არ სურდა აპლიკაციის კოდირებისთვის დიდი რესურსის დახარჯვა, ამიტომ ჯგუფის შესაქმნელად გამოიყენა ბმულების გაზიარების ინსტრუმენტი სახელწოდებით Linkydink. მას ნახევარ საათზე ნაკლები დასჭირდა პირველადი ვერსიის შესაქმნელად, ამის შემდეგ მან მოიწვია რამდენიმე მეგობარი სტარტაპ საზოგადოებისგან. კონტრიბუტორები აუდიტორიას უზიარებდნენ სიახლეებს ახალი პროდუქტების შესახებ.
Product Hunt გადაიზარდა სრულ პროდუქტად, პლატფორმად, სადაც ადამიანებს შეუძლიათ განათავსონ ინფორმაცია თავიანთი ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების შესახებ, გაზარდონ ცნობადობა, მიიღონ გამოხმაურება და ასევე წვლილი შეიტანონ სხვა პროდუქტების განვითრებაში. მომხმარებლები ხმას აძლევენ პროდუქტებს და ტოვებენ კომენტარებს და თუ ის მაღალ რეიტინგში მოხვდება (მაგ., მოხვდება დღის ხუთეულში), ამან შეიძლება გამოიწვიოს ფანტასტიკური ზრდა. ეჭვგარეშეა, PH არის ერთგვარი ასაფრენი ბილიკი და ძლიერი პოპულარიზაციის სტრატეგია ბევრი სტარტაპისთვის. ეს საშუალებას გაძლევთ იპოვოთ პერსპექტივები, ახალი იდეები და შესაძლოა ინვესტიციების შესაძლებლობებიც კი.
Airbnb
დარწმუნებული ვარ ყველას გვსმენია Airbnb-ის შესახებ, მაგრამ იცით როგორ ი იყო მისი პირველადი, mvp ვერსია?
ბრაიან ჩესკის, ნათან ბლეჩარჩიკს და ჯო გებიას უჭირდათ სან-ფრანცისკოში ნაქირავები ბინის საფასურის გადახდა. ასე რომ, 2008 წელს მათ დააარსეს კომპანია, რომლის მიზანი იყო შეექმნა სერვისი, რომელიც დააკავშირებდა მათ, ვისაც სურდათ საკუთარი ქონების გაქირავება მათთან, ვინც ეძებდა საცხოვრებელს. ხელმისაწვდომობა პროდუქტის მთავარი საყრდენი იყო. სინამდვილეში, Airbnb-ის მხარდამჭერმა გუნდმა დაიწყო იდეით, რომ მასპინძლებს მიეწვიათ სტუმრები – სწორედ ეს გააკეთეს დამფუძნებლებმა სან-ფრანცისკოს ბინაში იმ დროს, როდესაც ქალაქში უზარმაზარი კონგრესი გაიმართა და ყველა სასტუმრო დაჯავშნული იყო. რას ემსახურებოდა Airbnb MVP? მათ გამოიყენეს ძალიან მარტივი ვებსაიტი, როგორც MVP ტესტირების მეთოდი. საიტზე განთავსებული იყო რეკლამა, რომელიც ამბობდა, რომ საწოლები ქირავდებოდა და ნაჩვენები იყო სტუდიის ბინის ფოტოები (პლუს გუნდმა იყიდა რამდენიმე გასაბერი საწოლი და საუზმე შესთავაზა მათ პირველ სამ სტუმარს, აქედან გამომდინარე ეწოდა “Airbed and Breakfast”). კონცეფცია წარმატებული აღმოჩნდა.