როგორ ვიშოვოთ მეტი ფული?

კითხვა დასვით: მდიდარი ადამიანი – როგორია ის? ბევრი უპასუხებს, რომ მდიდარი ადამიანი – მიზანსწრაფული და მებრძოლი პიროვნებაა. თუმცა არსებობს უფრო ზუსტი განმარტებაც: მდიდარი ადამიანი – არის ის, ვისზეც ფული მუშაობს.

შეიძლება იმუშაოთ ფულისთვის, მაგრამ შეიძლება ისე გააკეთოთ, რომ ფულმა იმუშაოს თქვენზე.

რა უნდა გააკეთოთ, რომ ფულის შოვნა დაიწყოთ?

გამოიმუშავეთ თავდაჯერებულობა

ჭკუის, ნიჭისა და პროფესიონალიზმის შემთხვევაშიც კი, ყოველთვის ვერ დაიპყრობთ სიმაღლეებს. წარმატება მხოლოდ მათ აქვთ, ვინც ახერხებს ამ თვისებების გამოყენებას. ამისათვის კი საჭიროა საკუთარ თავში რწმენა და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა. გახსოვდეთ: გარშემომყოფებს ყოველთვის გადაეცემათ თქვენი ემოციური მდგომარეობა. ამიტომ თუ საკუთარ თავში არ ხართ თავდაჯერებული, თქვენი დადებითი თვისებები სრულად ვერ ამოქმედდება.

თავდაჯერების გამომუშავება მარტივი არ არის, მაგრამ შესაძლებელია და საჭიროც კი. არ მისცეთ საშუალება დაეჭვდეთ საკუთარ გადაწყვეტილებებში, თქვენი ქმედება გადამჭრელი და წარმატებაში დარწმუნებული უნდა იყოს. შესაძლო შეცდომებმაც არ უნდა წაგართვათ თავდაჯერება. არასწორ გზაზე ერთხელ გავლით გეცოდინებათ როგორ არ უნდა მოიქცეთ – ეს გამოცდილება ფასდაუდებელია.

ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც შეიძლება დაუშვათ – უმოქმედობაა.

ნუ იქნებით „მელა“

გახდე მდიდარი და არ განვითარდე, შეუძლებელია. ვითარება შესაძლოა განსხვავებული იყოს და ისე მოხდეს, რომ მალე გამდიდრდეთ, მაგრამ ასევე მალე დაკარგოთ სიმდიდრე. ის დიდხანს რომ შეინარჩუნოთ, აუცილებელია იყოთ განათლებული სხვადასხვა დარგში.

არსებობენ ადამიანები, რომელთაც სურთ მელას შეადარონ – ცბიერ და მაამებელ ცხოველს. ურთიერთობისას ასეთები კეთილგანწყობილი და მეგობრული არიან, მაგრამ სინამდვილეში სხვა თვისებებს მალავენ. თუ ადამიანი-„მელა“ წარმატებულია, ის ივიწყებს ძველ მეგობრებს, ივიწყებს დახმარებას, რომელიც მისთვის გაუწევიათ. ხოლო თუ „მელა“ წარუმატებლობას განიცდის, ის ხდება რბილი და გახსნილი. „მელიებს“ არ მოსწონთ იმის აღიარება, რომ არსებობენ მათზე წარმატებული ადამიანები.

თუ შეამჩნევთ მსგავს თვისებებს ადამიანში, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოშორდით.

იყავით „ლომების“ გარემოცვაში

თქვენი გარემოცვა უნდა შეადგინოს ადამიანებმა, რომელთაც ახასიათებთ შინაგანი ძალა, მიზანსწრაფვა და წარმატება. ისინი შთაგაგონებთ საკუთარი მაგალითით, „დაგმუხტავენ“ წარმატების განწყობით.

ცნობილია ერთი საინტერესო ექსპერიმენტი. მეცნიერებმა ორი ვირთხა ორ სხვადასხვა გალიაში ჩასვეს. ერთისთვის იდეალური პირობები შექმნეს – კომფორტულად იყო, აჭმევდნენ, ასმევდნენ, უსუფთავებდნენ გალიას. მეორისთვის პირობები უფრო მკაცრი იყო – თავად უნდა მოეპოვებინა საკვები და კომფორტიც არ ჰქონია. გარკვეული დროის შემდეგ მეცნიერებმა გაზომეს, რამდენად განვითარდა მათი ტვინი. მეორე ვირთხამ აჩვენა შედეგი, რომელიც ერთ-ნახევარჯერ უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე პირველის. შემდეგ ვირთხებს ადგილები შეუცვალეს. საცდელი დროის გასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ახლა უკვე პირველი ვირთხის ტვინის განვითარების მაჩვენებელი გაიზარდა, მეორის კი შემცირდა.

თუ ცხოვრებაში შეხვდებით მხოლოდ უიღბლოებს, ჩაკეტილებს, პესიმისტებს, შანსი ასეთივე გახდეთ, გაიზრდება. იყავით ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც თავდაჯერებულად მიდიან მიზნისკენ, ადამიანების გვერდით, რომლებიც დარწმუნებული არიან საკუთარ სიტყვებსა და მოქმედებებში.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს