გემიფიკაცია – რა, როგორ და რატომ მუშობს?

გემიფიკაცია ყველგან გვხვდება: To-do list აპლიკაციებში – გაჯილდოვებთ რაც უფრო მეტ საქმეს შეასრულებთ, სმარტ საათებში – ფიტნეს მიზნების მიღწევისთვის; Fortune 500 კომპანიის სტრატეგიებში თანამშრომლების ჩართულობის გასაძლიერებლად, სკოლებში განათლების გასაუმჯობესებლად და ფინანსურ აპლიკაციებშიც.

მოკლედ ყველაფერს უნდა, რომ ვიმოძრაოთ, მეტი ვაკეთოთ და მერე დავჯილდოვდეთ ამისთვის.

მაგრამ რა არის გემიფიკაცია და რატომ არის ასეთი მნიშვნელობა? მოდით გადავხედოთ გემიფიკაციის ისტორიას, გავიგოთ როგორ მუშაობს ის და როგორ გვეხმარება ყოველდღიურად მეტის გაკეთებაში.

რა არის გემიფიკაცია?

Gamification იყენებს თამაშის მექანიკას (როგორიცაა ქვესტები, ქულები და ჯილდოები) სხვადასხვა ტიპის აპლიკაციებში. ეს არის სვადსხვა აქტივობების ან ამოცანების თამაშად გადაქცევის პროცესი.

მიუხედავად იმისა, რომ კონცეფცია ათწლეულებია უკვე არსებობს, ტერმინი “გემიფიკაცია” პირველად 2002 წელს გამოიგონეს, 2010 წლიდან კი მისი პოპულარობა წლიდან წლამდე საგრძნობად იზრდება.

გსმენიათ მანჰეტენის “პაკ-მანჰეტენად ” გადაქცევის შესახებ? მოკლედ მოგიყვებით: Pac-Manhattan ეს არის რეალური- Pac-Man-ის თამაში მანჰეტენის ქუჩებში.

Pac-man-ის ეს ანალოგური ვერსია შეიმუშვეს ნიუ-იორკის ინტერაქტიული ტელეკომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამისთვის და მისი მიზანი იყო გამოეკვლია რა ხდება მაშინ, როდესაც კომპიუტერული თამაში “პატარა სამყაროდან” დიდ “რეალურ სამყაროში” გადმოინაცვლებს.

Pac-man-ის ფორმაში ჩაცმული მოთამაშე დარბოდა მანჰეტენის ვაშინგტონის მოედანზე პარკის მიდამოში და ცდილობდა შეეგროვებინა ყველა ვირტუალური “წერტილი”, რომელიც ქუჩებში იყო განთავსებული. ოთხი მოთამაშე, რომლებიც იყვნენ მოჩვენებებში ინკი, ბლინკი, პინკი და კლაიდი, ცდილობდნენ დაეჭირათ პეკ-მენი, სანამ ყველა წერტილს შეაგროვებდა.

მობილური ტელეფონის, Wi-Fi ინტერნეტ კავშირების და Pac-Manhattan-ის გუნდის მიერ შექმნილი პერსონალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, Pac-man და მოჩვენებების “რბოლა” გადაიცემოდა ინტერნეტით და ხელმისაწვდომი იყო მთელი ქვეყნისთვის.

სწორედ აღნიშნული 5 კაციანი თამაში გახდა შთაგონების წყარო Foursquare-ისთვის. Foursquare გახდა ერთ ერთი პირველი, რომელმაც თავის აპლიკაციაში გემიფიკაციის ელემენტები წარმატებით გამოიყენა და 60 მილიონი მომხმარებელი ჩართო.

„ჩვენ არასდროს არ ვაპირებდით „თამაშის“ გაკეთებას“, – წერდა Foursquare-ის გუნდი 2014 წელს. „ჩვენ გვინდოდა, რომ ადამიანების გამოცდილება უფრო სახალისო და მხიარული გაგვეხადა. ჩვენ გვეგონა, რომ ეს ყველაფერი სახალისო იდეა იყო, მაგრამ ჩვენც კი გაკვირვებული ვიყავით იმით, თუ როგორ შეუყვარდა ხალხს ჩვენი თამაში.”

განზრახ თუ შემთხვევით, Foursquare-მა მოგზაურობა – თუნდაც ყოველდღიური ლანჩი – თამაშად აქცია. დღეს გემიფიკაცია გვხვდება ყველფან: მარკეტინგულ კამპანიებში, სამსახურში და ყველა ფორმისა და ზომის აპში.

გემიფიკაციას ასევე აქტიურად იყენებენ კომპანიები, თავისი თანამშრომლების პროდუქტიულობის გასაზრდელად, მიუხედავდ იმისა, რომ მოპოვებული ვირტუალური ჯილდოები ვერ გაგხდით უკეთეს სპეციალისტად, კვლევების მიხედვით თანამშრომლები ბევრად პროდუქტიულები არიან როდესაც საქმეს თამაშის ტექნიკებით ასრულებენ.

რატომ მუშობს გემიფიკაცია?

თამაშის დიზაინი, ტრადიციულ ლოიალობის პროგრამებთან და ქცევის ეკონომიკასთან ერთად, აძლევს ბრენდებს სრულიად ახალ გზას კლიენტების დასაბრუნებლად.

მაგრამ რატომ მუშაობს გემიფიკაცია? როგორ შეიძლება რაღაც ასე ტრივიალურმა გამოიწვიოს მოტივაციისა და პროდუქტიულობის რეალური ზრდა?

ბიოლოგიასაც და ფსიქოლოგიასაც შეუძლია გარკვეული შუქი მოჰფინოს იმას, თუ რა გვაიძულებს ჩართულებას როდესაც საქმე გემიფიკაციას ეხება. ქვემოთ მოცემულია ოთხი თეორია, რომლებიც დაგეხმარებათ იმის ახსნაში, თუ რატომ მუშაობს გემიფიკაცია და როგორ ვრცელდება ისინი პროდუქტიულობის აპლიკაციებში:

ნეირობიოლოგიური თეორია

გემიფიკაცია ისევე მუშაობს, როგორც Adderall – ტვინის მეზოლიმბურ სისტემაში, ე.წ. ჯილდოს ცენტრში, გამოყოფს დოფამინს.

თქვენი მეზოლიმბური სისტემა გეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი მოტივაცია და მისწრაფება, სწორედ იგი ქმნის კავშირს ჯილდოსა და ამ ჯილდოს მისაღწევად საჭირო სამუშაოს შორის. ეს არის ის, რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ სირბილის შემდეგ – და რაც გაძლევთ ენერგიას ფინიშის ხაზის გადასაკვეთად.

ADHD-ის მქონე ადამიანებისთვის – რომლებსაც ასევე აქვთ დოფამინის დაბალი დონე – Adderall მუშაობს მეზოლიმბურ სისტემაში დოფამინის გაძლიერებით, რათა დაბლოკოს კავშირი ბუნებაში ნაპოვნი პოტენციური “ჯილდოების” მიმართ (მაგალითად სასიამოვნო მუსიკა გვერდითა ოთახიდან) რამაც შეიძლება ყურადღება გაგიფანტოთ.

გემიფიკაცია ბუნებრივად ზრდის დოფამინის დონეს, როდესაც თქვენ ხსნით ახალ მიღწევებს, ჯილდოებსა და ქვესტებს თქვენი ტვინი აღფრთოვანებულია და გამოყოფს დოფამინს.

მარტივად რომ ვთქვათ, გემიფიკაცია იყენებს თქვენი ტვინის ბუნებრივად წარმოქმნილ ნეიროტრანსმიტერებს, რათა “მოგატყუოთ”, რომ იმუშაოთ უფრო მეტად, უფრო ეფექტურად და უფრო ყურადრებით, ამავდროულად გეხმარებათ მეტი ცოდნის შენარჩუნებაში.

სოციალური სტატუსის თეორია

ფსიქოლოგ სტივენ რეისის თქმით, არსებობს 16 ძირითადი სურვილი, ანუ შინაგანი მოტივატორი, რომლებიც ხელმძღვანელობენ ადამიანის ქცევას. მათ შორის არის სოციალური სტატუსი, საზოგადოების მიერ მიღებული ფუნდამენტური მოთხოვნილება.

სოციალურ ფსიქოლოგებს დიდი ხანია აქვთ თეორია, თუ როგორ არის დამოკიდებული ჩვენი ქცევა იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე (უფრო სწორად, როგორ აღვიქვამთ სხვების ფიქრს). მოგვწონს თუ არა, სოციალური სტატუსის ჩვენი აღქმა დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. გვიბიძგებს მოვიქცეთ ისე, როგორც ვგრძნობთ, რომ მოვიპოვებთ პატივისცემას სხვებისგან და ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ისეთი ქცევები, რომლებიც შეგვარცხვენს და შეასუსტებს ჩვენს სოციალურ მდგომარეობას.

გემიფიკაცია გვეხმარება გავზარდოთ ჩვენი სოციალური მდგომარეობა (ყოველ შემთხვევაში ასე გვგონია). Gamified აპლიკაციები, როგორც წესი, არის სოციალური, ხშირად ინტეგრირებული Facebook-თან ან სხვა სოციალურ ქსელებთან რათა მარტივად მოხდეს ჩვენი შედეგების გაზიარება. ისინი ასევე მოიცავს ლიდერბორდებს, რათა ნახოთ, რამდენად შეედრება თქვენი შედეგები თქვენი მეგობრების შედეგებს. ყველა ეს ელემენტი ერთად აღძრავს მცირე მეგობრულ კონკურენციას, ამავდროულად მიმართავს ადამიანის ერთ-ერთ ძირითად სურვილს.

ნეირობიოლოგია + ჯილდოები = მოლოდინის თეორია

ისევ და ისევ ნეირობიოლოგიიდან გამომდინარე, მოლოდინის თეორია ამტკიცებს, რომ ჩვენ ვიქცევით გარკვეული გზით, რადგან მოტივირებული ვართ ამ ქცევის მოსალოდნელი შედეგით. მარტივად რომ ავხსნათ, თუ ჩვენ გვჯერა, რომ ხელფასების მომატება შესაძლებლობაა – და რომ კარგი სამუშაო (ქცევა) გამოიწვევს ხელფასების გაზრდას (შედეგს) – ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ვიმუშაოთ უფრო მეტად, რათა მივაღწიოთ ხელფასის მატებას.

მოლოდინის თეორია იმართება სამი ძირითადი ელემენტით:

  • რწმენა იმისა, რომ თქვენი ძალისხმევა გამოიწვევს შესრულების დონეს, რომელიც საჭიროა სასურველი შედეგის მისაღწევად.
  • რწმენა იმისა, რომ თქვენ მიიღებთ სასურველ შედეგს, თუ შეძლებთ დააკმაყოფილოთ ან გადააჭარბოთ თქვენი შესრულების მოლოდინს.
  • ღირებულება, რომელსაც ანიჭებთ მოსალოდნელ ჯილდოს, თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების, ღირებულებებისა და მოტივაციის წყაროებიდან გამომდინარე.

როდესაც ეს სამივე ელემენტი აქტიურია, შენ მოტივირებული ხარ იმუშო უკეთესად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ჯილდო, ასოცირდება რაღაც ხელშესახებთან (შესაძლოა, დაწინაურება ან ხელფასის მომატება), გემიფიკაცია ეყრდნობა ბევრად უფრო „შინაგან“ მოტივატორს: რას გრძნობთ რაღაცის მიღწევის შემდეგ. ზოგიერთ კვლევაში შინაგანი მოტივატორები შეიძლება უფრო ძლიერი ბიძგი იყოს სამუშაოს შესრულებასა და შედეგებთან, ვიდრე გარე მოტივატორები. როჩესტერის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ აქტიური მოთამაშეები განიცდიან უფრო დიდ შინაგან მოტივაციას და ნაკლებად ეყრდნობიან გარე მოტივატორებს.

შესაძლოა, ჩვენი ტვინისთვის ვირტუალური მონეტები უფრო დიდი მოტივატორი გახდეს ვიდრე სხვა ნებისმიერი ხელშესახები ჯილდო.

მოლოდინის თეორია + უწყვეტი დაკმაყოფილება = მიზნის თეორია

ფსიქოლოგიაში „დაქუცმაცება“ (ან გაყოფა) არის პროცესი, რომლითაც ჩვენ დიდ ამოცანას ვყოფთ ელემენტარულ ერთეულებად. ეს არის იდეა, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ უფრო დიდ წარმატებას, ნაკლები სამუშაოს შესრულებისას, კომპლექსური პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრით. თითოეული პატარა ამოცანის დასრულებისას თქვენ იგრძნობთ კმაყოფილებას, რომ მიაღწიეთ მიზანს ან გადაჭერით პრობლემა თუნდაც მცირე.

თქვენი მაკრო მიზნები – დაწინაურება ან ხელფასის მატება – განეკუთვება გრძელვადიან პროექტებს. ერთ დღეს, თქვენ მიაღწევთ სასურველ შედეგს მანამდე ის უბრალოდ “მიმდინარე” სტატუსშია.

Gamification აქცევს ამ დიდ პროექტებს, ასევე… თამაშებად. იმის ნაცვლად, რომ იმუშაოთ ერთი მაკრო მიზნისკენ, გემიფიკაცია ფოკუსირებულია მიკრო მიზნებზე, ნაწილებზე, რომელთა დასრულებაც შეგიძლიათ რამდენიმე წუთში, რაც ერთი ნაბიჯით მიგიყვანთ მიზნამდე. ამგვარად, ის ანაწილებს დაგვიანებულ კმაყოფილებას, რომელსაც მიიღებთ, როდესაც საბოლოოდ მიაღწევთ ამ მაკრო მიზანს. უფრო მცირე, მართვადი ამოცანების, გადაჭრით თქვენ მიიღებთ კმაყოფილების გრძნობას მაშინვე, და ასე გაგრძელდება მუდმივად სანამ საბოლოო მაკრი მიზანს არ მიაღწევთ.

„თქვენი დღის სტრუქტურირება ისე, რომ გაზარდოთ დოფამინი მცირედით, ინარჩუნებს „დაჯილდოების ძრავას“ ჩართულ მდგომარეობაში და ზრდის თქვენს მოტივაციას, რაც საბოლოოდ გეხამრებათ იმაში, რომ უკეთ შეასრულოთ დავალებები.“, წერს ავტორი კრისტოფერ ბერგლანდი. “ყველაფერი, დაწყებული საწოლის დალაგებიდან ყველა ჭურჭლის რეცხვამდე, მოგცემთ დავალების შესრულების განცდას. ნეირობიოლოგიურად, დავალების შესრულების კმაყოფილება ქმნის შიდა საწვავს, რომელიც გაძლევს ენერგიას, გააგრძელო მუშაობა შენი უფრო დიდი მიზნისკენ. .”

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დაქუცმაცება ხელს უწყობს პროდუქტიულობასაც და მოტივაციასაც. როდესაც ჩვენ ფოკუსირებას ვაკეთებთ უფრო მცირე სურათზე, უფრო მეტად ვმუშაობთ და უფრო მეტად ვართ ჩართული ჩვენს საქმეში. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ამ მიკრო მიზნების მიღწევასთან მცირე, თუნდაც უაზრო ჯილდოების გათანაბრება უფრო მეტ სტიმულს ანიჭებს მოტივაციას, ვიდრე ერთი, დიდი ჯილდო მაკრო მიზნის ბოლოს.

არ არსებობს ერთი მიზეზი, რის გამოც გემიფიკაცია მუშაობს. ის აღძრავს ჩვენს სურვილს კარგი შედეგისკენ, გვაგრძნობინებს, რომ ვაუმჯობესებთ ჩვენს სოციალურ მდგომარეობას და გვაჯილდოვებს დოფამინით. ერთად, ეს არის ძლიერი ნაზავი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში და ამით თავს კარგად გრძნობთ.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს