კვირის ხელსაწყო: Lovable – შენი ტექნიკური თანადამფუძნებელი, რომელსაც არ სძინავს.

თუ ბოლო დროს Twitter-ს (X) ან LinkedIn-ს თვალს ადევნებთ, ალბათ შეამჩნევდით აჟიოტაჟს ახალი AI ხელსაწყოს ირგვლივ. ეს არის Lovable — პლატფორმა, რომელიც გვპირდება, რომ პროგრამირების ცოდნის გარეშე, მხოლოდ ტექსტური აღწერით შეგვაძლებინებს სრულფასოვანი ვებ-აპლიკაციის შექმნას.

არის თუ არა ეს მორიგი “Hype”? თუ რეალური შვება სტარტაპერებისთვის? მოდით, განვიხილოთ.

რა არის Lovable?

Lovable არის “AI Full Stack Engineer”. განსხვავებით ChatGPT-სგან, რომელიც მხოლოდ კოდს გიწერთ, Lovable-ს აქვს საკუთარი გარემო, სადაც კოდს წერს, უშვებს, ტესტავს და გაჩვენებთ შედეგს რეალურ დროში.

თქვენ ეუბნებით: “შემიქმენი CRM სისტემა უძრავი ქონების აგენტებისთვის, სადაც იქნება ბინების სია და კალენდარი”-ის თვალწინ გიწყობთ ინტერფეისსაც და ფუნქციონალსაც.

რატომ უნდა სცადოს ფაუნდერმა?

1. MVP სინათლის სისწრაფით ის, რასაც ადრე დეველოპერების გუნდი და 2 კვირა სჭირდებოდა, Lovable-ს 15-20 წუთში შეუძლია. იდეალურია პროტოტიპის შესაქმნელად ინვესტორებთან შესახვედრად.

2. ვიზუალი, რომელიც ყიდის ბევრი AI ხელსაწყო მახინჯ ინტერფეისს აწყობს. Lovable-ის მთავარი “მუღამი” მისი დიზაინია. ის იყენებს თანამედროვე UI ბიბლიოთეკებს (Shadcn UI, Tailwind), რაც ნიშნავს, რომ თქვენი აპლიკაცია თავიდანვე პრემიუმ ხარისხის ვიზუალს იღებს.

3. მარტივი ინტეგრაციები გჭირდებათ მონაცემთა ბაზა? Lovable მარტივად უკავშირდება Supabase-ს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ქმნით არა უბრალოდ “ლამაზ სურათს”, არამედ მუშა აპლიკაციას, რომელიც ინახავს მომხმარებლების მონაცემებს.

როგორ მუშაობს? (Step-by-Step)

  1. შედიხართ Lovable.dev-ზე.
  2. ჩატის ფანჯარაში აღწერთ თქვენს იდეას დეტალურად (რაც უფრო დეტალურია Prompt, მით უკეთესი).
  3. სისტემა აგენერირებს პირველ ვერსიას.
  4. არ მოგწონთ ღილაკის ფერი ან რომელიმე ფუნქცია? უბრალოდ მიწერეთ ჩატში: “შეცვალე ეს, დაამატე ის” და ცვლილება წამებში აისახება.
  5. ბოლოს შეგიძლიათ დააჭიროთ “Publish”-ს და მიიღოთ ლინკი გასაზიარებლად.

ფასი

  • აქვს უფასო საცდელი ლიმიტი (ყოველდღიური უფასო მესიჯები).
  • ფასიანი პაკეტები იწყება დაახლოებით $20-დან თვეში (რაც ერთი საათის დეველოპერის ხელფასზე ნაკლებია).

რისი მოლოდინი არ უნდა გქონდეთ

Lovable ვერ ჩაანაცვლებს Senior დეველოპერების გუნდს რთული, მასშტაბური არქიტექტურისთვის (მაგ. ბანკის აწყობა). მაგრამ ის იდეალურია 0-დან 1-მდე მისასვლელად.

მოკლედ – თუ ხართ არატექნიკური დამფუძნებელი (Non-tech founder), Lovable თქვენთვის სუპერძალაა. ეს არის შანსი, შეამოწმოთ თქვენი ბიზნეს იდეები ბაზარზე ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

Previous Article

როგორ ჩამოაყალიბა პარალელმა არქიტექტურული ვიზუალიზაციის მაღალი სტანდარტი საქართველოში

Next Article

Greennovation – მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდამჭერი აქსელერაციის პროგრამა იწყება

Write a Comment

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

გახდი FoundersPlus-ის წევრი

„გამოიწერე FoundersPlus - მიიღე ყოველი პოსტი ელფოსტაზე და თვალი ადევნე სხვა საინტერესო სიახლეებს!“
მხოლოდ ინსპირაცია, არანაირი სპამი ✨