Greennovation – მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდამჭერი აქსელერაციის პროგრამა იწყება

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით PMCG იწყებს აქსელერაციის ახალ ინიციატივას „Greennovation“, რომლის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობა მწვანე და/ან ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. პროგრამა მოიცავს ისეთ პრიორიტეტებს, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, ნარჩენების მართვა, ცირკულარული ეკონომიკა, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება.

პროგრამა შეარჩევს 30 მონაწილეს, რომლებიც გაივლიან 16-კვირიან აქსელერაციის კურსს, ინდივიდუალურ მენტორობასა და ტექნიკურ დახმარებას. საბოლოოდ, 10 საუკეთესო ბიზნესს მიენიჭება 10,000–25,000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება საერთო 180,000 დოლარის საგრანტო ფონდიდან.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეწარმეებს მთელი საქართველოს მასშტაბით, თუ ისინი შეესაბამებიან ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან ერთზე მეტ კრიტერიუმს:

  • მეწარმე სუბიექტი უკვე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ფოთის ან ხობის მუნიციპალიტეტში;
  • მეწარმე სუბიექტს აქვს გეგმა სამეწარმეო საქმიანობის დაწყებასთან ან გაფართოებასთან დაკავშირებით ფოთის ან ხობის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან;
  • მეწარმე სუბიექტი იყენებს ფოთისა ან ხობის მუნიციპალიტეტიდან მიღებულ ნედლეულსსამეწარმეო საქმიანობაში.

აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ პროგრამა ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ლოკალურად მომუშავე კომპანიებისთვის, არამედ იმ ბიზნესებისთვისაც, რომელთაც სურთ რეგიონთან ეკონომიკური კავშირების დამყარება, გაფართოება ან გამყარება.

პროგრამის ძირითადი ეტაპები

  • შერჩევა: განაცხადების შეფასება და გასაუბრებები
  • აქსელერაცია: 16-კვირიანი ტრენინგებისა და მენტორინგის სრული პაკეტი
  • ფინანსური მხარდაჭერა: საკონკურსო დღე და გამარჯვებულების შერჩევა
  • განხორციელება: გამარჯვებული ბიზნესების მონიტორინგი და ტექნიკური დახმარების გაგრძელება

ვადები

  • განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 1 დეკემბერი, 2025, 18:00 (თბილისის დროით)
  • საინფორმაციო შეხვედრა: ნოემბერი, 2025, 15:00 (ონლაინ ფორმატში: https://us06web.zoom.us/j/82647466035?pwd=rA8p1wEDZMDRnLAHbrCHIY43qQ0ovC.1
  • პროგრამის ოფიციალური დაწყება: 15 დეკემბერი, 2025

აპლიკაციის ფორმა და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე . 

Previous Article

კვირის ხელსაწყო: Lovable - შენი ტექნიკური თანადამფუძნებელი, რომელსაც არ სძინავს.

Next Article

Cyber Innovation: სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფრთხოების კვირეული იწყება !

Write a Comment

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

გახდი FoundersPlus-ის წევრი

„გამოიწერე FoundersPlus - მიიღე ყოველი პოსტი ელფოსტაზე და თვალი ადევნე სხვა საინტერესო სიახლეებს!“
მხოლოდ ინსპირაცია, არანაირი სპამი ✨