რა არის ბიზნეს ინტელიჯენსი (Business Intelligence) და როგორ ამარტივებს გადაწყვეტილების მიღებას?

რა გირჩევნიათ, ბიზნეს გადაწყვეტილების მისაღებად მონაცემთა ცხრილში 60,000 ჩანაწერის ხელით დამუშვება თუ პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც ამ ყველაფერს თქვენ მაგივრად გააკეთებს?

თუ მონაცემთა მეცნიერი ხარ, შეიძლება უპირატესობა პირველს მიანიჭო, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად, ორგანიზებული მონაცემები ბევრად უკეთესია.

რა არის ბიზნეს ინტელიჯენსი და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად? ამ პოსტში ბიზნეს ინტელიჯენსის შესახებ ბევრს მოგიყვებით.

რა არის ბიზნეს ინტელიჯენსი

ბიზნეს ინტელიჯენსი (BI) ეს არის პროცესებისა და ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება მონაცემთა შეგროვების, ორგანიზებისა და ანალიზისთვის, რის შედეგადაც შეგვიძლია გავაანალიზოთ ბიზნესის მუშაობის პროცესი.

BI ეხება მხოლოდ მონაცემების ორგანიზებას და არა მათ ანალიზს. BI უბრალოდ ავტომატიზირებს მონაცემთა მოპოვებისა და ორგანიზების დამღლელ პროცესს, რაც თქვენს საქმეს ბევრად უფრო მარტივს და ეფექტურს ხდის.

როგორ მუშაობს ბიზნეს ინტელიჯენსი

მოდით განვიხილოთ Business Intelligence-ის პროცესი:

შეაგროვეთ მონაცემები: BI ინსტრუმენტები ეძებს მონაცემებს სხვადასხვა წყაროში – გაყიდვების მაჩვენებლები, მომხმარებელთა უკუკავშირი, ბაზრის ტენდენციები და სხვა ტიპის ოპერაციული სტატისტიკა.

მონაცემთა ინტეგრირება: ამ ეტაპზე, BI ინსტრუმენტები ცენტრალურ ადგილს იკავებს სხვადასხვა წყაროებიდან მონაცემების შეუფერხებლად გაერთიანებით ერთიან სისტემაში. ისინი დახელოვნებულნი არიან სხვადასხვა დეპარტამენტებისა და IT სისტემების ინფორმაციის ჰარმონიზაციაში, ქმნიან ყოვლისმომცველ და თანმიმდევრულ ხედვას. ინტეგრაციის ეს შესაძლებლობა გადამწყვეტია, რადგან ის უზრუნველყოფს ყველა შესაბამისი მონაცემის გაერთიანებას, რაც იძლევა ჰოლისტიკური ანალიზის საშუალებას, რომელიც ასახავს ბიზნესის ოპერაციების სრულ სპექტრს.

მონაცემთა მართვა: აქ, BI ინსტრუმენტები გადამწყვეტ როლს თამაშობს მონაცემთა ხარისხისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად. ისინი ავტომატიზირებენ მონაცემთა გაწმენდისა და დახარისხების პროცესს, აღმოფხვრის უზუსტობებს ან დუბლირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანალიზის შედეგების დამახინჯება. ეს ხელსაწყოები ასევე ახორციელებენ უსაფრთხოების მძლავრ ზომებს მგრძნობიარე ინფორმაციის დასაცავად.

მონაცემების გაანალიზება: სწორედ აქ იწყებს მონაცემების გადმოცემას. მკაცრი ანალიზის საშუალებით, BI ინსტრუმენტები იკვლევს თქვენს მონაცემებში არსებულ სირთულეებსა და ურთიერთქმედებებს, განსაზღვრავს შაბლონებს, ტენდენციებს და ანომალიებს.

მონაცემთა ვიზუალიზაცია: ვიზუალიზაცია გულისხმობს მონაცემთა წარმოდგენას ადვილად გასაგებ ფორმატში, ხშირად სქემების, გრაფიკების ან დაფის სახით. ეს ხელს უწყობს მონაცემთა ანალიზის შედეგების ნათლად და ეფექტურად გადმოცემას.

Business intelligence vs. Data analytics

მონაცემთა ანალიტიკა და ბიზნეს ინტელიჯენსი ერთად გამოიყენება ბიზნესისთვის სტრატეგიული მონაცემების დასამუშავებლად.

  • მონაცემთა ანალიტიკა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ რას ნიშნავს მონაცემები და რა შეიძლება მოხდეს მომავალში.
  • ბიზნეს ინტელიჯენსი შედეგებს უფრო კონრეტულს და ქმედითუნარიანს ხდის.

მოკლედ რომ ავხსნათ, ბიზნეს ინტელიჯენსის დახმარებით მონაცემების ენა ნაკლებად ტექნიკური ხდება და უფრო მარტივად აღქმადია გასაანალიზებლად.

მოდით განვიხილოთ მაგალითის საფუძველზე:

ვინც ციფრულ მარკეტინგში მოღვაწეობს, კარგად იცის მონაცემების მნიშვნელობა, მათ უწევთ მონაცემების გაზიარება დაინტერსებული მხარეებისთვის, რომლებიც აჯამებენ აღნიშნულ მონაცემებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით უკვე ანხორციელებენ გარკვეულ ქმედებებს. თუმცა აღნიშნული ანალიზისათვის, საჭიროა დაუმუშავებელი მონაცემების ამოღება. მაგალითად ციფრული მარკეტერები ამუშავებენ ისეთ ინფორმაციას, როგორციაა გვერდის ნახვების რაოდენობა, CTR, საკვანძო სიტყვების რაოდენობა და ა.შ. სწორედ ეს არის მონაცემთა ანალიტიკა – ანალიტიკის შემდეგ მოპოვებული მონაცემები უფრო წაკითხვადი და აღქმადი რომ გახდეს აქ უკვე ბიზნეს ინტელიჯენსი ერთვება.

ბიზნეს ინტელიჯენსის უპირატესობები

გიზიარებთ რამოდენიმე მიზეზსს, რის გამოც BI-მ შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი სისტემები.

გაუმჯობესებული ეფექტურობა: გაცილებით მეტი დრო სჭირდება იმის ანალიზს, თუ რა ხდება მონაცემთა ცხრილში, ვიდრე დიაგრამებითა და გრაფიკებით გამოსახულ ანგარიშში. BI აკონვერტებს მონაცემთა ანალიზის შედეგებს მონაცემთა ვიზუალიზაციად, რაც აადვილებს ბიზნეს სტრატეგიის გადაწყვეტილებების მიღებას. გარდა ამისა, ავტომატიზირების დახმარებით შეიძლება დაზოგოთ უამრავი დრო და მინიმუმამდე დაიყვანოთ ადამიანური შეცდომის შანსები.

უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება: BI არის მონაცემებზე ორიენტირებული, რაც გეხმარებათ უზრუნველყოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, გაყიდვების მონაცემებზე დაყრდნობით შეგიძლიათ შექმნათ ვიზუალური დიაგრამები იმის შესახებ, თუ რომელი პროდუქტები იყიდება ცუდად და რომელი უნდა ამოიღოთ გაყიდვიდან არ შეცვალოთ.

გაუმჯობესებული გავლენა თანამშრომლებზე: BI ხდის მონაცემთა ანალიზს უფრო ხელმისაწვდომს, ათავისუფლებს დროს, რომელსაც IT გუნდები და მონაცემთა ანალიტიკოსები დახარჯავდნენ მომხმარებლის მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად. BI-სთან ერთად, თანამშრომლებს უფლება აქვთ ჩაატარონ საკუთარი ანალიზი და მიიღონ ინფორმაცია.

გაუმჯობესებული მომხმარებელთა კმაყოფილება: მონაცემების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები ბევრად აადვილებს თქვენი მომხმარებლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

როგორ შევიმუშოთ ბიზნეს ინტელიჯენსის სტრატეგია

  1. დაისახეთ თქვენი მიზნები
    BI-ს გამოყენება პრაქტიკულად შეუზღუდავია. მისი განხორციელების პირველი ნაბიჯი არის იმის გადაწყვეტა, თუ რა ბიზნეს მიზნის მიღწევა გსურთ. გსურთ შეადაროთ თქვენი გაყიდვების არხების ეფექტურობა, გამოიყენოთ წარსული მარკეტინგული კამპანიების მონაცემები თქვენი შემდეგი კამპანიის დაგეგმისას, ან გაანალიზოთ თქვენი თანამშრომლების ქცევა?
  2. აირჩიეთ მონაცემები, რომელიც დაგჭირდებათ თქვენი პრობლემის გადასაჭრელად
    BI-ს მრავალი გამოყენებისთვის, შეგიძლიათ მთლიანად დაეყრდნოთ სანდო შიდა მონაცემებს, მაგრამ ზოგიერთი საკითხი მოითხოვს გარე მონაცემებს.
  3. აირჩიეთ სწორი ინსტრუმენტები მის შესაგროვებლად და ორგანიზებისთვის
    მას შემდეგ რაც გაანალიზებთ ყველა ტიპის მონაცემთა წყაროს, თქვენ უნდა აირჩიოთ ინსტრუმენტები მონაცემთა გარდაქმნის, ანალიზისა და სწავლისთვის. პლატფორმ(ებ)ი, რომელსაც თქვენ გამოიყენებთ, უნდა აკმაყოფილდებდეს თქვენს მიზნებს, ამიტომ 1-ლი ნაბიჯის განსაზღვრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მოძებნეთ ინსტრუმენტები შემდეგი ფუნქციებით თქვენი მიზნების საუკეთესოდ განსახორციელებლად:

  • მონაცემთა ავტომატური მოდელირება და ანალიტიკა
  • მონაცემების მანიპულირების შესაძლებლობა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად
  • ინტერაქტიულობა მონაცემთა ვიზუალიზაციასთან
  • კოლაბორაციის საშუალება გუნდში
  1. გამოავლინეთ ტენდენციები თქვენს მონაცემებში
    მიანდეთ რობოტებს, რათა ამოიცნონ შაბლონები და შექმნან პროგნოზები მონაცემებიდან. BI ინსტრუმენტების უმეტესობა შექმნილია აღწერითი და პროგნოზირებადი ანალიზის შესასრულებლად, რამაც შეიძლება ნათელი მოჰფინოს თქვენს ბიზნესს. მაგალითად, თქვენს BI პლატფორმას შეუძლია გადახედოს თანამშრომელთა გადინების ისტორიას და გააკეთოს პროგნოზები იმის შესახებ, თუ რომელ განყოფილებებს სჭირდებათ უფრო მეტი ძალისხმება თანამშრომლის შენარჩუნებისთვის.
  1. შექმენით მონაცემთა ვიზუალიზაცია თქვენი დასკვნების წარმოსაჩენად
    ჩვენი დაკვირვებით, (თითქმის) ყველას ურჩევნია ფერადი დიაგრამა, გრაფიკი ან რუკა, ვიდრე მონაცემებით მძიმე ცხრილები. მონაცემთა ვიზუალიზაცია განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა დასკვნებს მთელ გუნდს უზიარებთ – ამ ფრომით თქვენი მონაცემები მარტივად აღსაქმელია.
  1. გამოიყენეთ თქვენი ცოდნა
    BI ინსტრუმენტები გეხმარებათ გაჩვენოთ, სად შეიძლება ქმედების განხორციელება, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ქმედება განახორციელონ თქვენს ნაცვლად. შეიმუშავეთ მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები თქვენს დასკვნებზე დაყრდნობით, რათა გაუმკლავდეთ თქვენს პრობლემურ სფეროებს, იქნება ეს შიდა არაეფექტურობა, მიწოდების/მოთხოვნის პრობლემები ან მომხმარებელთა მომსახურების ხარვეზები.

როგორ ავარჩიოთ ბიზნეს ინტელექტის ინსსტრუმენტები

BI ინსტრუმენტის არჩევისას, გაითვალისწინეთ შემდეგი თვისებები:

გამოყენების სიმარტივე: აირჩიეთ მკაფიო, ადვილად ნავიგაციური ინტერფეისის მქონე ხელსაწყო. Looker Studio, მაგალითად, სუფთა, მინიმალისტური და ორგანიზებული ინტერფეისით საკმაოდ კომფორტული სამუშაოა.

ჩაშენებული AI: ბევრი თანამედროვე BI ინსტრუმენტი აღჭურვილია ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტით, რათა დაეხმაროს მონაცემთა ანალიზს, გვთავაზობს პროგნოზირებულ ინფორმაციას და ავტომატიზირებს ტენდენციების აღმოჩენას. Microsoft Power BI არის ალბათ ამ ინტეგრაციის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც გვთავაზობს გაფართოებულ ანალიტიკას, ბუნებრივი ენის დამუშავებას და მანქანურ სწავლებას მონაცემების ქმედით ბიზნეს ინტელექტად გადაქცევისთვის.

ინტეგრაციის შესაძლებლობები: გააუმჯობესეთ თქვენი BI პროცესი ინტეგრაციების დახმარებით. თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ BI ინსტრუმენტები, როგორიცაა Zoho Analytics, ათასობით პოპულარულ აპს, რათა გახადოთ BI უწყვეტი პროცესი.

მონაცემთა ვიზუალიზაციის ფართო ვარიანტები: BI გადაწყვეტილებების უმეტესობას აქვს მონაცემთა ვიზუალიზაციის შესაძლებლობები, მაგრამ ყველა არ არის თანაბარი ამ სფეროში. SAS Viya სპეციალიზირებულია ვიზუალიზაციაში, აქცევს თქვენს მონაცემებს მიმზიდველ ვიზუალურ დაფებად.

გთავაზობთ საუკეთესო ბიზნეს ინტელიჯენსის ინსტრუმენტების სიას, რომლებიც საწყის ეტაპზე შეგიძლიათ გამოიყენოთ:

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს