რა არის Perplexity AI და რატომ არის პოპულარული

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, რომელიც ინფორმაციის ძიების ხერხებს ყოველდღიურად ცვლის, Perplexity AI საოცრად მოხერხებული პასუხებით გამოირჩევა. ეს არ არის ჩვეულებრივი საძიებო სისტემა – ეს არის “პასუხების ძრავი”, რომელიც ტრადიციული საძიებო ბმულების ნაცვლად სხვადასხვა წყაროებიდან დაყრდნობით პირდაპირ და კონკრეტულ პასუხებს აძლევს მომხმარებლებს.

რა არის Perplexity AI?

Perplexity AI არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საძიებო სისტემა და ჩატბოტი, რომელიც ბუნებრივი ენის დამუშავების, მანქანური სწავლებისა და მოწინავე ენობრივი მოდელების საშუალებით მომხმარებლის კითხვებზე ზუსტ და სრულ პასუხებს იძლევა. კომპანია 2022 წელს დაფუძნდა არავინდ შრინივასის (Aravind Srinivas), დენის იარატსის (Denis Yarats), ჯონი ჰოს (Johnny Ho) და ანდი კონვინსკის (Andy Konwinski) მიერ.

კომპანიის ისტორია და ზრდა

არავინდ შრინივასი დაიბადა 1994 წლის 7 ივნისს მადრასში, ინდოეთში. მან IIT მადრასში ელექტროტექნიკის ხარისხი მიიღო, თუმცა დეპრესიით იყო გადატანილი, რადგან კომპიუტერულ მეცნიერებაზე გადასვლა ვერ მოახერხა. თუმცა ეს “წარუმატებლობა” გამოდგა სასარგებლო – მან დამოუკიდებლად ისწავლა პროგრამირება და მანქანური სწავლება, განსაკუთრებით Python-ის პროგრამირების ენა.

Perplexity AI-ის ოფიციალური გაშვება 2022 წლის 7 დეკემბერს მოხდა და დღეისათვის კომპანია $14 მილიარდად არის შეფასებული. კომპანიას დაახლოებით 700 თანამშრომელი ჰყავს და სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში მდებარეობს.

როგორ მუშაობს Perplexity AI?

ძირითადი ტექნოლოგია

Perplexity AI იყენებს დიდი ენობრივი მოდელების შესაძლებლობებს, რომლებიც ტექსტისა და კოდის ფართო მონაცემთა ბაზებზე არის გაწვრთნილი. სისტემა რეალურ დროში იძიებს ინტერნეტიდან ინფორმაციის, როგორც ტექსტს, ასევე სურათებსა და დოკუმენტებს.

რატომ არის Perplexity AI პოპულარული?

ძირითადი უპირატესობები

1. უფასო ვერსია Perplexity AI-ს აქვს უფასო ვერსია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გამოიყენონ მისი ფუნქციები და სარგებელი გადახდის გარეშე.

2. ყოვლისმომცველი პასუხები Perplexity AI პასუხობს კომპლექსურ კითხვებს, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვებით.

3. წყაროების ციტირება Perplexity AI -ს აქვს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა რეალურ დროში, ზუსტი ინფორმაცია პირდაპირი ციტირებით, რაც არც ერთ სხვა საძიებო სისტემას არ აქვს.

4. მრავალი AI მოდელის ხელმისაწვდომობა Perplexity-ის ფასიანი ვერსია, რომელიც 20 დოლარი ღირს თვეში, უზრუნველყოფს მეტ AI მოდელის, უსასრულო ფაილების ატვირთვისა და სურათების გენერაციის ხელმისაწვდომობას სხვა სარგებლებთან ერთად.

სხვადასხვა გამოყენების შესაძლებლობები

სტუდენტებისთვის: კვლევითი დავალებები, ფაქტების შემოწმება და ლიტერატურული მიმოხილვები.

ჟურნალისტებისთვის: ფაქტების შემოწმება და კვლევითი მუშაობა.

Perplexity AI-ის მნიშვნელოვანი მინუსები

1. კონტექსტის შეზღუდვები

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა, Perplexity-ის კონტექსტის ფანჯარაა. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა ოდესღაც ამტკიცებდა “1 მილიონი ტოკენის” შესაძლებლობას, ეს მონაცემი ნელ ნელა შემცირდა.

2. მეხსიერების პრობლემები

სისტემა ივიწყებს ადრინდელ მიმოწერებს, ხშირად პრიორიტეტს ანიჭებს ყველაზე ბოლო მონაცემს, რაც დიდი იმედგაცრუებაა.

3. კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

მიუხედავად იმისა, რომ Perplexity-ს აქვს საკმაოდ კარგი უსაფრთხოების ზომები (ქაღალდზე), Reddit-ზე საკმაოდ ბევრი მომხმარებელი აზიარებს უსაფრთხოების ხარვეზებს

4. საავტორო უფლებების დავები

2024 წლის ივნისში Forbes-მა საჯაროდ გააკრიტიკა Perplexity მათი კონტენტის გამოყენებისთვის. Forbes-ის თანახმად, Perplexity-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ძირითადად იყო დაკოპირებული Forbes-ის სტატიიდან Forbes-ის ხსენების ან თვალსაჩინო ციტირების გარეშე.

2024 წლის ოქტომბერში The New York Times-მა იგივე საჩივარი შეიტანა Perplexity-ის წინააღმდე.

Perplexity AI-ის შესაძლებლობები და ფუნქციები

ძირითადი ფუნქციები

ორი ძიების რეჟიმი: Perplexity სთავაზობს ორი სახის ძიების რეჟიმს: სწრაფი ძიება და პრო ძიება. პირველი განკუთვნილია ზოგადი საძიებო მოთხოვნებისთვის, ხოლო მეორე უზრუნველყოფს უფრო დეტალურ პასუხებს, რომლებიც საჭიროებენ მეტ ძიებასა და კვლევას.

ფაილების ანალიზი: შეგიძლიათ გადაიტანოთ ფაილები Perplexity-ის საძიებო ველში და შემდეგ AI პლატფორმა შეაჯამებს შინაარსს ან მისცემს პასუხებს თქვენს კონკრეტულ კითხვებზე.

ბიზნეს ფუნქციები

2024 წლის ოქტომბერში Perplexity AI-მ შემოიღო ახალი ფინანსებთან დაკავშირებული ფუნქციები, მათ შორის აქციების ფასების და კომპანიების შემოსავლების მონაცემების ძიება.

2024 წლის ნოემბერში Perplexity-მ გაუშვა თავისი შოპინგის ჰაბი მომხმარებლების მოსაზიდად, რომელიც მხარდაჭერილია Amazon-ისა და წამყვანი AI ჩიპების მწარმოებელი Nvidia-ს მიერ.

მომავლის პერსპექტივები

მთავარი განვითარება არის ახალი აგენტური საძიებო ვებ ბრაუზერი, სახელწოდებით Comet. ეს ბრაუზერი ცდილობს გაამარტივოს ძიების პროცესები, გააძლიეროს ავტომატიზაციის შესაძლებლობები და უზრუნველყოს მეტი კონფიდენციალურობა.

2025 წლის ივნისში Perplexity-მ დახურა $500 მილიონიანი ფინანსირების რაუნდი, რომელმაც მისი ღირებულება $14 მილიარდამდე აიყვანა.

Previous Article

Dark mode: რეალური სარგებელი თუ ტექნოლოგიური მითი?

Next Article

NotebookLM: რა არის და რაში გამოვიყენო?

Write a Comment

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

გახდი FoundersPlus-ის წევრი

„გამოიწერე FoundersPlus - მიიღე ყოველი პოსტი ელფოსტაზე და თვალი ადევნე სხვა საინტერესო სიახლეებს!“
მხოლოდ ინსპირაცია, არანაირი სპამი ✨