დიდმა ამერიკელმა ბეისბოლისტმა იოგი ბერამ ერთხელ თქვა: „თუ არ იცით საით მიდიხართ, ნამდვილად ვერ მიხვალთ სადაც გინდოდათ“. ის ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა და სწორ მიზნებს ისახავდა. ალბათ ამიტომაც გაიკეთა ბრწყინვალე კარიერა, სამჯერ გახდა ყველაზე ღირებული მოთამაშე.
მიზნის დასახვა – მნიშვნელოვანია. და არა მარტო დასახვა, არამედ სწორად დასახვა. თუმცა ისე მარტივადაც არ არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
სხვათა შორის, სწორი მიზნების გარკვევაში დაგეხმარებათ ერიკ ბერტრან ლარსენის წიგნი „უმოწყალოდ საკუთარ თავთან“.
რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარ თავს მიზანი დაუსახოთ
ნებისმიერ კარგ მეწარმეს შეუძლია სწორი მიზნების დასახვა. სხვანაირად ვერ იქნებოდა ბიზნესში წარმატებული. კომპანიას, როგორც წესი, გააჩნია გლობალური მიზნები, მაგრამ ასევე აქვს სტრატეგიულ/ტაქტიკური გეგმები, რომლებიც ამ გლობალური მიზნების მიღწევაში ეხმარება. კომპანიამ უნდა დაგეგმოს ფინანსური მაჩვენებლები, ზრდის ტემპი, ბაზრის წილი. კომპანია ეფექტიანი იქნება, როდესაც ეს მიზნები ზუსტია და არა ბუნდოვანი.
კომპანიის მიზნები თანამშრომლებზეც აისახება. როდესაც მათ იციან რისკენ მიისწრაფვის კომპანია, თავადაც სხვაგვარად აღიქვამენ საკუთარ სამუშაოს. ყოველდღიურად, როდესაც მცირე გადაწყვეტილებებს იღებენ, იციან რატომ აკეთებენ ამას. და მათი მოქმედება უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს.
მიზნის სწორად დასახვისთვის თავი კომპანიად წარმოიდგინეთ. ჩამოაყალიბეთ მისია, გლობალური მიზანი, სტრატეგიული გეგმა, ტაქტიკური ამოცანა. მიუდექით ამ საქმეს სერიოზულად და შედეგი გაგაოცებთ.
კარგი და ცუდი გეგმების 6 განსხვავება
სწორი მიზანი უნდა იყოს:
1. მოკლე და გააზრებული. ოცნებები როგორც წესი აბსტრაქტულია და არარეალისტურად ჩანს. ოცნებაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ ის ოცნებად ფორმულირდება, მაშინ აუხდენელი დარჩება. კარგი მიზანი – ეს მაქსიმალურად მოკლე, მკაფიო და გასაგები დავალებაა.
2 იყოს მიღწევადი და შეესაბამებოდეს თქვენს შესაძლებლობებს. შესაძლოა იყოთ ამბიციურები, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ რეალური შესაძლებლობების მომენტი.
რომ მიხვდეთ რეალურად მიღწევადი თუ არა მიზანი, შეეცადეთ მიზნის მიღწევის გზაზე მოქმედებების ვიზუალიზაციას. თუ ესა თუ ისე მოქმედება არ არის გასაგები ან რაიმე მიზეზით შეუძლებელი, მაშინ ეს მიზანი ცხოვრების ამ ეტაპზე რეალური ვერ იქნება.
3. ჩამოაყალიბეთ წერილობითი სახით. როდესაც მკაფიო და გააზრებულ მიზანს ფურცელზე დაწერთ, ის ახალ მნიშვნელობას იძენს. თავში მოტრიალე აზრებისგან ის განსაზღვრულ დავალებად გადაიქცევა. იშვიათად წერენ ადამიანები მიზნებზე ფურცელზე, მაგრამ სცადეთ და ცვლილებებს უმალ იგრძნობთ.
4. ემოცია. თუ მიზნებზე ფიქრისას არ გაგიჩნდებათ დადებითი ემოციები – ეს ცუდი მიზანია. კარგი მიზანი პოზიტიურად უნდა მოქმედებდეს და იწვევდეს შინაგან რეაქციას. მცირე გამარჯვებაც კი მიზნის გზაზე გამორჩეულ შეგრძნებებს უნდა იწვევდეს, ხოლო მიზნის მიღწევა – ბედნიერებას.
5. მოტივირება საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებისას. მუდმივად იფიქრეთ მიზანზე და იოს დაგეხმარებათ ყოველ დღე სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. თუ ასე არ არის – მიზანი არასწორად არის არჩეული.
6. მოქმედებების კორექტირება. ყოველდღიურად უნდა გააკეთოთ რაიმე, რაც მიზნის მიღწევამდე დაგაახლოებთ. რაც უფრო ახლოს იქნებით, უკეთ გაიგებთ რისი გაკეთებაა საჭირო. კარგი მიზანი დღეს დაგეხმარებათ უკეთ გააკეთოთ ის, რასაც აკეთებდით გუშინ.
მიმართეთ საკუთარ „მეს“ და ჰკითხეთ თავს, სინამდვილეში რისი მიღწევა სურთ. მხოლოდ იმ მიზნის მიღწევაა შესაძლებელი, რომელიც ნამდვილად გსურთ და მზად ხართ მიუძღვნათ საკუთარი თავი.