რისკები: როგორ იღებს ანტრეპრენერი გადაწყვეტილებებს გაურკვევლობის დროს


ბიზნესის დაწყება და მართვა მუდმივად დაკავშირებულია დიდ დათმობასა და რისკებთან. მეწარმე ყოველდღე იღებს გადაწყვეტილებებს, რაც დიდი დატვირთვაა გონებისთვის. ნეირომეცნიერების კვლევების თანახმად ტვინში ამ დროს მოქმედებს ორი ძირითადი ზონა: ამიგდალა – ემოციის ცენტრი, რომელიც აღიქვამს საფრთხეს და პრეფრონტალური ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია რაციონალურ აზროვნებაზე. როდესაც ანტრეპრენერი რისკის წინაშეა, იწყება ამ ორი ნაწილის დაპირისპირება, ერთ მხარეს სიფრთხილეა, მეორე მხარეს კი შესაძლებლობის მაქსიმალური გამოყენება. ორივე მხარე მოიცავს როგორც დადებით, ასევე უარყოფით ფაქტორებსაც, ამიტომ საბოლოო არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია.

Airbnb-ის მაგალითი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა. 2008 წელს, როცა უძრავი ქონების ბაზარზე ფინანსური კრიზისი შეინიშნებოდა, მოგზაურობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ ყველაფერმა სტარტაპის ნელი განვითარება გამოიწვია. მაშინ, Airbnb-ის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს არსებული რესურსებით ახალი კონცეპტის შექმნა — სხვისი სახლის მოკლე დროით გაქირავება. ეს გადაწყვეტილება დიდ რისკს მოიცავდა, არასტაბილური ბაზრის და უნდობლობის გამო, თუმცა ზოგჯერ რისკის აღებაც აუცილებელია. ამ ეტაპზე სტარტაპი 90 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს და უნიქორნის სტატუსი ჯერ კიდევ 2011 წელს აქვს მოპოვებული. მათი ისტორია გვასწავლის, რომ აუცილებელია შიშისა და გამბედაობის დაბალანსება, რაც დიდი წარმატების საწინდარია.

ნეირო-რისკის ტექნიკები – როგორ იღებს ტვინი გადაწყვეტილებებს გაურკვევლობისას

ნეირომეცნიერება გვასწავლის, რომ რისკის პირობებში ტვინი პირველ რიგში აფასებს ემოციურ საფრთხეს და მხოლოდ შემდეგ აანალიზებს რაციონალურ მხარეს. კვლევების მიხედვით:

  • ადამიანები მიდრეკილნი არიან რისკის თავიდან აცილებისკენ მაშინაც კი, როცა იდეას ან შესაძლებლობას დიდი პოტენციალი აქვს, რაც ბუნებრივი თვითგადარჩენის რეფლქსიდან მომდინარეობს.
  • კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონის მომატება ამცირებს რაციონალური აზროვნების ხარისხს.
  • ხშირად სუნთქვაზე კონცენტრაცია, მოქნილობა, მონაცემებზე დაყრდნობით სტრატეგიის შექმნა, ამცირებს ამიგდალას აქტივობას და აძლიერებს პრეფრონტალურ ქერქს, რაც გადაწყვეტილებებს უფრო დაბალანსებულს ხდის.

ნეირო რჩევები მეწარმეებისთვის:

– არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღებისას: ეცადეთ შეძლებისდაგვარად მეტი დრო გამოიყოთ ფიქრისთვის, კონცენტრირდით სუთქვაზე და გაუზიარეთ თქვენი აზრები მათ ვისაც ენდობით. ეს მოგცემთ საშუალებას ემოციური მდგომარეობიდან რაციონალურ აზროვნებაზე გადახვიდეთ, რაც ზრდის სწორი გადაწყვეტილების მიღების შანს.
– შექმენით ქეისები: ტვინი უკეთ აღიქვამს რისკსა და სარგებელს, როდესაც ისინი ვიზუალურადაა წარმოდგენილი. ამიტომ გამომდინარე იქიდან თუ რამდენი დროა დარჩენილი თქვენს პასუხამდე, ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ქეისი ამოხსნათ, რაც გონებას კონტროლის გრძნობას მისცემს და კორტიზოლსაც შეამცირებს.
– ემოციისა და რეალური ფაქტორების დიფერენცირება: მნიშვნელოვანია გავარჩიოთ ორი საზღვარი: „რას ვგრძნობ“ და „რა ვიცი რეალურად“, ეს ტექნიკა მოგცემს საშუალებას რეალური რისკები დავინახოთ და არ მივიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები.

მეწარმეობაში რისკი ყოველთვისაა მოსალოდნელი, მთავარია მისი მართვის შესწავლა. ნეირომეცნიერება აჩვენებს, რომ ტვინი ერთდროულად მუშაობს როგორც ემოციური გაფრთხილების, ისე რაციონალური გადაწყვეტილების მიღების რეჟიმში. წარმატებული ანტრეპრენერი კი ისაა არის, ვინც სიფრთხილესა და რაციონალურობას აბალანსებს.

Previous Article

Am I a Brilliant Jerk? - რატომ შეიძლება პროფესიონალი თანამშრომელი კომპანიისთვის საფრთხედ იქცეს

Next Article

როცა იდეა დიდია, მაგრამ რესურსი შეზღუდული - როგორ ავაწყოთ Growth Engine მცირე ბიუჯეტით

Write a Comment

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

გახდი FoundersPlus-ის წევრი

„გამოიწერე FoundersPlus - მიიღე ყოველი პოსტი ელფოსტაზე და თვალი ადევნე სხვა საინტერესო სიახლეებს!“
მხოლოდ ინსპირაცია, არანაირი სპამი ✨