ბიზნესის ზრდა ხშირად წარმოგვიდგენია პროცესი, რომემელის საჭიროებს დიდ მარკეტინგული ბიუჯეტებს, მრავალსაფეხურიანი კამპანიებს და გავლენიან სააგენტოებს, მაგრამ სინამდვილეში ზრდა ბევრად უფრო ადამიანური და შემოქმედებითი პროცესია.
ეს არის ექსპერიმენტების, დაკვირვების, სწავლისა და გამეორების ციკლი – სისტემა, რომელიც თვითონ იწყებს მუშაობას და გამუდმებით აუმჯობესებს საკუთარ თავს.
ასეთ სისტემას ეძახიან growth engine-ს – ზრდის მექანიზმს, რომელიც შეგიძლია ააწყო ნულოვანი ან ძალიან მცირე ბიუჯეტით, მაგრამ ამისთვის საჭიროა პირველ რიგში სწორად გესმოდეს რა უნდა გაზარდო.
პირველი ნაბიჯი — რას იზომავ სინამდვილეში
ყველა წარმატებული ზრდის ისტორია იწყება ერთი მარტივი კითხვით:
რა არის შენი ყველაზე მნიშვნელოვანი მეტრიკა?
თუ ბიზნესს არ აქვს მკაფიო „north star metric“, ზრდა არაპროგნოზირებადი ხდება.
ეს მეტრიკა უნდა ასახავდეს ბიზნესის არსს: ის უნდა იყოს მთავარი მაჩვენებელი, თუ გაიზრდება, ყველაფერი დანარჩენიც ავტომატურად უმჯობესდება.
მაგალითად:
- სტარტაპისთვის ეს შეიძლება იყოს აქტიური მომხმარებლების რაოდენობა.
- ონლაინ მაღაზიისთვის – გამეორებული შესყიდვების წილი.
- კონტენტ-პლატფორმისთვის – საშუალო კითხვის დრო ან აქტიური მომხმრებლები.
როცა იცი ზუსტად რას ზომავ, მთელი გუნდი იწყებს ერთი მიზნის გარშემო ფოკუსირებას. ეს არის ზრდის ყველაზე იაფი ფორმა – როდესაც ყველა ენერგია მიმართულია ერთ მიმართულებით.
მეორე ნაბიჯი — ზრდა არ იწყება რეკლამით
ბევრი ბიზნესი ფიქრობს, რომ ზრდისთვის აუცილებელია რეკლამა, მაგრამ რეალური ზრდა ხშირად იწყება იქიდან, სადაც მომხმარებელი უკვე გიცნობს.
Growth engine არ არის მხოლოდ ახალი ადამიანების მოზიდვა – ის არის მათი შენარჩუნება და ქცევის გააზრება.
წარმოიდგინე მარტივი მექანიზმი:
ვიღაც გიცნობს (Awareness), დაინტერესდება (Engagement), პირველად ცდის (Conversion), ბრუნდება (Retention) და ბოლოს რეკომენდაციასაც აძლევს სხვებს (Referral).
ეს თითქოს ელემენტარულია, მაგრამ უმეტესობა ამ ჯაჭვს არასდროს აანალიზებს.
როდესაც თითოეული ეს ეტაპი გამართულად მუშაობს, შენ ქმნი ავტომატურ ციკლს – მომხმარებელი თავად ხდება შენი ზრდის ნაწილი.
ეს არის პროცესის გააზრებასა და მუდმივ გაუმჯობესებაზე დაფუძნებული მიდგომა.
მესამე ნაბიჯი – გამოიყენე ის, რაც უკვე გაქვს
მცირე ბიზნესებს ხშირად ჰგონიათ, რომ ზრდისთვის ახალი ინსტრუმენტები სჭირდებათ, როცა რეალურად უკვე აქვთ ყველაფერი რაც საჭიროა.
შენი ყველაზე ძლიერი არხი შესაძლოა შენი არსებული მომხმარებლებია, რომლებთანაც უბრალოდ აღარ საუბრობ, ან შენი სოციალური მედია გვერდი, რომელიც კარგია, მაგრამ უჩინარი.
შენი “growth fuel” შეიძლება იყოს:
- ძველი მომხმარებლების ბაზა, რომლებსაც გაუგზავნი პერსონალიზებულ წერილს, არა მორიგ შეთავაზებას, არამედ მადლობას.
- თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად ესაუბრებიან მომხმარებელს და იციან მათი ტკივილები.
- ერთი უბრალო ბლოგ-პოსტი, რომელიც წლებია ტრაფიკს აგროვებს, მაგრამ არ გაქვს Call to Action.
ზრდა იწყება იმ მომენტში, როცა არსებულ რესურსს ახალ კუთხით აანალიზებ. ეს არ მოითხოვს ბიუჯეტს – მხოლოდ ხედვას.
მეოთხე ნაბიჯი — ავტომატიზაცია როგორც უხილავი გუნდი
ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი დღეს არის ავტომატიზაცია.
შეგიძლია ააწყო პროცესები, რომლებიც იმუშავებს მაშინაც კი, როცა შენ არ ხარ ონლაინ.
მაგალითად:
- n8n ან Zapier-ის საშუალებით შექმენი მარტივი წესი: როდესაც ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდება, ავტომატურად მიიღოს პერსონალური გზავნილი.
- Google Sheets-ში შეგიძლია აიგო მარტივი დეშბორდი, რომელიც გაჩვენებს ყოველდღიურ აქტიურობას.
- Brevo ან Mailchimp-ის უფასო გეგმებით კი შეგიძლია ააგო მარტივი სეგმენტაცია და გაგზავნო შესაბამისი წერილები შესაბამის დროს.
ეს ინსტრუმენტები არ ცვლიან ადამიანებს, მაგრამ ანთავისუფლებენ მათ დროს.
ავტომატიზაცია ნიშნავს, რომ შენი დრო აღარ იფლანგება იმაზე, რაც შეიძლება სისტემამ გააკეთოს შენს ნაცვლად.