როგორ გავაუმჯობესოთ ვებსაიტი Hotjar-ის დახმარებით

რა არის და რისთვის გამოიყენება Hotjar?

Hotjar არის ვებსაიტის ანალიზის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაანალიზოთ მომხმარებლის ქცევა. მისი დახმარებით შეგიძლიათ იპოვოთ და გაანალიზოთ ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემები, როგორიც არის კონკრეტული ვებ გვერდის სქროლი, ცხელი წერტილების რუქა და ა.შ.

Hotjar არის ერთ ერთი საუკეთესო პლატფორმა, რომელიც გეხმარებთ დახვეწოთ და გააუმჯობესოთ თქვენი პროდუქტი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგაცნოთ მისი სხვადასხვა მახასიათებლები

რისთვის გამოიყენება Hotjar?

Hotjar აანალიზებს, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები და ურთიერთობენ თქვენს ვებსაიტთან ან პროდუქტთან. მისი დახმარებით, საიტის მფლობელებს შეუძლიათ უშუალოდ ნახონ, როგორია მომხმარებლების გამოცდილება მათი საიტის გამოყენებისას.

Hotjar-ი გვთავაზობს ფასების სამ ძირითად პაკეტას, რომლებიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ფუნქციონალზე. პაკეტის არჩევისას უნდა განსაზღვროთ რისთვის აპირებთ პლატფორმის გამოყენებას (ასევე არის პერსონალური პაკეტის შექმნის ვარიანტი).

თუ გაინტერესებთ თვენი მომხმარებლის ქცევის ვიზუალიზაცია, მაშინ Observe პაკეტი უნდა შეიძინოთ (თქვენ გექნებათ წვდომა ე.წ. ცხელი წერტილების რუქაზე და ეკრანის ჩანაწერებზე).

ASk პაკეტი არის გამოკითხვებისთვის და მომხმარებლის უკუკავშირის შესაგროვებლად გამოიყენება.

Engage მოდულის დახმარებით შეგიძლიათ გქონდეთ პირისპირი ინტერვიუები თქვენს მომხმარებლებთან, დატესტოთ მათზე პროტოტიპები და მიიღოთ უკუკავშირი.

როგორ გამოვიყენოთ Hotjar

მას შემდეგ რაც დარეგისტრირდებით Hotjar-ზე და აირჩევთ სასურველ პაკეტს, თქვენ მიიღებთ წვდომას Hotjar-ის დეშბორდზე და თქვენთვის ხელმისაწვდომ ყველა ფუნქციაზე. მაგრამ სანამ რეალურად დაიწყებთ ხელსაწყოს გამოყენებას, თქვენ უნდა დააკავშიროთ იგი ვებსაიტთან, რათა მან შეძლოს მონაცემთა შეგროვება. სანამ ამას არ გააკეთებთ, დეშბორდი ცარიელი იქნება. (რაც ლოგიკურია – ჯერ გასაანალიზებელი არაფერია.)

Hotjar-ის დაკავშირება გულისხმობს მარტივი კოდის ჩაშენებას თქვენს საიტზე. თუ თქვენ საიტის სამართავად იყენებთ ისეთ პოპულარულ ძრავს, როგორიცაა WordPress-ი, ეს პროცესი ძალიან გაგიმარტივდებათ, რადგან WordPress -ს აქვს ცალკე პლაგინი რომლის დაყენების შემდეგ ავტომატურად ხდება დაკავშრება Horjar-თან. აღნიშნული პლაგინის დაყენების ინტრუქცია იხილეთ ლინკზე. სხვა შემთხვევაში, აღნიშნული კოდი უნდა დააყენოთ ხელით ან დააინსტალიროთ Google Tag Manager-ის მეშვეობით.

Hotjar-ის ინსტალაციის შემდეგ, მონაცემების შეგროვებას ერთი ან ორი დღე დასჭირდება.

Hotjar-ის 4 ძირითადი ფუნქცია

არსებობს Hotjar-ის ოთხი ძირითადი ფუნქცია: ცხელი წერტილების რუქები, ეკრანის ჩანაწერები, მომხმარებლის უკუკავშირის ვიჯეტები და მომხმარებლის ინტერვიუს ფუნქცია. მოდით შევხედოთ, როგორ გამოიყურება თითოეული ეს ფუნქცია მოქმედებაში

ცხელი წერტილების რუქები (მომხმარებლის ქცევის ვიზუალიზაციისთვის)

როდესაც პირველად გავიგე Hotjar-ის შესახებ, მისი ბრწყინვალე Heatmap ის შექმნის ფუნქციონალით ნამდვილად მოვიხიბლე და რამდენადაც მე ვიცი, ეს ის ძირითადი ფუნქციაა, რისთვისაც ადამიანების უმეტესობა იყენებს Hotjar-ს.

Hotjar ქმნის ცხელი წერტილების რუქებს, რომლებიც გეხმარებათ ერთი შეხედვით წარმოიდგინოთ, თუ როგორ იყენებენ ადამიანები თქვენს ვებსაიტს. პლატფორმა ვიზუალურად გაჩვენებთ თქვენი ვებსაიტის ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად აქტიურ სექციებს; წითელი ნიშნავს ყველაზე აქტიურს, ლურჯი ნიშნავს ნაკლებ აქტიურს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სითბოს რუქები დაწკაპუნების, გადაადგილების ან გადახვევის საფუძველზე.

მაგალითად, ქვემოთ ნაჩვენებ სურათზე, ხედავთ, რომ ამ ვებსაიტის მობილური ვერსიის ბურგერის მენიუ ნამდვილად პოპულარულია მომხმარებლებს შორის.

აღნიშნული ფუნქციონალი ძალიან გამოსადეგია UX ელემენტების ანალიზისთვის, მაგალითად ქვემოთ მოყვანილ სურათში ისრის მქონე აიქონები არ არის დაკლიკვადი ელემენტები, მაგრამ heatmap ი გვეუბნება, რომ უნდა იყოს, რადგან მომხმარებლის უმეტესობას მიაჩნია, რომ დაკლიკვადია და აკლიკავს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ, მონიშნოთ კონკრეტული არეა ვებ გვერდზე, დაამატოთ თქვენი აზრი კომენტარის სახით და გაუზიაროთ ის კოლეგას.

scroll-ის სითბოს რუქები აანალიზებს, თუ რამდენად სქროლავენ გვერდს მომხმარებლები. მაგალითად, თუ თქვენი სითბოს რუკა აჩვენებს, რომ თქვენი ვებ – გვერდი ლურჯდება გვერდის შუა ნაწილამდე, ეს გეუბნებათ, რომ გვერდი არ არის რელევენატური, მომხმარებლები ვერ პოულობენ იმას რასაც ეძებენ და მალევე ტოვებენ გვერდს.

ეკრანის ჩანაწერები (მომხმარებლის რეალური ურთიერთქმედების სანახავად)
ეკრანის ჩანაწერები კიდევ ერთი შესანიშნავი ფუნქციაა, რომელიც ხელმისაწვდომია Hotjar’s Observe პაკეტში. როგორც კი დააინსტალირებთ Hotjar -ის კოდს თქვენს ვებსაიტზე ან პროდუქტზე, ის იწყებს თქვენს საიტზე ინდივიდუალური ვიზიტების ეკრანული ჩანაწერების შეგროვებას. მას შეუძლია აღმოაჩინოს და გაჩვენოთ ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემები, როგორიცაა მომხმარებლების უმოქმედობა, გასვლა, ჩართულობა (დაწკაპუნებები, დაკვრა, მოქმედებები). Hotjar -ი ახარისხებს აღნიშნულ ჩანაწერებს და გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მარტივად აღმოაჩინოთ პრობლემები თქვენს ვებ გვერდზე.

შემდეგ შეგიძლიათ უყუროთ ყველაზე რელევანტურ ჩანაწერებს და დაამატოთ რეაქციები და კომენტარები ჩანაწერების იმ მონაკვეთზე, სადაც ხედავთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება.

ჩანაწერის დასასრულს თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გაუგზავნოთ ჩანაწერი თქვენს გუნდში ვინმეს – შესაძლოა პროდუქტის მენეჯერს ან დეველოპერს – რათა მათ ნახონ თქვენი ანოტაციები და შეიტანონ საჭირო ცვლილებები პროდუქტში.

მომხმარებელთა გამოხმაურება და გამოკითხვები (იმისათვის, თუ რას ფიქრობენ თქვენი მომხმარებლები)

თუ იყენებთ Hotjar Ask პაკეტს, გექნებათ წვდომა ორ ძირითად ფუნქციაზე — გამოხმაურების ვიჯეტებსა და გამოკითხვებზე. ორივეს მიზანია თქვენი მომხმარებლებისგან უკუკავშირის შეგროვება.

უკუკავშირის ვიჯეტი არის მარტივი, ხუთ დონის სმაილიკების კმაყოფილების ნიშანი, რომელიც შეგიძლიათ ჩასვათ თქვენი ვებსაიტის ან პროდუქტის კონკრეტულ გვერდებზე.

დროთა განმავლობაში, როდესაც მომხმარებლები დატოვებენ გამოხმაურებას ცალკეულ გვერდებზე ან პროდუქტის მახასიათებლებზე, თქვენ ბევრს გაიგებთ იმის შესახებ, თუ რა უყვართ მათ და რა სჭირდებათ რომ გააუმჯობესოთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა ტიპის კითხვები ან სთხოვოთ მომხმარებლებს, დატოვონ ელ.ფოსტის მისამართი ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ დამატებითი ინფორმაციისთვის.

მომხმარებლის ინტერვიუები

Engage ფუნქცია Hotjar-ის უახლესი დამატებაა. მისი მიზანია უშუალოდ დაგაკავშიროთ ადამიანებთან, რომლებიც იყენებენ თქვენს ვებსაიტს ან პროდუქტს, რათა მეტი გაიგოთ მათი საჭიროებებისა და მოლოდინების შესახებ.

ამ ფუნქციონალს ძირითადად იყენებ სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის ანალიზისთვის, მაგალთად თუ თქვენ ყიდით რაიმე ტიპის crm-ს, hr მოდულს ან მარაგების მართვის სისტემას და მომხმარებლები ამაში ფულს იხიდიან, უფრო მეტი შანსია, რომ მათ მოისურვონ თქვენთან პირისპირ გასაუბრება რადგანაც ისინი ამ პროდუქტში ინვესტიციას ახორციელებან და მათი მიზანია პროდუქტის განვითარება. ჩვეულებრივ, სტანდარტულ ვებ გვერდების შემთხვევაში ეს ნაკლებად გამოგადგებათ, რადგან მომხამრებლები ნაკლებად იქნებიან მოტივირებულები დაგითმონ დრო და პირსპირ გაგიზიარონ მათი გამოცდილება.

როდესაც ირჩევთ ვინ უნდა გაესააუბროთ, შეგიძლიათ შექმნათ სამიზნე აუდიტორია, რათა გამოიყენოთ მომხმარებლები თქვენი საკუთარი კლიენტების ბაზიდან (როგორიცაა სამუშაოს დასახელება, განათლების დონე და ინდუსტრია, მაგალითად). თუ ჯერ არ გაქვთ საკუთარი მომხმარებელთა ბაზა, Hotjar-ს აქვს საკუთარი ქსელი 175000-ზე მეტი მონაწილისგან, რომელთა დაქირავება შეგიძლიათ.

აღნიშნული მოდულით შეგიძლიათ შეხვედრის ინიციალიზაცია, ჩაწერა და ტრანსკრიფცია. მომხმარებლებთან ყველა უკუკავშირის ზარი ინახება საინფორმაციო დაფაში, სადაც შეგიძლიათ შექმნათ კლიპები და დაამატოთ რეაქციები და კომენტარები ისევე, როგორც ეს შეგიძლიათ ეკრანის ჩაწერის ფუნქციით.

განავითარეთ თქვენი ვებსაიტი

საერთო ჯამში, Hotjar არის მონაცემთა ანალიტიკის შესანიშნავი ინსტრუმენტი.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მიზნებიდან გამომდინარე მისი გამოყენების ხანგრძლივობაც შეიძლება სხავდასხვა იყოს, მაგალითად ახალ გაშვებულ ვებსაიტზე შეგიძლიათ 2 თვის განმავლობაში ჩაატაროთ კვლევები Hotjar Observe მოდულის დახამრებით და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგალითად 1 წელიწადში გაიმეოროთ. ამით, იმის თქმა გვინდა, რომ არ არის საჭირო აღნიშნული მოდული მთელი წლით და მუდმივად გქონდეთ აქტიური.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს