როგორ შევქმნათ საკუთარი ონლაინ მაღაზია low code / no code  ტექნოლოგიის გამოყენებით 

ელექტრონული კომერციის ინდუსტრია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, რაც განპირობებულია ტექნოლოგიური მიღწევებითა და მომხმარებელთა ქცევის ცვლილებით. 

მიმდინარე ციფრულ ეპოქაში, ელექტრონული კომერციის ვებსაიტის შექმნა შესანიშნავი ბიზნეს ნაბიჯია. თუმცა, ტექნიკური ასპექტები, რომლებიც დაკავშირებულია საიტის შექმნასთან დაკავშირებით, შეიძლება დამაბრკოლებელი იყოს, განსაკუთრებით არატექნიკური მეწარმეებისთვის.

საბედნიეროდ, low code / no code მიმართულების წყალობით, თქვენი საკუთარი ელექტრონული კომერციის მაღაზიის შექმნა ბევრად მარტივია, და არ მოითხოვს დეველოპმენტის ან სხვა ტექნიკური უნარ ჩვევების ცოდნას.

გაეცანით ჩვენს სტატიას Low code / no code პროგრამირების შესახებ

ეს მძლავრი ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს ნებისმიერს, შექმნას და მართოს საკუთარი ონლაინ მაღაზია პროგრამირების ცოდნის გარეშე. 

Გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო პლატფრომას, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ შექმნას ონლაინ მაღაზია დამოუკიდებლად, დეველოპერების დახმარების გარეშე  

Shopify

Shopify არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული კომერციის პლატფორმა. Shopify გთავაზობთ ინტუიციურ ინტერფეისს უამრავი მზა შაბლონით, რომელთა დაყენება არ საჭიროებს დეველოპერის ჩართულობას.

ინვენტარის მენეჯმენტიდან დაწყებული გადახდის ფუნქციონალის ჩათვლით, Shopify გთავაზობთ ყოვლისმომცველ ფუნქციონალს. მისი მძლავრი SEO ფუნქციები და თავსებადობა სხვადასხვა მარკეტინგულ ინსტრუმენტებთან დაგეხმარებათ ტრეფიკის გაძლიერებაში და გაყიდვების გაზრდაში. გარდა ამისა, პლატფრომა გთავაზობთ 24/7 მხარდაჭერას 

Wix

Wix არის low code / no code პლატფორმა რომელიც ცნობილია მისი drag and drop რედაქტირებით. Აღნიშნული  პლატფორმა გთავაზობთ 500-ზე მეტ დიზაინის შაბლონს, რომელიც სრულად მორგებადია თქვენს გემოვნებას.  

ელექტრონული კომერციის თვალსაზრისით, Wix გთავაზობთ სრულ ფუნქციონალს პროდუქტის განთავსებიდან გადახდის ფუნქციონალით დამთავრებული. Wix ის მოდულებში იპოვით unipay-ს გადახდის სისტემას, რომლის ინტეგრირება ძალიან მარტივია და არ მოითხოვს არანაირ დეველოპმენტის ცოდნას. Unipay ეს არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ონლაინ გადახდები თქვენი ბიზნესისთვის.  მისი ინტეგრირებული ანალიტიკა და SEO ინსტრუმენტები ასევე აადვილებს რეპორტინგს და აძლიერებს საძიებოს სისტემაში ხილვადობას. Wix-ის მარტივი ინტერფეისით, პროფესიონალური ელექტრონული კომერციის საიტის შექმნა ძალიან მარტივია

Namespace.shop

Namespace.shop წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად გახსნან ონლაინ მაღაზია WordPress ტქნოლოგიის გამოყენებით. Namespace.shop გთავაზობთ მუდმივად განახლებად მზა დიზაინებს, გადახდის მოდულების და SEO ინსტრუმენტების ფართო არჩევანს.

ღირებულება

Low code / no code პლატფრომების უმეტესობა გადახდის ე.წ. გამოწერის (subscription) მოდელით ფუნქციონირებს. პლატფორმის არჩევისას აუცილებელია მათი ღირებულების გაგება რადგან ეს ასპექტი მნიშვნელოვნად მოქმედებს თქვენს საოპერაციო ღირებულებაზე და თქვენთვის ხელმისაწვდომ ფუნქციებზე. აქ მოცემულია გადახდის მოდელების მიმოხილვა ზემოთ ნახსენები პლატფორმებისთვის:

Shopify გთავაზობთ გადახდის სამ ძირითად პაკეტს: 32USD / თვე, 92USD / თვე და 399USD /თვე. პაკეტებს შორის ფასთა სხვაობა გამოწვეულია სხვადასხვა ფუნქციონალით (რეპორტების ტიპი, ინვენტარის რაოდენობა, ანგარიშების რაოდენობა და ა.შ.). იხილეთ სრულად პაკეტები და მასში შემავალი ფუნქციონალი

Wix ის ecommerce პაკეტების ღირებულება იწყება 17USD / თვე და მაქსიმალური პაკეტის ღირებულება არის 35USD / თვე. იხილეთ სრულად პაკეტები და მასში შემავალი ფუნქციონალი

namespace.shop გთავაზობთ 2 პაკეტს: 59 ლარი / თვე და 99 ლარი / თვე. იხილეთ სრულად პაკეტები და მასში შემავალი ფუნქციონალი

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს