როგორ შევქმნათ სოციალური მედიის მარკეტინგული სტრატეგია

სანამ სოციალური მედიის გამოყენებას დაიწყებთ, თქვენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სოციალური მედიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება.

პროცესის გასაადვილებლად, Founders.ge გთავაზობთ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც უნდა გამოიყენოთ და გაანალიზოთ თქვენი სოციალური მედიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას. სანამ აღნიშნულ ფაქტორებზე გადავალთ, მოდით ზოგადად მიმოვიხილოთ რა არის სოციალური მედიის მარკეტინგული სტრატეგია და რისგან უნდა შედგებოდეს ის?

რა არის სოციალური მედიის მარკეტინგული სტრატეგია?

სოციალური მედიის მარკეტინგის სტრატეგია არის ერთგვარი გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი კონტენტის პოპულარიზაციაში. ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, სადაც აღწერილია, თუ როგორ გამოიყენებთ სოციალურ მედიას თქვენი ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

სტრატეგიის შემუშავებისას ამომწურავი პასუხი უნდა გასცეთ სამ ძირითად შეკითხვას:

რა მიზნები გაქვთ? თქვენი სოციალური მედიის აქტივობები უნდა იყოს დაკავშირებული თქვენს ბიზნეს მიზნებთან. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს გაყიდვების გაზრდას, ბრენდის ცნობადობის ამაღლებას და ა.შ. მოკლედ უნდა იცოდეთ, რისი მიღება გსურთ.

ვინ არის თქვენი აუდიტორია? გაიგეთ ვის ელაპარაკებით. შექმენით თქვენი კონტენტი იმ ადამიანებისთვის, რომლებთანაც გსურთ წვდომა, დარწმუნდით, რომ თქვენი კონტენტი საინტერესოა თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის.

რა შუაშია კონკურენცია? შეხედეთ თქვენს კონკურენტებს. ისწავლეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და ამის შემდეგ შექმენით თქვენი უნიკალური გზა. გახსოვდეთ – შთაგონება კარგია, პლაგიატი არა.

გახსოვდეთ, სტრატეგიის მიზანია თქვენი ონლაინ აქტივობების წარმართვა ისე, რომ ყოველ პოსტს, ყველა კომენტარს და ყოველ გაზიარებას თავისი მიზანი ქონდეს.

როგორ შევქმნათ სოციალური მედიის მარკეტინგული სტრატეგია

სოციალური მედიის მარკეტინგულ სტრატეგიას, როგორც ზემოთ ვახსენეთ, შესაძლოა სხვადასხვა მიზნები ქონდეს, მაგამ საბოლოო მიზნის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავსი მნიშვნელოვანი პარამეტრები თქვენი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად:

მკაფიო მიზანი

ბევრი სოციალური მედიის მენეჯერი მოქმედებს შემდეგი სტრატეგიით – მთავარია კონტენტი რაც შეიძლება ბევრჯერ გამოჩნდეს კედელზე და რაღაც გამოვა: არამიზნობრივი გათამაშებები, საჩუქრები, სერვისები რომლებიც ე.წ. Follower-ებს ზრდის – ეს ყველაფერი უახლესი ტენდენცია არ არის და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს სცოიალურ მედია მენეჯერებს შორის, მაგრამ ამ ყველაფერს აკლია – მიზანი .

იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ დაეხმარება სოციალური მედიის მარკეტინგი თქვენს ბრენდს, დაწერეთ SMART (Specific, Measurable, Achievable, Realistic, and Time-Bound) მიზნები, რომლებიც არის სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში შეზღუდული. მაგალითად, მიზნები რომლებიც შეიძლება გქონდეთ თქვენი სოციალური მედიის სტრატეგიისთვის, შეიძლება იყოს:

  • ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ექვს თვეში მიაღწიოთ სოციალური მედიის ჩართულობის 20%-იან ზრდას მიზნობრივი რეკლამით და სხვადასხვა გავლენიან გამოცემებთან პარტნიორობით.
  • სამი თვის განმავლობაში გაზარდოთ ვებსაიტის ვიზიტორების რაოდენობა 15%-ით და ონლაინ გაყიდვები 10%-ით ეფექტური (CTA) სტრატეგიების და კონვერსიების ოპტიმიზაციით Facebook-ზე

როდესაც თქვენ გაქვთ მიზანი, სტრატეგიის დაგეგმვა ბევრად მარტივია. ეს ასევე აადვილებს თქვენი სოციალური მედიის სტრატეგიის კორექტირებას ისე, რომ არ დაკარგოთ თქვენი გრძელვადიანი მიზნები. ყოველ ჯერზე, როდესაც იღებთ გადაწყვეტილებას სოციალური მედიის შესახებ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: შეესაბამება თუ არა ეს თქვენს მიზანს? თუ პასუხი დადებითია – Დაიტოვე და განახორციელე. თუ არა, მოიშორეთ იგი.

განსაზღვრეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია

მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, თუ ვინ უნდა ნახოს თქვენი კონტენტი (და სურს თუ არა მას მისი ნახვა). თუ თქვენს კომპანიას უკვე შესწავლილი ყავს სამიზნე მომხმარებლები, მაშინ გილოცავთ — მშვენიერი ამბავია. გამოიყენეთ ეს კვლევა თქვენი სოციალური მედიის სტრატეგიისთვის. თუ ჯერ არ გყავთ სამიზნე აუდიტორია, მაშინ შექმენით მომხმარებლის პერსონა (მომხმარებლის პერსონის შექმნაზე ცალკე სტატიას გაგიზიარებთ უახლოეს მომავალში.)

შეეცადეთ შექმნათ სტრატეგია, რომელიც პასუხობს ყველა ამ კითხვას:

  • რამდენად ითვალისწინებს თქვენი სტრატეგია თქვენი სამიზნე აუდიტორიის გამოცდილებას და რა ღირებულებას მატებს მათ ცხოვრებას?
  • რისი იმედი გაქვთ, რას მიიღებენ თქვენი კონტენტიდან და რისი იმედი აქვთ მათ, რომ მიიღონ თქვენი კონტენტიდან?
  • რა ცოდნა აქვთ მათ და რა შეგიძლიათ ასწავლოთ თქვენ?

გამოიკვლიეთ თქვენი კონკურენტები

უბრალოდ ნუ დააკოპირებთ იმას, რასაც თქვენი კონკურენტები აკეთებენ – ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ აკეთებენ ისინი ასე და რა პროცესი დგას ამის უკან.

აქ მოცემულია რამდენიმე კითხვა, რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნისას:

  • ვინ არის თქვენი კონკურენტების სამიზნე ჯგუფი?
  • რატომ მუშაობს მათი სტრატეგია?
  • რა სოციალური მედიის პლატფორმებს იყენებენ ისინი და რატომ?
  • რა სოციალური მედიის პლატფორმებს არ იყენებენ და რატომ?
  • რამდენად ხშირად აქვეყნებენ ისინი კონტენტს თითოეულ პლატფორმაზე?
  • პასუხობენ თუ არა კომენტარებს?
  • როგორია პოსტების თანაფარდობა, რომლებიც ცდილობენ რაღაცის გაყიდვას სახალისო, საინტერესო ან საგანმანათლებლო კონტენტთან შედარებით?

მოძებნეთ ხარვეზები და შესაძლებლობები, რა აკლიათ თქვენს კონკურენტებს, რითაც სამიზნე მომხმარებლები ისიამოვნებენ?

ვთქვათ, რომ თქვენ ხართ ვეგანური რესტორანი და სხვა ვეგანები აქვეყნებენ მხოლოდ მათი საკვების სურათებს. მათ შეიძლება ჰყავდეთ უამრავი მიმდევარი, მოწონება და კარგი შედეგი გაყიდვების კუთხით, მაგრამ თქვენ იცით, რომ მეტის გაკეთება შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ ვიდეოები რეცეპტები, გაკვეთილები და თქვენი კლიენტების სურათები სხვადასხვა კომენტარებით, თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენს აუდიტორიას, რომ მენიუზე მეტი ხართ, თქვენ ხართ ურთიერთობა, ქომუნითი და ა.შ.

ან კიდევ უფრო მარტივად – დავუშვათ, რომ კონკურენტის პოსტებს არ აქვს დიდი ჩართულობა და თქვენ შეამჩნიეთ, რომ ისინი არასოდეს ცდილობენ დისკუსიის გამოწვევას, არ სვავენ კითხვებს, არ აკეთებენ წარწერებს სურათებზე და ა.შ. სცადეთ, განახორციელოთ ეს მარტივი მოქმედებები, რათა წაახალისოთ აუდიტორია რომ დასვას კითხვა, დატოვოს კომენტარი და შესაბამისად გაიზარდოს ჩართულობა.

გამოიკვლიეთ თქვენი აუდიტორია


სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა აუდიტორიის კვლევის გარეშე იგივეა, რომ თქვენს მეგობარს მიართვათ ესპრესო რძით, როდესაც მას სძულს რძე და უფრო მეტიც….. მხოლოდ ჩაის მიირთმევს. მაგრამ თქვენი მეგობრისგან განსხვავებით, თქვენი აუდიტორია არ გაიღიმება და მადლობას არ გეტყვით – ისინი გააგრძელებენ სქროლვას და თქვენს კონტენტს არ მიაქცევენ ყურადღებას.

თქვენ უნდა იცოდეთ რა ტიპის კონტენტი მოსწონს თქვენს აუდიტორიას,

თქვენი აუდიტორიის უკეთ გასაცნობად გადადგით ეს ნაბიჯები:

სოციალური მოსმენა: გამოიყენეთ სოციალური მედიის მართვის ინსტრუმენტები, რომლებიც გვთავაზობენ სოციალურ მოსმენას, რათა აკონტროლოთ რას ამბობენ ადამიანები თქვენი ბრენდის, ინდუსტრიის ან კონკურენტების შესახებ. შექმენით შესაბამისი საკვანძო სიტყვების სია (თქვენი ბრენდის სახელი, ინდუსტრიასთან დაკავშირებული ტერმინები, კონკურენტები, ტრენდული თემები).

გამოკითხვების გაგზავნა და გამოხმაურების შეგროვება: გამოიყენეთ გამოკითხვების შეგროვების პროგრამა. თქვენს გამოკითხვაში მონაწილეობის სანაცვლოდ შესთავაზეთ გარკვეული წახალისება, როგორიცაა ფასდაკლებები, უფასო შეთავაზებები ან კონკურსში მონაწილეობა, ეს დაგეხმარებათ მიიღოთ პირდაპირი უკუკავშირი თქვენი აუდიტორიისგან.

გაანალიზეთ ჩართულობის მეტრიკები: შეხედეთ თქვენს და თქვენი კონკურენტის პოსტებს, რომლებიც ყველაზე მეტ ჩართულობას იღებენ. რომელი თემებია ყველაზე მეტად რეზონანსული? ურჩევნიათ მოკლე, სახალისო ვიდეოები? ან საგანმანათლებლო და ანალიტიკური კონტენტი?

მოახდინეთ თქვენი აუდიტორიის სეგმენტირება: ყველა თქვენი მიმდევარი არ არის ერთნაირი, ამიტომ საჭიროა მათი დაყოფა ჯგუფებად მათი ქცევის ან ჩართულობის მიხედვით, მაგალითად ერთი ჯგუფი შეიძლება იყოს მიმდევრები, რომლებიც უფრო მეტად ნახულობენ თქვენს ტრენდულ კონტენტს, ვიდრე ბიზნესის განახლებებს. ეს დაგეხმარებათ უფრო ზუსტად მიმართოთ თქვენს აუდიტორიას.

აირჩიეთ სწორი სოციალური მედიის არხები

სწორ აუდიტორიაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი საკომუნიკაციო არხის (არხების) არჩევა. ჩვენ არ გვჭირდება იმის სიღრმისეულად გარკვევა, თუ რას აკეთებს თითოეული პლატფორმა, მაგრამ გარკვეული დეტალების ცოდნა მათ შესახებ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ბიზნესისთვის.

Founders.ge გთავაზობთ ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის არხების თავისებურებებს:

დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ არჩეული სოციალური პლატფორმები სწორია თქვენი ბრენდისთვის.

განსაზღვრეთ თქვენი KPI-ები

რა მოლოდინები გაქვთ სოციალური მედიისგან? რა ჩაითვლება “წარმატებად?” იმის შესაფასებლად, თუ როგორ მუშაობს თქვენი სტრატეგია, რაოდენობრივად განსაზღვრეთ თქვენი KPI.

Აი ზოგიერთი მაგალითი:

Impressionრამდენმა ადამიანმა ნახა შენი პოსტი
Likesრამდენმა ადამიანმა მოიწონა თქვენი პოსტი
Sharesრამდენმა ადამიანმა გააზიარა თქვენი პოსტი
Commentsრამდენმა ადამიანმა დატოვა კომენტარი თქვენს პოსტზე
Engagementმთლიანი ჩართულობა (მოწონებები, გაზიარებები და კომენტარები) თქვენს პოსტზე
Click-through rate (CTR)რამდენი ადამიანი დააჭერს თქვენს ბმულს
View durationრამდენს ხანს უყურებენ თქვენს ვიდეოებს
Conversionsკონვერსია

სოციალური მედიის ჩართულობა, როგორიცაა გაზიარებები, კომენტარები და მოწონებები პირდაპირ გავლენას ახდენს ყველა სხვა KPI-ზე, ამიტომ აქცენტი აუდიტორიის ჩართულობაზე უნდა გააკეთოთ.

სოციალური მედიის აუდიტი


ჩაატარეთ აუდიტი ყოველი კამპანიის შემდეგ, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი სტრატეგია შედეგიანია.

თქვენი KPI-ების გარდა, არის რამდენიმე რამ, რაც უნდა აკონტროლოთ აუდიტის დროს:

  • რა ტიპის კონტენტს აქვეყნებთ და რომელ პლატფორმებზე
  • რამდენი ჩართულობა მიიღო თითოეულმა პოსტმა
  • რამდენი მიმდევარი გყავთ (ან მოიპოვეთ/დაკარგეთ)
  • ნებისმიერი დადებითი ან უარყოფითი კომენტარი
  • მიაღწევთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას თუ არა

საუკეთესო დრო როდის უნდა გამოაქვეყნოთ


თუ გააგზავნით მეილს, პარასკევს საღამოს 6 საათზე, პასუხს ორშაბათამდე არ უნდა ელოდოთ. ანუ თუ გააგზავნით 11 მეილს ერთად, დიდი ალბათობით თქვენი მეილი ადრესატამდე ვერ მიაღწევს და სპამის ფოლდერში აღმოჩნდება.

იგივე ეხება თქვენს სოციალური მედიის სტრატეგიას. როდის და რამდენად ხშირად აქვეყნებთ პოსტს – მნიშვნელოვანი ფაქტორია.

აი, როგორ უნდა გამოიკვლიოთ როდის უკეთესია კონტენტის გამოქვეყნება:

პიკის დროების ანალიზი: გამოიყენეთ სოციალურ პლატფორმებში დაინტეგრირებული ანალიტიკური ხელსაწყოები ან დამხმარე ხელსაწყოები, როგორიცაა HubSpot, რათა იპოვოთ ის დღეები და დრო, როდესაც თქვენი აუდიტორია ყველაზე აქტიურია. დაიმახსოვრე, დროის ზონებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩართულობაზე.

უპირატესობა მიანიჭეთ ხარისხს და არა რაოდენობას: უმჯობესია განათავსოთ მაღალი ხარისხის შინაარსი კვირაში რამდენჯერმე, ვიდრე ცუდი შინაარსი ყოველ ხუთ წუთში.

გამოცადეთ და ისწავლეთ: ჩაატარეთ A/B ტესტები კვირის სხვადასხვა დროსა და დღეებში გამოქვეყნებით და დააკვირდით ჩართულობას, რომ ნახოთ, რომელი გამოქვეყნების დრო მუშაობს საუკეთესოდ.

წინასწარ დაგეგმეთ კონტენტის კალენდრით: გამოიყენეთ სოციალური მედიის დაგეგმვის ინსტრუმენტი, რომ წინასწარ დაგეგმოთ თქვენი კონტენტი.

თვალყური ადევნეთ ტენდენციებს: თქვენ უნდა შეგეძლოთ მოერგოთ ცვლილებებს, როგორიცაა ტრენდული თემები ან სიახლეები, რომლებიც შეესაბამება თქვენს ბრენდს. შეინახეთ ადგილი თქვენს კონტენტ კალენდარში ტრენდული კონტენტის შესაქმნელად.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს