სტარტაპ კულტურაში ჩართულ ადამიანებს თუ დაეკითხებით, უმეტესობა გიპასუხებთ, რომ ბევრად უკეთესი იქნება თქვენი სტარტაპისთვის თანადამფუძნებელი ან დამფუძნებელი გუნდის პოვნა ვიდრე სოლო სტარტაპერობა.
მაგრამ ზოგჯერ საკმაოდ რთულია გუნდის ფორმირება. თუ თქვენ გაქვთ ბიზნესის წამოწყების სურვილი, უკვე იდენტიფიცირებული გაქვთ რეალურ სამყაროში გადასაჭრელი პრობლემა, მაგრამ ვერ პოულობთ თანადამფუძნებელს, ერთადერთი არჩევანი გრჩებათ – სოლო სტარტაპერობა ან იდეის ხელიდან გაშვება.
„რატომ ხარ მარტო?“ – სოლო დამფუძნებლის სტიგმა
ინვესტორები ყოველთვის სვამენ ამ კითხვას.
თუმცა, თანადამფუძნებლად შესაფერისი ადამიანის პოვნა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. თქვენ უნდა იპოვოთ ადამიანი, რომელიც შეესაბამება თქვენს იდეას, ხედვასა და მიზნებს. გარდა ამისა, არასწორი თანადამფუძნებლის პოვნა შეიძლება კიდევ უფრო უარესი იყოს, ვიდრე თანადამფუძნებლის არარსებობა.
რამდენად მნიშვნელოვანია თანადამფუძნებელი, როდესაც საქმე ეხება კაპიტალის მოზიდვას?
ინვესტორებს გუნდები ურჩევნიათ, სოლო დამფუძნებლის შემთხვევაში საკმაოდ ბევრს ყოყმანობენ. მიზეზები დიდწილად დაკავშირებულია რისკთან. დამფუძნებლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანმა ცვლილებამ შეიძლება სტარტაპის დასასრული გამოიწვიოს.
ინვესტორებმა ასევე კარგად იციან, თუ რამდენად რთულია სტარტაპის შექმნა და ესმით, რომ გადაღლილობა, განსაკუთრებით სოლო დამფუძნებლისთვის, არის კიდევ ერთი რეალური რისკი.
გარდა ამისა, ინვესტორები იდეის გარდა აფასებენ უნარების ფართო სპექტრს.
თუ ამ სტატიას კითხულობთ, დიდია იმის შანსი, რომ გქონდეთ სტარტაპის შექმნის იდეა. თქვენ ალბათ ასევე იცით ინვესტორების დამოკიდებულება სოლო დამფუძნებლების შესახებ. შეიძლება თქვენ ცდილობთ თანადამფუძნებლის პოვნას, მაგრამ ნუ იტყვით უარს იდეის განხორციელებაზე თუ გუნდი ვერ შეკარით. უბრალოდ დარწმუნდით, რომ გესმით, რატომ ანიჭებენ დამფუძნებელ გუნდებს უპირატესობას ინვესტორები და იფიქრეთ იმაზე, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამ გამოწვევის გადასაჭრელად:
1) Networking
მარტოობის დაძლევა, რომელიც თან ახლავს სოლო დამფუძნებელს, თქვენი პირველი პრიორიტეტია. Netwroking-ი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი მოტივაცია. ასევე შეიძლება იყოს იდეებისა და შთაგონების წყარო.
მაგალითად, შეგიძლიათ დაეყრდნოთ ოჯახს და მეგობრებს, ან შეგიძლიათ დაესწროთ საქმიანი შეხვედრებს, დაამყაროთ გარკვეული კავშირები და იპოვოთ პოტენციური მენტორები და სხვა სოლო დამფუძნებლები, რომლებიც სიამოვნებით გაგიზიარებენ იმ გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან.
2) თვითანალიზი
როგორც სოლო დამფუძნებელი, თქვენ უნდა გააკეთოთ ღრმა თვითანალიზი ადრეულ ეტაპზე, რათა გაიგოთ, სად არის თქვენი პირადი ძლიერი და სუსტი მხარეები და როგორ იმოქმედებს ისინი თქვენს სტარტაპზე. გახსოვდეთ, თქვენ არ გყავთ თანადამფუძნებელი, რომელიც შეავსებს თქვენს უნარებს.
3) დაყავით ბიზნეს ამოცანები უფრო მცირე მიზნებად
სტარტაპში ჩართული სამუშაოს მოცულობა მონუმენტურია და შეიძლება დამღუპველიც იყოს, თუ მას ისე შეხედავთ, როგორც მთაზე ასვლას. უკეთესი სტრატეგია, როგორც სოლო დამფუძნებელი, არის შესასრულებელი დავალებების დაყოფა უფრო მცირე მიზნებად და ბიზნესის ტრაექტორიის განსაზღვრა ამ მიზნების თანმიმდევრობით.
4) გააცნობიერე ინვესტორის პოვნის გამოწვევები და შემდეგ იპოვეთ სწორი ინვესტორები
მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რატომ აქვთ ინვესტორებს რეპუტაცია, რომ ისინი მხარს ნაკლებად უჭერენ სოლო დამფუძნებლებს. ასევე მნიშვნელოვანია მათ შეშფოთებაზე პასუხის გაცემა.
და ბოლოს, იმის დასამტკიცებლად რომ სოლო დამფუძნებლობაც შესაძლებელია, გიზიარებთ ყველასათვის ცნობილი “1 პიროვნების” კომპანიების ჩამონათვალს:
1/ Star Dew Valley
- ეს არის ფერმის სიმულატორი
- შექმნილია ერიკ ბარონის მიერ
- მან გამოიმუშავა $300M+ შემოსავალი 6 წლის განმავლობაში
2/ BuiltWith
- ის გეხმარებათ იპოვოთ რა ტექნოლოგიებსა და სერვისებს იყენებს ვებსაიტი
- დააარსა გარი ბრიუერი
- წელიწადში 14 მილიონი დოლარის აგენერირებს
3/ Viral Nova
- ეს არის ინტერნეტში ყველაზე ვირუსული კონტენტის აგრეგატორი საიტი (Buzzfeed-ის მსგავსი)
- დააარსა სკოტ დელონგი
- თავის პიკზე, იგი გამოიმუშავებდა $5-$10 მილიონს წელიწადში. 100 მილიონი მკითხველს თვეში 0 დაფინანსებით და 0 თანამშრომლით.
4/ Photopea
- ეს არის უფასო ფოტო და გრაფიკული რედაქტორი
- დამზადებულია ივან კუცკირის მიერ
- 10 მილიონი ვიზიტორი თვეში და ~ 1,5 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალს წელიწადში
6/ Digital Inspiration
- კომპანია ქმნის Googl docs, sheets, slides-ის დამატებით პლაგინებს
- დააარსა ამიტ აგარვალმა
- 10 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალს წელიწადში
- 40 მილიონზე მეტმა ჩამოტვირთა პლაგინები