ტრადიციული დეველოპმენტი Vs. Low-Code რომელია უკეთესი თქვენი ბიზნესისთვის

წარმოიდგინეთ, რომ გსურთ შექმნათ Uber-ის ან Bolt-ის მსგავსი მობილური აპლიკაცია, რომელიც ტაქსის მძღოლებს და მგზავრებს დააკავშირებს ერთმანეთთან.

ამის განსახორციელებლად თქვენ გაქვთ ორი ვარიანტი: დაიქირაოთ IT კომპანია ან გამოიყენეთ Low-code ტექნოლოგია და თავადვე შექმნათ აპლიკაცია.

ორივე ამ ვარიანტს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მნიშვნელოვანია თავიდანვე განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები, ბიზნესის საჭიროებები და მომხმარებლის გამოცდილება.

ამ სტატიაში აღნიშნული მაგალითის საფუძველზე, შევეცდებით დაგანახოთ რა განსხვავებაა ტრადიციული დეველოპმენტისა და LOW_code მეთოდს შორის.

ასევე შეგიძლიათ გეცნოთ ჩვენს სტატიებს low-code / no code-ის შესახებ: პროგრამირება No Code ხელსაწყოებით

როგორ შევქმნათ საკუთარი ონლაინ მაღაზია low code / no code  ტექნოლოგიის გამოყენებით 

ტრადიციული დეველოპმენტი

ტრადიციული დეველოპმენტის შემთხვევაში, აპლიკაცია იწერება ნულიდან iOS და Android-ის სპეციფიკური პროგრამირების ენების, SDK-ების და სხვადასხვა Framework ების გამოყენებით, როგორიცაა Flutter, Xamarin და Apache Cordova.

ტრადიციულ დეველოპმენტს რამდენიმე უპირატესობა აქვს:

  • აპლიკაციები იქმნება თქვენი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ რა ფუნქციები უნდა ქონდეს თქვენს მობილურ აპლიკაციას.
  • ე.წ. Native აპლიკაციები უფრო სწრაფად იტვირთება და მომხმარებლისთვის ურო კომფორტულია მათი გამოყენება

ზემოთ მოყვანილ მაგალითს, ტაქსის დაჯავშნის აპლიკაციას, რომ დავუბრუნდეთ, მის შესაქმნელად თქვენ უნდა დაიქირაოთ მინიმუმ ოთხი სხვადასხვა ტიპის სპეციალისტი:

  • UX/UI-ს სპეციალისტი, რომელიც შექმნის აპლიაციის დიზაინს და ასევე უზრუნველყოფს მის მარტივ გამოყენებას, რათა მომხმარებლებს გაუმარტივდეთ UI ელემენტებთა ურთიერთობა
  • Backend დეველოპერი, რომელიც ქმნის მთელ ინფრასტრუქტურას თქვენი აპლიკაციისთვის, როგორიცაა მონაცემთა ბაზები, push-შეტყობინებები და ინტეგრაცია მესამე მხარის სერვისებთან
  • iOS, Android ან Cross-platform აპლიკაციის დეველოპერი, რომელიც აკავშირებს ბექს და ფრონტს ერთმანეთთან
  • QA სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თქვენი აპლიკაცია იმუშავებს გამართულად როგორც iOS ასევე Adnoird მოწყობილებებზე.

აპლიკაციის შექმნისთვის ასევე უნდა გავითვალსიწინოთ, ის მინიმალური ფუნქციონალი რომელიც საჭიროა თქვენი აპლიკაციის მუშაობისთვის. მაგალითად, ტაქსის აპლიკაციისთვის უნდა შევქმნათ შემდეგი ფუნქციონალი:

  • ადგილმდებარეობა – მომხმარებლის ზუსტი პოზიციის სანახავად, დეველოპერები იყენებენ ინსტრუმენტებს, როგორიცაა Core Location (iOS) და Geolocation API (Android). ასევე აუცილებელია MapKit და Google Maps ის სერვისების გამოყენება, რათა ონლაინ რუკაზე პინის დასმის საშუალება მივცეთ მომხამრებლებს.
  • SMS და push შეტყობინებები – ჯავშნების დასადასტურებლად და მომხმარებლების ინფორმირებისთვის ტაქსის მდებარეობისა და ადგილზე მისვლის სავარაუდო დროის შესახებ, დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ iOS და Android ჩაშენებული შეტყობინებების სერვისები (SMS ან Push შეტყობინებები).
  • ინტეგრაცია გადახდის სერვისებთან – უნაღდო გადახდისთვის თქვენ უნდა დააკავშიროთ თქვენი აპლიკაცია მესამე მხარის გადახდის სერვისთან
  • მომხმარებლის ანგარიშები – იმისათვის, რომ მგზავრებმა და მძღოლებმა შეკვეთების განთავსება და მიღება შეძლონ, ასევე მართონ პერსონალური და ფინანსური მონაცემები, საჭიროა ორი ტიპის მომხმარებლის ანგარიში.
  • დამატებითი ფუნქციები შეიძლება შეიცავდეს მძღოლებისა და მომხმარებლების რეიტინგებს, მომხმარებელთა ლოიალობის და/ან რეფერალური პროგრამას, მგზავრობის საფასურის გაყოფის შესაძლებლობას და ა.შ.

თქვენ მოგიწევთ ამ მოდულებიდან ზოგიერთის შექმნა თავიდანვე, ზოგს კი მოგვიანებით დაამატებთ.

რა დრო დასჭირდება მსგავსი აპლიკაციის შექმნას და რა ეღირება?

თუ გჭირდებათ თქვენი აპლიკაციის MVP ვერსია, რომელიც შეიცავს მხოლოდ ოთხ ძირითად მახასიათებელს, რომლებიც მითითებულია ზემოთ მოცემულ სიაში, აპლიკაციის შექმნის მთლიან პროცესს საშუალოდ დასჭირდება დაახლოებით 2,000 საათი. Uber-ის მსგავსი სრულფასოვანი აპლიკაციის შესაქმნელად დაახლოებით 5,000 საათი დაგჭირდებათ.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კროს-პლატფორმული ჩარჩო, როგორიცაა React Native, Xamarin ან Flutter, ეს მიდგომა დააჩქარებს აპლიკაციის შექმნას 20%-ით.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ 1,600-2,000 საათიან პროექტზე სამიდან ექვს თვემდე. თქვენი აპლიკაციის შექმნის ფასის გამოსათვლელად, შეგიძლიათ გაამრავლოთ ზემოთ მოყვანილი დრო დეველოპერების საშუალო საათობრივ განაკვეთზე. ქვედა სურათზე გთავაზობთ დეველოპერების საშუალ საათობრივ ანაზღარუებას ქვეყნების მიხედვით.

რომ შევაჯამოთ – ტრადიციული დეველოპმენტის გამოყენებით, თქვენ შექმნით მაღალი ხარისხის აპლიკაციას, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მომხამრებლებს და ბიზნეს მოთხოვნებს.

თუმცა, თქვენ დაგჭირდებათ საკმაოდ დიდი ბიუჯეტი პროექტის დასაფინანსებლად. ასევე მნიშვნელოვანია თქვენი კონკურენტების აქტივობის მონიტორინგი; განვითარებად ბაზრებზე, პორუდტებისადმი და სერვისებისადმი მოთხოვნა საკმაოდ მალე იცვლება.

შესაძლოა Low-code მიდგომა უკეთესი იყოს

Low code პლატფორმები მოხმარებელს საშუალებას აძლევს, შექმნან სრულფასოვანი მობილური აპლიკაციები ყოველგვარი დეველოპერული რესურსის გამოყენების გარეშე. ეს საშუალებას მოგცემთ მობილური აპლიკაციები შექმნათ უფრო სწრაფად და დაბალ ფასად.


თუმცა ტრადიციული დეველოპმენტისგან განსხვავებით, Low-code ტექნოლოგიებით შექმნილი აპლიკაციები არ არის უნაკლო; ისინი შედგება წინასწარ კონფიგურირებული back-end მოდულებისაგან და სტანდარტული ინტერფეისის ელემენტებისაგან.

ზოგადად Low-code პლატფორმები, როგორც წესი SaaS მოდელს წარმოადგენენ, ასე რომ თქვენ მოგიწევთ ფიქსირებული თანხის გადახდა ყოველთვიურად ან ყოველწლიურად. ფასები, როგორც წესი, დამოკიდებულია თქვენი აპლიკაციის დატვირთაზე – რამდენი ადამიანი გამოიყენებს მას, რა ფუნქციონალი გინდათ რომ ქონდეს და ა.შ.

ამჟამად, ბაზარზე ხელმისაწვდომია low code მქონე მობილური აპლიკაციების შემქმნელი პლატფორმების ორი ტიპი:

  • No code ხელსაწყოები, როგორიცაა AppSheet და BuildFire, რომლებიც საშუალებას გაძლევთ ყოველგავრი დეველოპერული რესურსით შექმნათ აპლიკაცი და გახადოთ ის ხელმსაწვდომი როგორც iOS ასევე Android მომხმარებლისთვის.
  • Low code ხელსაწყოები, როგორიცაა Appery.io, რომლებიც საჭიროებენ მინიმუმ საბაზისო ტრენინგს რათა სრულფასოვნად შეძლოთ მათი ფუნქციების სრულად გამოყენება.

Low code / no code მიდგომა წლიდან წლამდე უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მსგავსი მიდგომის შემთხვევაში მთავარია წინასწარ განსაზღვროთ იმ პლატფორმის შესაძლებლობები რომლის გამოყენებასაც გადაწყვეტთ, მაგალიად Uber ის მსგავსი აპლიკაციის შესაქმნელად ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისეთი Low code პლატფორმა, რომელიც გვთავაზობს შემდეგ ფუნქციონალს:

  • Back End როგორც სერვისი (BaaS) – ტრადიციულ მობილურ აპებში, დეველოპერები მიმართავენ .Net, PHP ან ვებ დეველოპმენტის ნებისმიერ სხვა ენას, რათა დაწერონ გარკვეულოი ბიზნეს ლოგიკა. მეორეს მხრივ, low code პლატფორმები, მომხმარებელს სთავაზობს უკვე გამზადებულ სრულ არქტექტურას და ბიზნეს ლოგიკას, თქვენ მხოლოდ უნდა დაამატოთ სასურველი ფუნქციონალი, როგორიცაა push შეტყობინებები
  • Drag and Drop UI ედიტორი – იმის ნაცვლად, რომ დაიქირაოთ დიზაინერი მობილური აპლიკაციის ინტერფეისის შექმნისთვის, თქვენ შეძლებთ Drag and Drop UI ედიტორის დახმარებით გამოიყენოთ მზა ინტერფეისის ელემენტები, დაახლოებით ისე, როგორც თქვენ ქმნით ინფოგრაფიკას Piktochart-ის ან Canva-ს დახმარებით.
  • დამატებითი ფუნქციების არჩევანი – შეგიძლიათ გამოიყენოთ წინასწარ შექმნილი ისეთი ფუნქციები, რომლებიც საჭიროა ქონდეს თქვენს აპლიკაცია, მაგალითად გადახდების ინტეგრაცია ან დაჯავშნის მოდული, ანუ თქვენ არ მოგიწევთ მსგავსი ფუნქციონალის თავიდან დაწერა, რადგან პლატფორმა უკვე გთავაზობთ გამზადებულ მოდულებს და საჭიროა ამ მოდულების გააქტიურება.
  • მარტივი ინტეგრაცია მესამე მხარის სისტემებთან. Low code პლატფორმა უნდა შეიცავდეს API-ებს და SDK-ებს, რათა დაუკავშირდეს თქვენი აპლიკაცია ისეთ სერვისებს, როგორიცაა Google Maps და სხვა.

ტაქსის აპლიკაციის შექმნა Low code მიდგომით: პროექტის დრო და ღირებულება

ძირითად შემთხვევაში საბოლოო ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ პლატფორმას აირჩევთ და რა დამატებით ფუნქციონალს გამოიყენებთ, საშუალოდ, Low code ტექნოლოგიით, შეგიძლიათ შექმნათ აპლიკაცია იმ დროის ერთ მესამედში, რაც სჭირდება iOS და Android აპლიკაციების შექმნას ტრადიციული დეველოპმენტის გამოყენებით.

სტატიის წერისას პატარა კვლევა ჩავატარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ რიგ შემთხვევებში აპლიაციის შექმნა 6 – 10 – ჯერ უფრო მოკლე დროშია შესაძლებელი, ტრადიციული დეველოპმენტთან შედარებით.

რომ შევაჯამოთ – დროის და ფინანსების ნაწილში Low code ტექნოლოგია უფრო მიმზიდველია ვიდრე ტრადიციული დეველოპმენტის მიდგომა.

Low Code vs ტრადიციული დეველოპმენტი: და გამარჯვებული არის…

აშკარა გამარჯვებული არ არსებობს, რადგან ორივე მიდგომას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ვეცდებით, რომ გარკვეული შეჯამება შემოგთავაზოთ, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში – გამოიყენოთ low code პლატფორმები თუ მიყვეთ ტრადიციულ დეველოპმენტს:

  • low code პლატფორმების გამოყენებით, თქვენ შეძლებთ მობილური აპლიკაციის უფრო მალე შექმნას. ეს შეიძლება იყოს იდეალური სცენარი სტარტაპებისთვის, რომლებსაც სურთ იდეის ვალიდაცია / ტესტირება
  • Low code -ის შემთხვევაში დროს მნიშვნელოვანად დაზოგვათ, რადგან თქვენ თავად მოგიწევთ კოდირება, რაც შეეხება ფინანსებს იხდით მხოლოდ ყოველთვიურ გადასახადს პლატფორმის ფუნქციონირებაზე წვდომისთვის.
  • რაც შეეხება აპლიკაციის მასშტაბურობას და ტრაფიკის რაოდენობას, Low code აპლიკაციები შეზღუდვებში მოგაქცევთ.
  • ტრადიციული დეველოპმენტის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციის შექმნის გარდა მნიშვნელოვანია აპლიკაციის მუდმივი მხარდაჭერა და ახალი ფუნქციონალის დამატება რაც რასაკვირველია ხარჯებთანაა დაკავშირებული
  • low code მიდგომისგან განსხვავებით, ტრადიციული დეველოპმენტის დროს აპლიაცია შექმნილია თქვენი ბიზნესის მოთხოვნილებების სრულად დასაკმაყოფილებლად – და მასშტაბურობის პრობლემა არ შეგექმნებათ.
  • 2024 წლისთვის low code პლატფორმებზე შეიქმნება მთლიანი აპლიკაციების 65%, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტრადიციული აპლიკაციები არ განვითარდება. თუ მობილური აპლიკაცია თქვენი ბიზნესის ძირითადი მიმართულებაა, მაშინ სასურველია მაქსიმალურად იყოს მორგებული მომხამრებლის მოთხოვნილებებს.

როდესაც ვსაუბრობთ შიდა მობილურ აპებზე (მაგ., კონფერენციის დაჯავშნის აპლილკაციები) ან აპლიკაციებზე, რომლებიც მიმართულია მომხმარებლის შედარებით მცირე ბაზაზე, Low code აპლიკაციები ცალსახად უკეთესი ვარიანტია.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს