6 საუკეთესო საჩუქრის იდეა ადამიანებისთვის, რომლებიც სახლიდან მუშაობენ

სახლიდან მუშაობას აქვს თავისი დადებითი და უარყოფით მხარეები, ვინც სახლიდან წლებია მუშაობს, კარგად იცის როგორი რთულია შეიქმნა სამუშაო განწყობა იმ ადგილიდან სადაც საღამოს საათებში playstation-ის თამაშით ხარ დაკავებული. სახლიდან მუშაობისას მნიშვნელოვანია შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც განსხვავდება ჩვენი ყოვედღიური საცხოვრებელი სივრცისგან.

რადგან ახალი წელი ახლოვდება და საჩუქრების გაცემის დროა, founders-ის გუნდმა გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ 6 საუკეთესი საჩუქრის იდეა ადამიანებისთვის, რომლებიც სახლიდან მუშაობენ

Flexispot-ის მოძრავი მაგიდა

პირველი და ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენს (ადამიანები ვინც სახლიდან ვმუშაობთ) სამუშო ცხოვრებაში უჭირავს სამუშო მაგიდას. ხანგრძლივი ჯდომა შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაარეგულიროთ თქვენი მაგიდის სიმაღლე ისე, რომ რიგ შემთხვევებში იჯდეთ, მაგრამ ზოგჯერ იდგეთ, ეს შესანიშნავია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ Flexispot-ის მოძრავი მაგიდა იდეალური საჩუქარია ადამიანისთვის, რომელიც სახლიდან მუშაობს.

მისი ღირებულება amazon.com-ზე $136-ს შეადგენს: Flexispot

უკაბელო მაუსი

ალბათ ცოტა სარისკო საჩუქარია, მაგრამ უკაბელო მაუსი, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ნივთია, რაც მას ერთ-ერთ საუკეთესო საჩუქრად აქცევს. ჩვენ გთავაზობთ აჩუქოთ ერგონომიული მაუსი, როგორიცაა Logitech’s Lift Vertical Ergonomic Mouse

მისი ღირებულება $70 – $100 მდე მერყეობს.

უკაბელო კლავიატურა

Logitech-ის უახლესი მექანიკური კლავიატურა რამდენიმე ზომაში არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ MX Mechanical Mini საუკეთესო არჩევანია უმეტესობისთვის (NumPad-ის აქტიურ მომხმარებლებს არ გამოადგებათ). ეს კლავიატურა ძალიან კომფორტულია აკრეფის დროს და ინარჩუნებს საიმედო კავშირს Logitech-ის USB-A dongle-ის მეშვეობით, თუმცა ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Bluetooth ან USB-C კაბელი. ის თხელი და მსუბუქია და ბატარეა ძლებს თვეობით (დამოკიდებულია განათებაზე)

მისი ღირებულება amazon.com-ზე $150-ს შეადგენს.

Flex Write Surface-ის დაფა

მართალია დღეს ყველაფერის გაციფრულება შესაძლებელია, მათ შორის სხვადასხვა ტიპის ჩანაწერების, შესასრულებელი სამუშაოების სიის და ა.შ. მაგრამ ზოგჯერ მათი ფიზიკური ჩამოწერა ბევრად პროდუქტიულს გვხვდის. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ Post-It’s Flex Write Surface-ის დაფა. შეგიძლიათ გამოჭრათ ნებისმიერი ფორმისა და ზომის დაფა და მიამაგროთ კედელზე – არ ინერვიულოთ, წებოვანი არ არის და მოხსნის დროს კედლის საღებავს არ გააფუჭებს. მას მოყვება ქსოვილი და წყლის ბოთლი მარტივი გაწმენდისთვის

მისი ღირებულება amazon.com-ზე $40-ია

რაღათქმაუნდა ყურსასმენები

თუ საჩუქრის ადრესატი ხშირად ჩივის გარეთ არსებულ ხმაურზე, რომელიც შეხვედრებზე ხელს უშლის ე.ი მას ხარისხიანი ყურსასმენები ჭირდება და რათქმაუნდა ხარისხზე და ყურსასმენებზე როდესაც ერთდროულად ვსაუბრობთ პირველი Sony გვახსენდება. Sony WH-1000XM5 იდეალური საჩუქარია არა მხოლოდ იმიტომ, რომ იდეალური და ხარისხიანი ხმა აქვს, კარგად გამოიყურება და კომფორტულია, არამედ იმიტომაც, რომ აქვს ხმაურის ჩახშობის განსაკუთრებული ტექნოლოგია რაც მას ერთ ერთ ყველაზე მოთხოვნად ყურსასმენად ხდის.

მისი ყიდვა ამაზონზე $250 არის შესაძლებელი

Fitness ტრეკერი

სახლიდან მუშაობა ხშირად უმოძარაობას ნიშნავს. ამიტომ Fitness tracker -ი საჭირო ნივთია მათთვის ვინც სახლიდან მუშობს. Fitbit Charge 5 ერთ ერთი გამორჩეული ფიტნეს ტრეკერია. აქვს შესანიშნავი და ხარისხიანი ვიზუალი და ყველა ტიპის სმარტფონს უკავშირდება. ნათელი ეკრანი და ბატარიის ხანგრძლივობა მას სხვა მწარმოებლის ტრეკერებისგან ნამდვილად გამოარჩევს. თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ყველა სახლი მეტრიკას: ვარჯიშის სტატისტიკას, კალორიების რაოდენობას, ძილის ანალიტიკას სტრესის დონეს და ა.შ.

Amazon.com-ზე მისი ღირებულბა $150-ს შეადგენს

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს