ბრენდის ცნობადობის გაზომვა საკმაოდ რთულია, თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არაა.
ბრენდის ცნობადობის გაზომვა დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თქვენი ბაზარზე ყოფნა, ხილვადობა, რეპუტაცია და ზრდა.
მარტივად, რომ ავხსნატ ბრენდის ცნობადობა არის ის, თუ რამდენად იცნობს ხალხი/აუდიტორია ბრენდს. მთავარი გამოწვევა ის არის, რომ ცნობადობა ფართო ცნებაა და საკმაოდ ძნელი დასადგენია.
თუმცა, არსებობს რამდენიმე მეტრიკა და KPI, რომლებიც ზომავს ბრენდის ცნობადობას. მათი გამოყენება საშუალებას მოგცემთ გაზომოთ ნებისმიერი ზრდა ან ცვლილება.
1. სოციალური მოსმენა (Social listening)
სოციალური მოსმენა ნიშნავს თვალყური ადევნოთ რამდენად ხშირად ახსენებენ თქვენს ბრენდს სოციალურ მედიაში, რომელ პლატფორმებზეა ყველაზე მეტად ნახსენები, რა დემოგრაფიულ მონაცემებშია აღნიშნული ბრენდი ყველაზე მეტად და არის თუ არა ნახსენები დადებითად (ან უარყოფითად). სოციალური მედიის მენეჯმენტის ინსტრუმენტებს (მაგალითად Hootsuite.com) შეუძლიათ ავტომატურად ნახონ ეს მონაცემები და გაგიზიარონ თქვენთვის სასურველ ფორმატში. საინფორმაციო დაფებსა და ანგარიშებში, ასე რომ, უფრო ადვილი იქნება შაბლონებისა და ტენდენციების თვალყურის დევნება.
როგორ გავზომოთ:
რაოდენობა: პირველ რიგში უნდა გავზომოთ, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც მოიხსენია თქვენი ბრენდის სახელი ონლაინ და ასევე მნიშვნელოვანია რა რაოდენობამ ნახა ბრენდის სახელი. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი პოზიტიური ხსენება კარგია, ხსენებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, თუ ის გაზიარებულია ანგარიშის მიერ, რომელსაც მიმდევრების დიდი რაოდენობა ჰყავს.
განწყობის ქულა: სოციალური მოსმენის ხელსაწყოები იყენებენ სპეციალურ ალგორითმებს იმის დასადგენად, არის თუ არა სოციალური პოსტი დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური. ეს გეხმარებათ თქვენი ბრენდისა და პროდუქტების გარშემო საზოგადოების საერთო განწყობის შეფასებაში, რაც დაგეხმარებათ პოტენციური პრობლემების მონიშვნაში და თქვენი შეთავაზებების გაუმჯობესებაში მომხმარებლის საჭიროებებზე დაყრდნობით.
პრომოუტერის წმინდა ქულა: ეს მეტრიკა ზომავს რამდენად სავარაუდოა, რომ კლიენტებმა რეკომენდაცია გაუწიონ თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას.
2. ბრენდირებული ძიების მოცულობა
კონკრეტული ბრენდის შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის შეფასების კარგი მეთოდია ბრენდირებული ძიების მოცულობის შეფასება, ანუ რამდენი ადამიანი ეძებს თქვენი კომპანიის სახელს და მათთან დაკავშირებულ საკვანძო სიტყვებს.
როგორ გავზომოთ:
SEO ინსტრუმენტების გამოყენებით (როგორიცაა Ahrefs, Semrush და Moz), შეგიძლიათ გაიგოთ, რამდენჯერ იძებნება თქვენი ბრენდის სახელი ყოველთვიურად და ასევე მიიღოთ ინფორმაცია მაძიებლების შესახებ, მაგალითად, რომელი ქვეყნიდან არიან ისინი და რა მოწყობილობებს იყენებენ ძიების დროს.
3. Direct ტრაფიკის ცვლილება
თუ თქვენს საიტზე Direct ტრაფიკი იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები პირდაპირ შემოდიან თქვენს საიტზე ყოველგვარი სხვა ბმულების გარეშე, უმეტეს შემთხვევაში ესენია არიან ადამიანები, რომლებმაც იციან თქვენი ბრენდის შესახებ და პირდაპირ აკრიფეს თქვენი ვებ გვერდის მისამართი ბრაუზერში.
პირდაპირი ტრაფიკის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი ბრენდის ცნობადობა იზრდება.
როგორ გავზომოთ:
Google Analytics ან მსგავსი ხელსაწყოს გამოყენებით, თვალყური ადევნეთ პირდაპირი ტრაფიკის ზრდას.
4. ბექლინკების რაოდენობა
Backlinks არის ბმულები თქვენს საიტზე სხვა დომენებიდან. თქვენი საიტის ბმულებს ბევრი რამის თქმა შეუძლია იმის შესახებ, თუ რამდენად პოპულარულია თქვენი ბრენდი და კიდევ უკეთესი, სად არის თქვენი ბრენდი ყველაზე პოპულარული.
Backlink-ის რაოდენობამ შეიძლება გაჩვენოთ ბრენდის ცნობადობის დონე, მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, თუ საიდან მოდის ეს ბმულები.
როგორ გავზომოთ:
ბექლინკის შემოძმება შესაძლებელია SEO ინსტრუმენტების გამოყენებით (Ahrefs, Moz და Semrush), თვალყური ადევნეთ თქვენი backlink ზრდას თვიდან თვემდე.
5. მედია გაშუქება
თქვენ უნდა აკონტროლეთ, რამდენად ხშირად ახსენებენ თქვენს ბრენდს სხვადასხვა მედია საშუალებები ორგანულად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც დაგეგმილი გავქთ დიდი მარკეტინგული კამპანია.
როგორ გავზომოთ:
ისეთი ხელსაწყოს გამოყენებით, როგორიც არის Ahrefs ან Moz, მოძებნეთ თქვენი ბრენდის სახელი საძიებო ოპერატორის მეშვეობით, როგორიცაა yourbrandname -site:yourdomain.com, რათა იპოვოთ ყველა ის მედია საშუალება, რომელმაც თქვენი ბრენდი ონლაინ მოიხსენია.
თვალყური ადევნეთ ხსენებების რაოდენობას თვეების განმავლობაში, რათა ნახოთ, როგორ იზრდება ეს რიცხვი.