სოციალური მედიის აუდიტი – რა და როგორ?

Facebook, Instagram, TikTok, Pinterest, YouTube, LinkedIn, X და ა.შ. —დღეს სოციალური მედიის პლატფორმების რაოდენობა ძალიან ბევრია და თითოეული მათგანის თვალყურის დევნა რთული ხდება.

პრობლემა (და ამავდროულად უპირატესობა) ისაა, რომ თითოეულ პლატფორმას აქვს საკუთარი უნიკალური ღირებულება და აუდიტორია, ამიტომ არცერთი მათგანი არ უნდა უგულებელყოთ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე ტაქტიკას ყველა პლატფორმაზე ვერ გამოიყენებთ და ერთნაირ შედეგებს ვერ მიიღებთ.

სოციალური მედიის აუდიტი გიჩვენებთ, რამდენად ეფექტურად იყენებთ თითოეულ სოციალურ არხს. ის ასევე გაძლევთ საშუალებას, შეწყვიტოთ დროის და რესურსების ხარჯვა ისეთ პლატფორმებზე, რომლებზეც შედეგები არ გაქვთ.

და მაინც, საიდან უნდა დავიწყოთ? ჩვენ გთავაზობთ სოციალური მედიის აუდიტის შაბლონს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სოციალური არხების ანალიზში.

შაბლონის სანახავად დაკლიკეთ ლინკზე: ლინკი

პირველი გვერდი გეხმარებათ თქვენი ყველა სოციალური მედიის მთლიან შედეგები ნახოთ. მეორე ჩანართი კი ინდივიდუალური სოციალური პროფილებისთვის შაბლონებს წარმოადგენს—უბრალოდ დააწკაპუნეთ Platform 1-ის ტაბს, მაუსის მარვენა ღილაკით და დააჭირეთ Duplicate, რათა შექმნათ ახალი ფურცელი, შემდეგ გადარქვით სახელი თქვენი არხებისთვის.

როგორ გამოვიყენოთ სოციალური მედიის აუდიტის შაბლონი გადადით ზემოთ მითითებულ ლინკზე, გახსენით File – make a copy და შაბლონი უკვე რედაქტირებადი იქნება. შაბლონი საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია—უბრალოდ შეავსეთ თითოეული უჯრა არსებული ინფორმაციის მიხედვით.

როგორ ჩავატაროთ სოციალური მედიის აუდიტი: 7 ნაბიჯი

თუ უკვე ჩამოტვირთეთ აუდიტის შაბლონი, შეგიძლიათ გამოიყენოთ და შაბლონის მიხედვით შეავსოთ ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ასევე გთავაზობთ სოციალური მედიის აუდიტის პროცესის ზოგად მიმოხილვას.

1. KPIs განსაზღვრა

კითხვა: როგორ გავიგოთ, წარმატებულია თუ არა კამპანია?

პასუხი: ვერ გაიგებთ, თუ არ იცით, რა შედეგების მიღწევა გსურთ.

გაყიდვებზე ორიენტირებული KPIs დადგენა თავიდანვე გაძლევთ კონკრეტულ მეტრიკას წარმატების შესაფასებლად. სოციალური კამპანიები ბუნებით სუბიექტურია, ამიტომ წარმატების გაზომვა საშუალებას გაძლევთ გარდაქმნათ მონაცემები ისეთ დასკვნებად, რომლებიც თქვენს ბრენდის მიზნებთან არის დაკავშირებული.

ქვემოთ გთავაზობთ იმ ტიპის KPIs, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა პლატფორმების მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ ტერმინოლოგია შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს პლატფორმის მიხედვით, მაგრამ კონცეფციები უნივერსალურია.

ბაზრის პოტენციალის მეტრიკები

  • Impressions: რამდენჯერ აჩვენეს მომხმარებლებს თქვენი კონტენტი
  • Reach: უნიკალური მომხმარებლების საერთო რაოდენობა, რომლებმაც ნახეს თქვენი კონტენტი
  • გამომწერები(Followers): ანგარიშების საერთო რაოდენობა, რომლებიც გამოწერილია თქვენს არხზე
  • გამომწერთა ზრდის ტემპი(Follower growth rate): გამომწერთა ზრდის ტემპი კონკრეტულ პერიოდში

ჩართულობის მეტრიკები

  • მოწონებები: რამდენჯერ მიიღეს თქვენმა პოსტებმა “მოწონება”
  • კომენტარები: რამდენი კომენტარი გაკეთდა თქვენს პოსტებზე
  • გაზიარებები: რამდენჯერ გააზიარა ვინმემ თქვენი კონტენტი
  • Engagement rate: სრული ჩართულობა (ყველანაირი ტიპის ჩართულობა) გაყოფილი ჩვენებებზე

კონვერსიის მეტრიკები

  • Click-through rate (CTR): მომხმარებლების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც დააკლიკეს თქვენს პოსტში მოცემულ ბმულს
  • Conversion rate: ვებგვერდის ვიზიტორების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც სოციალური მედიის საშუალებით აღწევენ სასურველ მოქმედებას (მაგ., შეძენა, რეგისტრაცია, კონტაქტი ან ჩამოტვირთვა)
  • Return on investment (ROI): შემოსავალის, რომელიც გენერირებულია სოციალური მედიის მეშვეობით, შედარება ლიდების გენერაციისა და კამპანიის შესრულების ხარჯებთან
  • Cost per acquisition (CPA):: ახალი მომხმარებლის მოყვანის ღირებულება სოციალური მედიის მეშვეობით

მომხმარებლის კმაყოფილების მეტრიკები

  • მომხმარებლის სენტიმენტი: მომხმარებელთა გამოხმაურებისა და აზრების ანალიზი
  • სოციალური მედიის ხსენებები: რამდენჯერ მონიშნეს თქვენი ანგარიში ან მოიხსენიეს თქვენი ბრენდი
  • Net Promoter Score (NPS): მომხმარებელთა ლოიალობისა და თქვენი ბრენდის სოციალურ მედიაში რეკომენდაციის ალბათობის გაზომვა

2. მოაქციეთ თქვენი სოციალური მედიის პლატფორმები ერთ სივრცეში

წინსვლისთვის, უნდა იცოდეთ სად იმყოფებით.

თქვენ დაგჭირდებათ გარკვეული სახის სივრცე სადაც თავს მოუყრით ყველა თქვენს სოციალურ პლატფორმას და გაზომავთ მათ მნიშნელოვან პარამეტრებს. სწორედ ამას გთავაზობთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სოციალური მედიის აუდიტის შაბლონი, რადგან ის გაძლევთ სტრუქტურულ, ვიზუალურად გამარტივებულ გზას, რათა ჩამოთვალოთ ძირითადი დეტალები და მეტრიკები თქვენი ყველა აქტიური სოციალური მედიის ანგარიშისთვის.

მას შემდეგ, რაც ყველა თქვენს ანგარიშს ერთ დოკუმენტში მოაქცევთ, უნდა შეიყვანოთ ყველა შესაბამისი ძირითადი ინფორმაცია და მეტრიკები მათ შესახებ, რომლებიც თქვენი KPIs-თან შესაბამისობას აჩვენებს.

აქ შეგიძლიათ შეადგინოთ ძირითადი აღწერითი ინფორმაცია, როგორიცაა:

  • სახელები ან ანგარიშების სახელები
  • ბიოგრაფიები ან პროფილის აღწერები
  • პროფილის ფოტოების, ფონის და ბანერების შეჯამებითი აღწერები
  • ვერიფიკაციის სტატუსი
  • CTA-ები, ლენდინგ გვერდის ბმულები და მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია
  • ნებისმიერი ჩამოთვლილი ბრენდირებული ჰეშთეგები
  • ვინ არის პასუხისმგებელი ანგარიშზე

3. თვალი ადევნეთ თითოეული პლატფორმის შესრულების მეტრიკებს

გამოიყენეთ პლატფორმის მიერ შემუშავებული ანალიტიკურ ხელსაწყო რათა გაანალიზოთ თქვენი კამპანიის შედეგები.

ასევე, ანალიტიკური ხელსაწყოები გაჩვენებთ თითოეული პლატფორმის ზოგად მიმოხილვას, რომლებიც დაგეხმარებათ შეადაროთ ეს პლატფორმები ერთმანეთს და კონკურენტი კომპანიის პლატფორმებს. ქვემოთ გიზიარებთ რამდენიმე მეტრიკას, რომელთა მიხედვითაც შეგიძლიათ დაიწყოთ აუდიტი:

  • თქვენი პრიორიტეტული KPIs
  • KPIs-ის შედარებითი მაჩვენებლები ბოლო სამი წლის განმავლობაში
  • გამომწერთა სრული რაოდენობა
  • თქვენი სამი ბოლო პოსტის თარიღები
  • პოსტების რაოდენობა კვირაში ბოლო სამი თვის განმავლობაში
  • მოწონებების, კომენტარებისა და გაზიარებების მიხედვით საუკეთესო პოსტები
  • კონტენტის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები

4. თვალყური ადევნეთ თქვენს კონკურენტებს

სასარგებლოა შეისწავლოთ თქვენი კონკურენტების პროფილები. შეიძლება გყავდეთ ორი ტიპის კონკურენტი:

  • ირბი კონკურენტები
    ისინი შეიძლება არ არიან თქვენს ბაზარი პირდაპირი კონკურენტები, მაგრამ თქვენი კომპანიის მსგავს კამპანიებს აკეთებენ.
  • პირდაპირი კონკურენტები
    ესენი არიან ბრენდები, რომელთა პროდუქტები ან მომსახურებები კონკურენციას უწევენ თქვენსას. მათი კამპანიები შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს თქვენი კამპანიებისგან, მაგრამ სამიზნე აუდიტორია ერთი და იგივეა.

ორივე შემთხვევაში, შეგიძლიათ განახორციელოთ კონკურენტების ანალიზი, გამოავლინოთ სამი-ხუთი კონკურენტი ინდუსტრიის და კონტენტის მიხედვით. ჩამოწერეთ მათი სახელები, CTA-ები და ხშირად გამოყენებული ჰეშთეგები. შემდეგ შეგიძლიათ განსაზღვროთ მათი პოსტების სიხშირე, გამომწერები და ტიპური ჩართულობის სტატისტიკა.

5. შეამოწმეთ ბრენდის თანმიმდევრულობა და სიზუსტე

როგორც ნებისმიერი მწვრთნელი, ტრენერი ან თერაპევტი იტყვის, თანმიმდევრულობა არის გასაღები. ეს განსაკუთრებით ეხება იმას თუ, როგორ წარმოგიდგენთ თქვენს ბრენდს.

თქვენი ბრენდი უნდა გამოიყურებოდეს, ჟღერდეს და იყოს აღწერილი ერთნაირად თქვენს თითოეულ პროფილში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლები შეიძლება დაბნეულნი იყვნენ თქვენი ბრენდის ტონით, პროდუქციით ან იმით, თუ როგორ დაუკავშირდნენ კომპანიას. გარდა ამისა, ეს უბრალოდ არაესთეტიკურად გამოიყურება, თუ ერთ პროფილზე გაქვთ ძველი ლოგო, მეორეზე – გაფუჭებული ბმული, ხოლო სხვადასხვა ანგარიშებზე განსხვავებული ბრენდის აღწერები.

პროფილის სურათები, სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია, ყველა ეს ელემენტი უნდა იყოს მაქსიმალურად ერთნაირი ყველა პროფილზე.

6. გამოავლინეთ თქვენი აუდიტორიები

თუ ოდესმე გადასულხართ ერთი TikTok პოსტიდან Facebook-ზე, ან Facebook პოსტიდან LinkedIn-ზე, ალბათ შეგიმჩნეევიათ, რომ ადამიანები, რომლებიც თითოეულზე პოსტავენ, ოდნავ მაინც განსხვავდებიან.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ რასაც პოსტავთ და როგორ პოსტავთ ერთ პლატფორმაზე, შესაძლოა არ იმუშაოს მეორეზე. მაგალითად, X-ზე მომხმარებლები ალბათ ელიან სწრაფ, არაფორმალურ, ნაკლებად განვითარებულ კონტენტს ბრენდებისგან, ხოლო Facebook-ის მომხმარებლები შესაძლოა უფრო მეტად დაინტერესებულნი იყვნენ ფოტოებით და გრძელი ფორმის კონტენტით იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პირადად იცნობენ.

თქვენი შიდა აუდიტებისა და კონკურენტების ანალიზების ნაწილის სახით, თქვენ ასევე უნდა შეაგროვოთ მომხმარებლის მახასიათებლები თითოეული პლატფორმისთვის, რათა იპოვოთ მითითებები მათთან უკეთესი ურთიერთობისთვის. აი რამდენიმე ფაქტორი, რასაც უნდა დააკვირდეთ:

  • დემოგრაფია: მოძებნეთ ისეთ ელემენტები, როგორიცაა ასაკი, სქესი, მდებარეობა და ენის პრეფერენციები.
  • კონტენტის პრეფერენციები: შეადარეთ კონტენტის ტიპები, რომლებიც ყველაზე მეტ ჩართულობას იღებენ თითოეულ პლატფორმაზე.
  • ჩართულობის პატერნები: გაანალიზეთ, როდის არის თითოეული აუდიტორია ყველაზე აქტიური და რა ტიპის კონტენტზე რეაგირებენ.
  • პლატფორმის გამოყენება: განსაზღვრეთ, რომელ პლატფორმებს იყენებს თქვენი მიზნობრივი აუდიტორია ძირითადად—შეიძლება იყოთ Instagram-ზე, მაგრამ თქვენი მიზნობრივი დემოგრაფია უფრო აქტიური იყოს TikTok-ზე.
  • ჰეშთეგები: გააანალიზეთ ჰეშთეგები, რომლებიც თქვენი აუდიტორია იყენებს და რომელზეც რეაგირებენ.

7. გამოიყენეთ მიღებული ცოდნა

მას შემდეგ, რაც ეფექტურად დასრულეთ თქვენი სოციალური მედიის აუდიტი, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიღებული ცოდნის გამოყენება, რათა გამოავლინოთ შესაძლებლობები და შექმნათ სამოქმედო გეგმები. თუ რაიმე შიდა ჩარჩო გაქვთ მიზნების დასადგენად (ვგულისხმობ SMART მიზნებს), შეგიძლიათ აქაც გამოიყენოთ ისინი.

ეს მიზნები ამ ეტაპზე არ უნდა იყოს ჩაკეტილი, მაგრამ თქვენი აუდიტის ფაილი კარგი ადგილია, რათა ჩამოწეროთ მოკლე შენიშვნები ადრეულ ანალიზებზე დაყრდნობით, რომლებსაც მოგვიანებით სრულად ჩამოყალიბებულ კამპანიებად აქცევთ. კიდევ ერთხელ, თუ ეს დაგეხმარებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ შიდა ანალიტიკური ჩარჩოები, როგორიცაა SWOT ანალიზი.

როდესაც თქვენს აუდიტს გადახედავთ, შეეცადეთ მიიღოთ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა:

  • კონკურენტის ანალიზიდან მიღებული ცოდნა
  • პოსტების სიხშირის შესახებ ინფორმაცია
  • ხელიდან გაშვებული ჩართულობის შესაძლებლობები
  • მომხმარებლის ჩართულობის პატერნები
  • განსაკუთრებით წარმატებული პოსტები
  • პლატფორმის მიხედვით ძლიერი და სუსტი მხარეები
  • სხვაობები თქვენს შესრულებასა და კონკურენტების შესრულებას შორის

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს