მენტალური ჯანმრთელობა ბიზნესში

ის რასაც ბევრი ვერ ამჩნევს: ანტრეპრენერი და მისი საქმიანობა შესაძლოა დახასიათდეს როგორც ხშირად ინოვაცია, წარმატება, განვითარება. თუმცა კარიერული განვითარების გარდა, არსებობს ისეთი გამოწვევები, რომელზეც იშვიათად საუბრობენ როგორიცაა სტრესი, უძილობა, პასუხისმგებლობის წნეხი და მარტოობის განცდა. ისევე, როგორც ნებისმიერი წარმატებილი ადამიანი, მათი ცხოვრების საძრიკველი დისციპლინისა და მყარი აზროვნების საფუძველზეა შექმნილი. აქედან გამომდინარე ანტრეპრენერის წარმატებაც არაა გამონაკლისი და დიდწილად დამოკიდებულია შინაგან ბალანსზე. თუ მენტალუი ჯანმრთელობა არაა სტაბილური, ხშირად ბიზნესის კრახია მოსალოდნელი.

სტივ ჯობსის ისტორია: სტივ ჯობსი იყო გენიოსი, მაგრამ მისი არაერთი ბიოგრაფია გვიყვება იმაზე, თუ რამდენად რთული იყო მისთვის ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება. მისი მიდგომა ბიზნესისადმი და სტრესის მართვის უუნარობა ხანდახან თავადვე აზიანებდა გუნდს. საბოლოოდ, კვლავ დასტურდება რომ წარმატება მხოლოდ პროდუქტების ინოვაციაში კი არა, გუნდურ მუშაობაში, ბალანს და შინაგან სიმშვიდეშიც იმალებოდა. ეს ყოველივე არაჩვეულებრივი გაკვეთილია, იმის სასწავლად რომ ანტრეპრენერს და მეწარმეს შეუძლია იყოს გენიალური, მაგრამ თუ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას არ გაუფრთხილდება და გუნდსაც არ შეუწყობს ხელს, ეს ბიზნესზე ცუდად აისახება და შესაძლებელია ფატალურიც აღმოჩნდეს.

მენტალური ჯანმრთელობა ბიზნესისთვის

ასეთი ადამიანის ტვინი მუდმივად მუშაობს გადაჭარბებულ რეჟიმში. ნეირომეცნიერება გვასწავლის, რომ ქრონიკული სტრესი ზრდის კორტიზოლის დონეს, კონცენტრაციას და ხელს უშლის სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. ამიტომ:

1. ძილი ყოველთვის პრიორიტეტი უნდა იყოს – ეს არის ინვესტიცია პროდუქტიულობაში.

2. ფიზიკური აქტივობა, პირდაპირ აისახება მენტალურ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეზე – სპორტი აუმჯობესებს მეხსიერებასა და შემოქმედებითობას.

3. გუნდური მხარდაჭერა აუცილებელია – კარგი გუნდის გარეშე, ნიჭისა და კარგი უნარების მიუხედავადაც კი, ანტრეპრენერი ვერ გაუმკლავდება ყველა პრობლემას დამოუკიდებლად.

მოკლედ რომ ვთქვათ, მენტალური ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჟანგბადივით აუცილებელია. გუნდურობა და ჰარმონია კი ბიზნესში წარმატების საწინდარია. წარმატება და რუტინა არ უნდა იყოს მიზეზი მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებისა, ამიტომ ყოველთვის ეცადეთ პატარა ნაბიჯი მაინც გადადგათ ყოველდღიურად, ასე დოფამინის დონესაც აიმაღლებთ, კორტიზოლი (სტრესი) დაიკლებს და პროდუქტიულობის ხარჯზეც უფრო კარგ შედეგს დადებთ საკუთარ საქმიანობაში.

Previous Article

ეკო-ჰაკათონი Climate Hack.

Next Article

ყველაფერი შეცვალეთ ცოლების და შვილების გარდა: Samsung-ის იმპერიის ისტორია

Write a Comment

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

გახდი FoundersPlus-ის წევრი

„გამოიწერე FoundersPlus - მიიღე ყოველი პოსტი ელფოსტაზე და თვალი ადევნე სხვა საინტერესო სიახლეებს!“
მხოლოდ ინსპირაცია, არანაირი სპამი ✨