დროის ისტორიები: როგორ ვკარგავთ და როგორ ვიმარჯვებთ მასზე

დილაა. მაღვიძარაზე ადრე ვერ დგები. ტელეფონი მაგიდიდან გაძლევს სიგნალით და უცებ ღამის 12 საათზე მიცემული დაპირებები გახსენდება: „ხვალ უფრო პროდუქტიული ვიქნები“. მაგრამ ახლა, როცა სამზარეულოში ყავა ნელა ივსება ფინჯანში და Slack-ის შეტყობინებები გამუდმებით წიკწიკებს, თითქოს დრო ისევ სხვაგან მიედინება.

ზოგჯერ გვგონია, რომ დროის მართვა არის კალენდრის მოწესრიგება ან ახალი აპლიკაციის დაყენება, მაგრამ რეალურად, ის იწყება იქ, სადაც ვსწავლობთ ამბის დანახვას: ვის ვუთმობთ ჩვენს დღეს, რაზე ვამბობთ „დიახ“ და რაზე „არა“.

უხილავი მტაცებლები – დროის ქურდები ჩვენს ყოველდღიურობაში

თუ ამ სტატიას კითხულობ დიდი შანსია ერთ ერთი კომპანიის მენეჯერი იყო, შენი ყოველი დღე იწყება ერთნაირად: დილის ცხრა საათზე ოფისში მიდიხარ, კალენდარი სავსეა შეხვედრებით, დღის ბოლოს კი ისევ ნაცნობი შეგრძნება გეუფლება, რომ „დღეს ვერაფერი მოასწარი“.

თუ ეს გაგამხნევებს, გილოცავ, შენ მარტო არ ხარ – ეს ბევრი ჩვენგანისთვის დამახასიათებელია: დრო იპარება არა დიდი მოვლენებით, არამედ პატარა, შეუმჩნეველი ქურდებით. ერთი შეტყობინება Messenger-ში, ერთი Zoom შეხვედრა, რომელიც „მხოლოდ 15 წუთი უნდა ყოფილიყო“, ერთი ელფოსტა, რომელზეც სასწრაფოდ უნდა გიპასუხა.

Amanda Imber გვახსენებს, რომ დროის მართვა უფრო ხშირად არის „წაშლა“, ვიდრე „ჩაწერა“. როდესაც ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ და ყველა დავალება შევასრულოთ, რეალურად სხვების კალენდრის მიხედვით ვცხოვრობთ. დროის ქურდებს ვერ მოვერევით მანამ, სანამ მათ სახელს არ დავარქმევთ და არ ვაღიარებთ, რომ სწორედ ისინი გვიკარგავენ ცხოვრებას.

„არა“-ს ძალა – მეგობრული ფარი დროის დასაცავად

სოფიო სტარტაპში მუშაობდა და ყველა მისგან ელოდა დახმარებას. მეგობრები, კოლეგები, პარტნიორები – ყველას სჭირდებოდა მისი „5 წუთი“. მალე მიხვდა, რომ ეს „5 წუთი“ ყოველდღე მისი დროის 4–5 საათს იპარავდა.

ერთ დღეს მან გადაწყვიტა პატარა ექსპერიმენტი: ყველა თხოვნაზე, რომელიც მის პრიორიტეტებს არ ემთხვეოდა, უბრალოდ თბილი, მაგრამ მკაფიო „არა“ ეთქვა. თავდაპირველად რთული იყო, მაგრამ რამდენიმე კვირაში დაინახა, რომ „არა“ იყო ყველაზე დიდი დროის საჩუქარი, რომელიც საკუთარ თავს გაუკეთა.

საუკეთესო ადამიანები, რომლებიც დროს ყველაზე ეფექტურად იყენებენ, არ არიან საოცრად ორგანიზებულები, არც მაგიურ ინსტრუმენტებს იყენებენ. ისინი უბრალოდ ახერხებენ თავაზიანად თქვან: „ეს ჩემთვის ახლა პრიორიტეტი არ არის“.

„არა“-ს თქმა უხეშობა არაა. ესაა შენი დროის დაცვაა. შენი დღის ერთგვარი „ფარი“, რომელიც გაფრთხილებს, რომ ყოველი „დიახ“ ავტომატურად სხვა რამეს „არა“-ს ნიშნავს.

შეხვედრების კულტურის გადარჩენა

ვფიქრობთ, შეხვედრები კომპანიების ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ სინამდვილეში ისინი ხშირად იმ ადგილად იქცევა, სადაც დრო ყველაზე უმოწყალოდ იკარგება.

ერთ საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც კვლევებს ატარებდა, აღმოაჩინეს, რომ თანამშრომლები წელიწადში დაახლოებით 1200 საათს ატარებდნენ შეხვედრებში, რომელთა ნახევარსაც შედეგი არ მოჰქონდა. ერთმა გუნდმა ექსპერიმენტი ჩაატარა: თუ შეხვედრას არ ჰქონდა დღის წესრიგი, ის ავტომატურად იშლებოდა.

შედეგი საოცარი იყო — ორი თვეში გუნდის პროდუქტიულობა თითქმის 30%-ით გაიზარდა. თანამშრომლები ერთმანეთს ხვდებოდნენ მხოლოდ მაშინ, როცა იცოდნენ რატომ იკრიბებოდნენ.

ეს ისტორია გვასწავლის: შეხვედრას აზრი აქვს მაშინ, როცა ის გადაწყვეტილებას ან ახალ იდეას ქმნის. დანარჩენი შემთხვევებში ის უბრალოდ დროს გვართმევს.

დრო როგორც ინვესტიცია, არა როგორც ხარჯი

უნდა გვესმოდეს განსხვავება დროის „ხარჯვასა“ და „ინვესტიციას“ შორის.

  • დროის ხარჯვაა უსასრულო სკროლვა სოციალურ ქსელში.
  • დროის ინვესტიციაა ის რამდენიმე საათი, რასაც საკუთარ განვითარებაში ან ახალი უნარის შესწავლაში ვდებთ.

თუ დროის ინვესტიციას ისე შევხედავთ, როგორც ფულს ბანკში, მაშინ ნათელი გახდება, რომ „ინვესტირებული წუთები მომავალში სარგებელს მოიტანს“.

მცირე ჩვევები, დიდი შედეგები

შეიძლება შენი ცხოვრება საკმაოდ ქაოსური იყოს – სამსახური, სასწავლებელი, შვილები და ა.შ. შეიძლება მუდამ ღამე მუშაობდე და დილით დაღლილი იღვიძებდე – საბოლოო შედეგი? “გადაწვა”

მაგრამ მოდი საცდე – 20 წუთი ადრე დაწექი და დილით 20 წუთი მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმე. თავიდან ეს უმნიშვნელოდ მოგეჩვენება, მაგრამ მალე მიხვდები, რომ ამ პატარა ჩვევა შენს ენერგიას შეცვლის. შენი დღე აღარ დაიწყება ქაოსით – არამედ გონივრული ფოკუსით.

დროის მართვა ენერგიის მართვის გარეშე შეუძლებელია.

  • თუ დაღლილი ხარ, 3 საათი შეიძლება გავიდეს ისე, რომ ერთი დავალებაც არ შეასრულო.
  • მაგრამ ენერგიის მართვისას 30 წუთში მეტ შედეგს მიაღწევ.

ეს ნიშნავს, რომ დროის მართვის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი შეიძლება აპლიკაცია ან კალენდარი არ იყოს, არამედ უბრალო ჩვევა: ძილი, მცირე პაუზა, სუნთქვის ვარჯიში.

დრო როგორც სერია არჩევანებისა

დროის მართვა არ არის მაგიური ფორმულა. ეს არის სერია ყოველდღიური არჩევანების:

  • ვის ვუსმენთ და ვის არა.
  • რაზე ვამბობთ „დიახ“ და რაზე „არა“.
  • რას ვთვლით ინვესტიციად და რას – ხარჯად.
  • სად ვხარჯავთ ენერგიას და სად ვზოგავთ.

დროის მართვა არ ნიშნავს, რომ უნდა ვცხოვრობდეთ რკინის კალენდრით. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღე შეგნებულად უნდა გადავწყვიტოთ: რა ისტორიას ვწერთ ჩვენი დროით?

დაიწყე ერთი პატარა ცვლილებით – დღეში 15 წუთით საკუთარი პრიორიტეტებისთვის გამოყოფილი დროით და მალე დაინახავ, რომ სხვა ყველაფერიც თანდათან თავის ადგილას დადგება.

Previous Article

ყველაფერი შეცვალეთ ცოლების და შვილების გარდა: Samsung-ის იმპერიის ისტორია

Next Article

რა არის Nano Banana? Google-ის ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელი სურათების რედაქტირებისა და გენერაციისთვის

Write a Comment

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

გახდი FoundersPlus-ის წევრი

„გამოიწერე FoundersPlus - მიიღე ყოველი პოსტი ელფოსტაზე და თვალი ადევნე სხვა საინტერესო სიახლეებს!“
მხოლოდ ინსპირაცია, არანაირი სპამი ✨