ვიზუალური კომუნიკაცია ბიზნესში მხოლოდ გრაფიკები ან ლოგოები არაა, არაერთხელ დამტკიცებულა ის ფაქტი, რომ სწორი ვიზუალური აღქმა პროცენტულად წარმატების ნახევარზე მეტს იკავებს, სწორედ ამიტომ დღეს დიდი ყურადღება ეთმობა ვიზუალის გამარტივებასა და დახვეწას, თუმცა ეს საქმე საკამოდ რთული და საპასუხისმგებლოა, ბევრი პატარა დეტალის გამო, როგორებიცაა: ფერი, ფორმა, ზომა თუ სტრუქტურა რომელიმე სხეულისა. ეს დებულება მტკიცდება მეცნიერულადაც, ნეირომეცნიერების კვლევები აჩვენებს, რომ ტვინი ვიზუალს ტექსტზე ბევრად უფრო სწრაფად აღიქვამს. სწორად შერჩეული ფერები, ფორმები, გრაფიკები და დიაგრამები პირდაპირ გავლენას ახდენს: მომხმარებელთა აღქმაზე, გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეზე და გუნდის შიდა კომუნიკაციის ეფექტურობაზე. ვიზუალი ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია დადებითი გავლენისთვის.
ამი ბალიეტი თვალისა და ტვინის ვიზუალიზაციის რეალური შედეგის არაჩვეულებრივი მაგალითია. ის ამერიკელი მეწარმე და ვიზუალური კომუნიკაციის ექსპერტია, რომელიც ცნობილია თავისი კომპანიის Killer Visual Strategies-ის სახელით, რომლის მისიაც ვიზუალური სტრატეგიების შექმნააა, ისინი ეხმარებიან ბრენდებს ეფექტურად კომუნიკაციაში, შემოსავლის გაზრდაში და პოპულარიზაციაში. ამი ბალიეტის გამოცდილება აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ვიზუალურ კომუნიკაციას პირდაპირ გავლენა მოახდინოს ბიზნესში, ეს ყველაფერი კი მისი არაერთი წარმატებით მტკიცდება: ოთხი წლის განმავლობაში იგი Inc. 5000 სიაში მოხვდა (ამერიკის ყველაზე სწრაფად მზარდი კერძო კომპანიების შორის.), მიიღო 30-ზე მეტი ჯილდო ვიზუალური კომუნიკაციაში და გლობალური აღიარებაც SXSW, Adobe MAX და SMX Advanced კონფერენციებზე.
რა ხდის ამის წარმატებულს?
• მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტი: მაღალი ხარისხის გრაფიკა ზრდის მომხმარებლის ჩართულობას.
• ინტერაქტიული გამოცდილებები: ვიზუალი, ეხმარება მომხმარებელს პროდუქტის ღირებულების სრულ დანახვაში, რაც მას უბიძგებს შეძენისკენ.
• მონაცემთა ვიზუალიზაცია: გრაფიკულად წარმოდგენილი რთული მონაცემები ხელს უწყობს სწრაფ და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.
ნეირო ვიზუალური ტექნიკები – როგორ “კითხულობს” ტვინი ვიზუალს
ვიზუალური მონაცემების აღქმა 60,000-ჯერ უფრო ჩქარა ხორციელდება, ვიდრე ტექსტური გრაფიკის შემხვევაში. პრეზენტაციების, pitch-ებისა და პროდუქტის დემონსტრაციის მთავარი შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ გრაფიკები, ფერები და ფორმები. ისინი პირდაპირ ახდენენ ნეირომარკეტინგულ გავლენას მომხმარებელზე და ამავდროულად ზრდიან გუნდის მობილიზაციას. ვიზუალური ელემენტები ასევე ხელს უწყობენ ქვეცნობიერ გადაწყვეტილებებს ვინაიდან აუმჯობესებენ აღიქვან სერვისი თუ პროდუქტი მთლიანობაში..
ნეირო რჩევები: გამოიყენეთ სწორი ფერები, მაგალითისთვის წითელი იწვევს ყურადღებას, ლურჯი ასახავს სანდოობას და სტაბილურობას. მარტივი ფორმები და დიაგრამები საშუალებას აძლევს ტვინს სწრაფად დააკავშიროს ინფორმაცია და სტრუქტურა. რთული მონაცემებისთვის გამოიყენეთ ინფოგრაფიკები, რომლებიც ვიზუალიზაციით პროცესს მარტივს ხდის და გადაწყვეტილებების მიღებას აჩქარებს. კონტრასტული ფერები და სქელი ხაზები კი ზრდიან ყურადღების ფოკუსს და აუმჯობესებენ ინფორმაციის ათვისებას.
ვიზუალური კომუნიკაცია ბიზნესში არა მხოლოდ სილამაზის, არამედ ტვინის ეფექტური მუშაობის ინსტრუმენტია. სტრატეგიულად შერჩეული ვიზუალები ზრდის გადაწყვეტილებების სისწრაფეს, აუმჯობესებს მომხმარებელთა აღქმას და გუნდური კომუნიკაციას.