რა არის და როგორ შევქმნათ ე.წ. Landing Page-ი

რა არის ლენდინგ გვერდი

თუ ოქსფორდის ლექსიკონს დავუჯერებთ, Landing Page არის “ჩვეულებრივ ვებსაიტის მთავარი გვერდი”, მაგრამ Მთლად ასე არა. ლენდინგ გვერდი რეალურად არის ინდივიდუალური ვებ გვერდი, რომლებიც შექმნილია ერთი პროდუქტის ან სერვისის პოპულარიზაციისთვის.

წარმოიდგინეთ, რომ ქართული სამზარეულოს შესახებ უშვებთ კულინარიულ წიგნს და გადაწყვიტეთ ამ წიგნის პოპულარიზაცია. ამისთვის თქვენ უნდა შექმნათ landing page და განათავსოთ ინფორმაცია თქვენი წიგნის შესახებ, ლენდინგ ფეიჯზე განათავსებთ ლამაზ ილუსტრაციებს და რამოდენიმე საინტერესო რეცეპტს თქვენი წიგნიდან და რაც მთავარია, აუცილებლად უნდა დაამატოთ რეგისტრაციის ფორმა, სადაც ხალხი დარეგისტრირდება, რათა პირველებმა გაიგონ როდის დაიწყება თქვენი წიგნის გაყიდვა. ეს ადამიანები არიან ე.წ. ლიდები, ადამიანები რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული სამზარეულოთი და სავარაუდოდ, მზად არიან თქვენი წიგნი იყიდონ.

რათქმაუნდა, ზოგადად ვებსაიტს შეუძლია ამ ყველაფერის გაკეთება, მაგრამ პერსონალურად შემუშავებული Landing Page უფრო ეფექტურია, რადგან ორიენტირებულია ერთ პროდუქტზე. მარტივად რომ ავხსნათ, Landing Page არის გვერდი, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტული ინფორაციის გავრცელებაზე.

რომ შევაჯამოთ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია Landing Page-ს თქვენი პროდუქტისთვის?

  • ეს არის მარტივი გვერდი, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული პროდუქტს კონკრეტულ სამიზნე ჯგუფში პოპულარიზაციას.
  • სიჩქარე – ლენდინგ გვერდების შექმნა ბევრად უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე ვებსაიტების.
  • მოქნილობა – პროდუქტის ან სერვისის სამიზნე აუდიტორიამდე მიტანის გარდა, Landing გვერდები ასევე დაგეხმარებათ მოახდინოთ სხვადასხვა ივენთების პოპულარიზაცია, მისცეთ საშუალება დაინტერესებულ ადამიანებს დარეგისტრირდნენ ღონისძიებებზე, ტრენინგებზე და ა.შ., მისცეთ მომხმარებლებს თქვენი აპლიკაციის ან eBook ის ჩამოტვირთვის შესაძლბელობა. მსგავსი გვერდები ასევე დაგეხმარებათ იდეის დადასტურებაშიც. თუ თქვენ აპირებთ გამოსცეთ კულიანრიული რეცეპტების წიგნი, თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლის ჩართულობა და ინტერესი პირველ რიგში გაზომოთ Landing Page-ის საშუალებით და მიიღოთ მათგან უკუკავშირი.
  • პერსონალიზაცია და ოპტიმიზაცია – Landing გვერდების შემქმნელი აპლიკაციების უმეტესობა საშუალებას გაძლევთ დააკოპიროთ გვერდი, განახორციელოთ თქვენთვის სასურველი ცვლილებები და რამდენიმე წუთში გამოაქვეყნოთ გვერდის ახალი ვერსია. შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ A/B ტესტირება მცირე ცვლილებების შესატანად – ვთქვათ, რეგისტრაციის ღილაკი ერთ ვერსიაზე გააკეთოთ წითლად, ხოლო მეორე ვერსიაზე მწვანედ და დააკვირდეთ სტატისტიკას, რომელი უფრო იმუშვებს.
  • საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – ადამიანები თავად აღმოაჩენენ თქვენს პროდუქტს. ისინი მოძებნიან “ქართული სამზარეულოს რეცეპტს” და თქვენი გვერდი გამოჩნდება მოწინავე პოზიციაზე, Landing page ებით და შესაბამისი ოპტიმიზაციით, თქვენ გაქვთ შანსი იყოთ Google-ის ძიების შედეგის მოწინავე პოზიციებზე.

და ბოლოს, მთავარი: მსგავსი გვერდები უბიძგებენ ვიზიტორებს გააკეთონ ის, რაც თქვენ გსურთ – შეავსონ ონლაინ ფორმა, ჩამოტვირთონ თქვენი აპლიკაცია, დაჯავშნონ ბილეთები, დაესწრონ თქვენს ღონისძიებას და სხვა.

როგორ შევქმნათ Landing გვერდები

ზოგადად ვებსაიტის შექმნა აღარ არის განსაკუთრებით რთული ამოცანა, მაგრამ თუ გადავხედავთ ლენდინგ გვერდების უმეტესობას, ისინი შედგებიან საკმაოდ მოცულობითი ტექსტებით, სურათებით და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ვებსაიტის შექმნა ტექნიკურად ყველასთვის ხელმისაწვდომია, სურათების და ტექსტების არჩევა და მორგება საკმაოდ შრომატევადი საქმეა, დღეს ხელმისაწვდომია ლენდინგ ფეიჯების შესაქმნელი აპლიკაციები, რომლებიც ვიზუალზე და ტექსტებზე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით “ზრუნავენ”

ჩვენს მკითხველს საკმოდ ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ ხელოვნურ ინტელექტზე, საინტერესო AI ხელსაწყოებზე და ა.შ.

AI ხელსაწყოები არც ლენდინგ ფეიჯის შექმნაში დაგტოვებენ მარტოს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ გაამარტივოთ ყველაფერი, საიტის დიზაინიდან ტექსტით დამთავრებული. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე აპლიკაციას, რომელიც AI-ს დახმარებით landing page ის შექმნაში დაგეხმარებათ:

Jimdo

Jimdo იყო ერთ-ერთი პირველი AI ვებსაიტების შემქმნელი. მან 2017 წელს გამოუშვა თავისი ხელოვნური ინტელექტის რედაქტორი, სახელად Jimdo Dolphin, თუმცა, როგორც ჩანს, ის ხელმისაწვდომი აღარაა.

საიტის შექმნის პროცესს თქვენ იწყებთ გამზადებული თემის არჩევით, ან Jimdo-სთვის დავალების მიცემით – Jimdo შემოგთავაზებთ სტილს, ფერთა პალიტრას და ა.შ. Wix-ის მსგავსად, jimdo-ს რედაქტორის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ ტექსტის და სურათების რედაქტირება, ასევე სხვადასხვა მოდულების, მაგალითად ჯავშნის მიღების მოდული, კონტაქტის მოდული და ა.შ. კონფიგურაცია. სიმართლე რომ ვთქვათ, მისი AI ნაკლებად გამოსადეგია ტექსტის და სურათების გენერაციისთვის, თუმცა ფასიდან გამომდინარე საკმაოდ კარგი და საინტერესო ხელსაწყოა Landing Page ების შესაქმნელად. მისი ღირებულება კი $9/თვე-დან იწყება.

Unbounce

Unbounce ერთ ერთი საუკეთესო AI ხელსაწყოა, რომელიც თქვენს ბიზნესზე მორგებულ Landing Page -ს რამდენიმე წუთში შექმნის. მისი რედაქტორი საშუალებას გაძლევთ შექმნათ ლამაზი, მაღალი ხარისხის გვერდები რამდენიმე წუთში, ხოლო მისი Smart copy ფუნქცია გეხმარებათ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მარტივად შექმნათ ტექსტები.

ამას გარდა, Unbounce ანალიტიკის მძლავრ ინსტრუმენტსაც გთავაზობთ.

რაც შეეხება ღირებულებას – მისი ფასი $99/თვე-დან იწყება. მიუხედავად მაღალი ფასისა, unbounce ერთ ერთი ყველაზე პოპალური ხელსაწყოა მისი მრავალფეროვანი ფუნქციების გამო.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს