როგორ დავიმახსოვროთ სწრაფად: დამახსოვრების 11 ტექნიკა

ჩვენი მეხსიერება არის ჩანაწერი ჩვენს ტვინში იმის შესახებ, რაც მოხდა წარსულში

Daphna Shohamy

ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული How Memory Works-ის მიხედვით, არსებობს „სამი ძირითადი პროცესი, რომელიც ახასიათებს მეხსიერების მუშაობას: კოდირება, შენახვა და გახსენება“.

  • კოდირება ეხება იმას, თუ როგორ სწავლობთ და გესმით ინფორმაცია. როდესაც ამ ინფორმაციას ანიჭებთ ემოციებს და მნიშვნელობას, რომელსაც სემანტიკურ კოდირებად მოიხსენიებენ, უფრო სავარაუდოა, რომ დაიმახსოვროთ და მოგვიანებით მარტივად გაიხსენებთ.
  • შენახვა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენი ინფორმაცია ინახება თქვენს ტვინში, სად და რა დროით. შეგვიძლია გამოვყოთ მეხსიერების ორი ტიპი: მოკლევადიანი მეხსიერება (STM) და გრძელვადიანი მეხსიერება (LTM).
  • გახსენება ეხება იმას, თუ როგორ წვდებით თქვენს მოგონებებს.

როგორ მუშაობს გახსენება?

მოკლევადიან მეხსიერება ეს ის ადგილია, სადაც თქვენი ტვინი დროებით ინახავს ინფორმაციას (დაახლოებით 15-დან 30 წამამდე), სანამ ან გააუქმებს მას ან გადაიტანს თქვენს გრძელვადიან მეხსიერებაში.

თქვენს გრძელვადიან მეხსიერებაზე წვდომის თვალსაზრისით, თქვენს ტვინს ამის გაკეთების ოთხი გზა აქვს: გახსენება, შეგროვება, ამოცნობა და ხელახალი სწავლა. როგორ გაიხსენებს თქვენი ტვინი ინფორმაციას, დამოკიდებულია გარე მინიშნებების მრავალფეროვნებაზე.

ამ ყველაფერის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მეხსიერების გაუმჯობესება და აი როგორ:

მნემონიკური მეთოდები


Mnemonic ტექნიკა არის დასწავლის სტრატეგიები, რომლებიც გამოიყენება მეხსიერების გასაძლიერებლად. ყველაზე გავრეცელებლული მნემონიკური ტექნიკებია:

  1. აკრონიმები და აკროსტიქები
    ეს მეთოდი გულისხმობს ახალი სიტყვის ან სიტყვების ჯგუფის შექმნას თითოეული სიტყვის პირველი ასოს აღებით და მათი შეთავსებით.

მაგალითად, ჩვენი მზის სისტემის პლანეტების სახელების დასამახსოვრებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს აკროსტიკული მნემონიკა: “mvery educated mother just served unoodles.” ამ მაგალითში, თითოეული სიტყვის პირველი ასო შეესაბამება თითოეული პლანეტის დასახელების პირველ ასოს.

  1. მუსიკალური მნემონიკა
    შენ შეიძლება იცოდე House of Pain’s Jump Around-ის ყველა სიტყვა – თუმცა არ გახსოვდეს, რა დაგაბარეს სურსათის მაღაზიაში საყიდლად. რატომ? იმიტომ, რომ მელოდიური სიმღერის დამახსოვრება უფრო ადვილია, ვიდრე უაზრო სიტყვების ან გრძელი სტრიქონის დამახსოვრება, მაგალითად, საყიდლების სიის.

შემდეგ ჯერზე, როცა რაიმეს დამახსოვრება მოგიწევთ, სცადეთ ამ ინფორმაციის დაკავშირება უკვე ნაცნობ მელოდიასთან.

  1. რითმიანი მნემონიკა
    მუსიკალური მნემონიკის მსგავსად, რითმიანი მნემონიკა გეხმარებათ ინფორმაციის დამახსოვრებაში. თუმცა, უნდა ვაღიარო რომ მე პირადად ჭკვიანური რითმები ბუნებრივად არ მომდის. თუ თქვენც იგივე სიტუაციაში ხართ, პატარა ხრიკს გასწავლით: გამოიყენეთ ChatGPT 🙂
  1. Chunking 
    ოდესმე გაგიმეორებიათ ტელეფონის ნომერი ხმამაღლა ნომრების დაჯგუფებით? მაგალითად, “ექვსი, ოთხი, შვიდი, სამჯერ ხუთი, თერთმეტი, ოცდაერთი” (ნაცვლად “6-4-7-5-5-5-1-1-2-1”). ეს არის დანაწევრება. ეს არის კიდევ ერთი მნემონური მეთოდი, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის ცალკეული ნაწილების დაჯგუფებას.

ეს მეთოდი არ შემოიფარგლება მხოლოდ რიცხვების დამახსოვრების ხელშეწყობით. Chunking-ის კიდევ ერთი პრაქტიკული გამოყენება იქნება თქვენი სასურსათო სიაში არსებული ნივთების დაჯგუფება, ან თუ ახალ ენას სწავლობთ, ახალი ლექსიკური სიტყვების დაჯგუფება კატეგორიების მიხედვით.

  1. მეხსიერების სახლი
    ეს ტექნიკა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ლოკის მეთოდი, არის კიდევ ერთი პოპულარული მნემონიკური სტრატეგია. იგი გულისხმობს თქვენთვის ნაცნობი ფიზიკური სივრცის გონებრივ გამოსახვას (მეხსიერების სახლი) და სურათების „განთავსებას“ სხვადასხვა წერტილებში, რომლებიც წარმოადგენენ თქვენს დამახსოვრებულ ინფორმაციას. როდესაც თქვენ გჭირდებათ ამ ინფორმაციის გახსენება, უბრალოდ წარმოიდგინეთ თქვენი მეხსიერების სახლი და ამოიღეთ იგი.

აი, როგორ შექმნათ და გამოიყენოთ თქვენი საკუთარი მეხსიერების სახლი:

  • შეარჩიეთ თქვენთვის ნაცნობი სივრცე (მაგალითად, თქვენი ბავშვობის სახლი ან მარშრუტი, რომლითაც სამუშაოდ მიდიხართ) და შექმენით მისი გონებრივი რუკა.
  • განსაზღვრეთ განსხვავებული ადგილები თქვენს სახლში. გონებრივად გაიარეთ თქვენი სახლი და შეარჩიეთ სხვადასხვა ადგილები, სადაც შეგიძლიათ „განათავსოთ“ უნიკალური სურათები.
  • სურათების მინიჭება კონკრეტულ ადგილებში. ვთქვათ, თქვენ ცდილობთ დაიმახსოვროთ ეს სასურსათო სია: რძე, შოკოლადის ნამცხვრები და ბანანი. განათავსეთ თითოეული ამ ელემენტის სურათები თქვენს არჩეულ ადგილას. ან, უფრო დასამახსოვრებელი რომ გახადოთ, შექმენით ნათელი სურათები, რომლებიც წარმოადგენენ თითოეულ ნივთს და განათავსეთ ისინი სხვადასხვა ადგილას. რაც უფრო ანიმაციური და აღმაშფოთებელია, მით უკეთესი. მაგალითად, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რძის ჩანჩქერი, რომელიც ასხამს თქვენი კარადის კარიდან, თქვენი მისაღები ოთახის ნათურა ანათებს შოკოლადის ნამცხვრების მთის მწვერვალზე და ძაღლი, რომელიც ბანანებით ჟონგლიორებს საწოლზე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკა შეიძლება აბსურდულად ჟღერდეს, ის ნამდვილად მუშაობს.

გადმოეცი ის, რაც იცით

ინფორმაციის გადმოცემა არის სასარგებლო გზა რაიმეს სწრაფად დასამახსოვრებლად, რადგან ის გაიძულებს აქტიურად ჩაერთო ინფორმაციასთან (განსხვავებით ყველაფრის პასიურად მიღებისაგან), რაც, თავის მხრივ, ზრდის მის დამახსოვრებისა და მოგვიანებით გახსენების უნარს. აქ მოცემულია რამდენიმე პრაქტიკული გზა, როგორ გაიუმჯობესოთ მეხსიერება გადმოცემის გზით:

  1. კალამი და ფურცელი
    მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერების გაკეთება სხვადასხვა აპლიკაციებში ბევრად სწრაფი და მოსახერხებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბევრი ინფორმაციის მიღება გიწევთ, ინფორმაციის კალმით ფურცელზე გადატანას მაინც დიდი უპირატესობები გააჩნია.

2014 წელს ჩატარებულ კვლევაში, მკვლევარებმა პემ ა. მიულერმა და დანიელ მ. ოპენჰაიმერმა გამოიკვლიეს, თუ როგორ მოქმედებს ჩანაწერები სწავლაზე, ნაწილი გამოკვლეული სტუდენტებისა, ჩანაწერებს აკეთდებდნენ ლეპტოპში, ხოლო მეორე ნაწილი ფურცელზე. აღმოჩნდა, რომ გენერაციული ჩანაწერების შემთხვევაში (მაგ., შეჯამება, პერიფრაზირება, კონცეფცია), მოსწავლეებს, რომლებიც ჩანაწერებს ფურცელზე აკეთებდნენ, უკეთესი შედეგი ქონდათ: უკეთესად აანალიზებდნენ მასალას, და უკეთესად შეეძლოთ მათი გადმოცემა.

რატომ? მკვლევარები ვარაუდობენ ორ შესაძლო მიზეზს. პირველი, ფურცელზე ჩანაწერის დროს ნაკლებია ყურადღების გაფანტვა – მეორე, გენერაციული ჩანაწერების გაკეთებისას მოსწავლეებს უწევდათ ინფორმაციის საკუთარი სიტყვებით გადაკეთება, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის კოდირებას.

  1. გამოიყენეთ ინტერვალით გამეორება
    გამეორება არის დამახსოვრების ტექნიკა, რომელიც გულისხმობს ერთი და იგივე ინფორმაციის გამეორებას მზარდი ინტერვალებით, სანამ ეს ინფორმაცია არ იქნება დამახსოვრებული თქვენს გრძელვადიან მეხსიერებაში. ენის შესწავლა აპლიკაციების, როგორიცაა Duolingo ან Rosetta Stone, აქტიურად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს.

გიზიარებთ აღნიშნული ტექნიკის გამოყენების მარტივ გზას – ვთქვათ, თქვენ სწავლობთ ახალ ენას და გჭირდებათ დახმარება ახალი სიტყვების დამახსოვრებაში. ჩაიწერეთ სიტყვა თქვენს მშობლიურ ენაზე ან, უფრო სახალისო რომ იყოს, დახატეთ სიტყვის გამოსახულება. შემდეგ ყოველდღიურად გადახედეთ ჩანაწერს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეგიძლიათ გაზარდოთ დრო გახსენებებს შორის ყოველდღიურიდან ყოველკვირეულად და ყოველთვიურად.

Storytelling-ი და კავშირები

ისტორიების თხრობის ძალას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი მეხსიერება, რადგან ამ დროს გიწევთ უფრო ძლიერი კავშირის დამყარება იმ ინფორმაციასთან, რომლის დამახსოვრებასაც ცდილობთ. ქვემოთ გიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ გზას ამის გასაკეთებლად:

  1. შექმენით ვიზუალური კავშირები
    ვიზუალური სტიმულის გამოყენება არის გავრცელებული მეთოდი, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის შესასწავლად და გასახსენებლად. მაგალითად, თუ გიჭირთ ადამიანების სახელების დამახსოვრება, სცადეთ მათი სახელების დაკავშირება სურათთან.
  1. გააზიარეთ რასაც სწავლობთ
    ადამიანები უფრო მეტ ძალისხმევას ხმარობენ ინფორმაციის შესასწავლად, როდესაც იციან, რომ ამ ინფორმაციის სხვასთან გაზიარება მოუწევთ.

იზრუნეთ თქვენს სხეულზე

სხეულზე ზრუნვა ტვინზეც დადებითას აისახება. ეს რჩევები ადრეც გსმენიათ, მაგრამ აი, როგორ შეუძლია თქვენს ფიზიკურ კეთილდღეობას გააუმჯობესოს მეხსიერება.

  1. მეტი ძილი
    ახალი ამბავი არავისთვისაა, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ძილსა და პროდუქტიულობას შორის – და ეს პროდუქტიულობა ვრცელდება ახალი ინფორმაციის მიღების უნარზე.

შეძლებისდაგვარად, შეეცადეთ მიიღოთ თქვენი რეკომენდებული ექვსიდან რვა საათამდე ღრმა ძილი. ეს დაგეხმარებათ თქვენი ტვინის „გადატვირთვაში“, რაც საშუალებას მოგცემთ გაიღვიძოთ განახლებული შემართებით მეტი ინფორმაციის მისაღებად

  1. ამოძრავეთ სხეული
    ძილზე არანაკლებ მნიშვნელოვანია: ვარჯიში.

ზომიერი ინტენსივობით თქვენი სხეულის რეგულარულად მოძრაობა – აძლიერებს თქვენს მეხსიერებას. ასევე, ვარჯიშს შეუძლია შეამციროს შფოთვა და სტრესი და გააუმჯობესოს თქვენი ძილის ხარისხი, რაც თავის მხრიბ პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება.

და ბოლოს, დაიმახსოვრეთ ის რაც გჭირდებათ რომ იცოდეთ

ზრდასრული ადამიანის ტვინს შეუძლია შეინახოს 2,5 მილიონი გიგაბაიტი მეხსიერების ექვივალენტი. ასე რომ, თეორიულად, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაიმახსოვროთ … ყველაფერი. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ შეგიძლია, არ ნიშნავს რომ ნამდვილად ყველაფერი უნდა დაიმახსოვრო.

არ არის საჭირო ამ სტატიაში გამოყენებული ტექნიკების დახმარებით დაიმახსოვროთ მობილურის ნომრები, პაროლები და ა.შ. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ უამრავი აპლიკაცია და შეამციროთ კოგნიტური დატვირთვა.

მოგეწონა სტატია?

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს