4 სტრატეგია თქვენი პროდუქტის საუკეთესო ფუნქციების არჩევისთვის

პროდუქტის ფუნქციებისთვის პრიორიტეტების მინიჭება ყოველთვის აქტუალური თემაა პროდუქტის გუნდებისთვის. პროდუქტის ყველაზე გამოცდილი მენეჯერისთვისაც კი საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რომელი მახასიათებლები და ინიციატივები უნდა დააპრიორიტეტოს და რომელი მიდგომები გამოიყენოს პრიორიტეტიზაციის დროს.

წინა კვირას, ჩვენ უკვე მოგიმზადეთ საკმაოდ დიდი მასალა პრიორიტეტიზაციის ტექნიკების შესახებ, იხ. ლინკი: როცა ყველაფერი მნიშვნელოვანია – ანუ როგორ ავირჩიოთ შესასრულებელი სამუშაოები, თუმცა სტატიის ბოლოს აღვნიშნეთ, რომ წინა პოსტში გამოქვეყნებული მეთოდები იდეალურია მცირე და ყოველდღიური დავალებების შესასრულებლად, ხოლო უფრო ფართომასშტაბიან ამოცანებს, განსხვავებული მეთოდები ჭირდება.

ამ პოსტში სწორედ განსხვავებულ მეთოდებზე ვისაუბრებთ 🙂

არ აქვს მნიშვნელობა, ახალ პროდუქტს ავითარებთ თუ არსებულ პროდუქტს აუმჯობესებთ, სტატიაში განვიხილავთ პრიორიტეტების შვიდ განსხვავებული მიდგომას, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ პროდუქტის ფუნქციების პრიორიტეტებისთვის.

  1. ღირებულებისა და კომპლექსურობის კვადრატი
    აღნიშნულ მოდელში, თქვენ აფასებთ სასურველ ფუნქციონალს მისი ბიზნეს ღირებულებისა და განხორციელების სირთულის მიხედვით. ყველა პროდუქტის მენეჯერი აღნიშნავს, რომ ეს არის ჩვეულებრივი მიდგომა და ისინი ყოველდღიურად იყენებენ ამ შეფასებას ინსტინქტურად. მატრიცის პრიორიტეტიზაციის ჩარჩო მარტივია: იმ ინიციატივებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ღირებულება და ყველაზე დაბალი ძალისხმევა, მიენიჭებათ ყველაზე მაღალი პრიორიტეტი

2. შეწონილი ქულა

აღნიშნული მოდელის გამოყენებისთვის, დაგჭირდებათ ქულები თქვენი სტრატეგიული ინიციატივების სარგებელისა და ხარჯების კატეგორიების მიხედვით.

ამ მეთოდის გამოყენებით ინიციატივები ფასდება სტანდარტული კრიტერიუმების, რომლებიც თვის მხრივ ეფუძნება დანახარჯებისა და სარგებელს.

კალკულაციისთვის, ჯერ უნდა განსაზღვროთ რამდენიმე პარამეტრი.

მეტი თავსაჩინებისთვის განვიხილოთ რეალური მაგალითი:

მაგალითისთვის ავიღოთ, რომელე SaaS კომპანია, რომელიც ყიდის მარკეტინგულ ხელსაწყოს. დასაწყისისთვის უნდა გავსაზღვროთ, თუ რომელი კრიტერიუმები არის მნიშვნელოვანი. ჩვენს შემთხვევაში გამოვყოთ 3 ძირითადი კრიტერიუმი: რადგანც კომპანია ახალი დაარსებულია, მნიშვნელოვანი იქნება პროდუქტის გააქტიურება სატესტო პერიოდით, პროდუქტის გამოყენება და შემოსავლის ზრდა. რადგან კომპანია განვითარების საწყის ეტაპზეა, კრიტერიუმებს მიენიჭებათ შემდეგი მნიშვნელობა/წონა – სატესტი პერიოდით პროდუქტის გააქტიურება – 50%, გამოყენება – 30%, შემოსავლის ზრდა – 20%.

მისაღები გვაქვს ორი გადაწყვეტილება – რომელი მიმართულებით დავხარჯოთ რესურსები – ავტორიზაცია/რეგისტრაციის პროცესის ოპტიმიზაცია, თუ საყიდლების კალათის და გადახდის პროცესის ოპტიმზიაცია

თითოეულ პროცესს ვაფასებთ 10 ბალიანი სისტემით:

ავტორიზაციის/რეგისტრაციის პროცესისი ოპტიმიზაცია – სატესტო პერიოდით პროდუქტის გააქტიურებისთვის აღნიშნული პროცესი უკიდურესად მნიშნელოვანია, ამიტომ დავუწერთ 10 ქულას, პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში დავუწერთ – 6 ქულას, ხოლო შემოსავლების ზრდის ნაწილში – 3 ქულას

კალათის და გადახდის პროცესის ოპტიმზიაცია – სატესტო პერიოდით პროდუქტის გააქტიურებისთვის აღნიშნული პროცესი სრულიად უმნიშვნელოა, რადგან მომხმარებელს არ უწევს არაფრის გადახდა – 0 ქულა, პროდუქტის გამოყენების ზრდისთვის – 5 ქულა, შემოსავლის ზრდისთვის – 10 ქულა

საბოლოოდ მივიღებთ ასეთ შედეგებს:

ავტორიზაციის/რესგიტრაციის პროცესის ოპტიმიზაციის ქულა = (.5*10) +(.3*6) + (.2*3) = 7.4

კალათის და გადახდის პროცესის ოპტიმზიაცის ქულა = (.5*0) +(.3*5) + (.2*10) = 3,5

აღნიშნული კალკულაციით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესის განვითარების ამ ეტაპზე ავტორიზაციის/რეგისტრაციის პროცესის ოპტიმიზაცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კალათის და გადახდის პროცესის ოპტიმიზაცია.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ბიზნესის განვითარების სხავდასხვა სტადიაზე კრიტერიუმები და მათი მნიშნელობები შეიცვლება.

საბოლო ჯამში აღნიშნულ მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიმდინარე სტრატეგიის საფუძველზე საყიდლების კალათის დამატება შესანიშნავი იდეაა და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიზნესის გრძელვადიან წარმატებისთვის, მაგრამ ახლა, ეს არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც მეტი მომხმარებლის დარეგისტრირება.

3. კანო მოდელი

კანო მოდელი ეფუძნება მომხმარებლის კმაყოფილებასა და პროდუქტის თვისებების/ფუნქციების ურთიერთკავშირს – არსებობს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი, რომელიც თქვენს პროდუქტს უბრალოდ უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ მომხმარებლისთვის პროდუქტი საინტერესო იყოს. თქვენს პროდუქტს უნდა ქონდეს აღნიშნული ფუნქციები, მაგრამ მათში ინვესტიციის გაგრძელება მკვეთრად არ გააუმჯობესებს მომხმარებლის კმაყოფილებას.

მეორეს მხრივ, არსებობს გარკვეული მახასიათებლები რომლებიც გაძლევენ მომხმარებელთა კმაყოფილების პროპორციულ ზრდას მათში ინვესტიციის დროს.

და ბოლოს, არის რამდენიმე საინტერესო ფუნქცია, რისი ქონაც პროდუქტში გამოიწვევს მომხმარებლის სიამოვნების არაპროპორციულ ზრდას. თუ თქვენ არ გაქვთ ეს ფუნქციები, მომხმარებელმა შეიძლება სულაც არ შეიმჩნიოს ისინი, მაგრამ თუ მათ დაამატებთ და განაგრძობთ მათში ინვესტირებას, მომხმარებლის კმაყოფილება დრამატულად გაიზრდება.

4. იყიდე ფუნქცია

პრიორიტეტიზაციის ეს აქტივობა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მომხმარებლებთან ან დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პოტენციური ფუნქციების პრიორიტეტებისთვის. მიდგომა საკმაოდ მარტივია და ამავდროულად სახალისო. ჩამოთვალეთ პოტენციური მახასიათებლები და თითოეულს მიანიჭეთ „ფასი“. მონაწილეებს მიეცით ფულის გარკვეული რაოდენობა და შემდეგ სთხოვეთ მათ შეიძინონ ფუნქციები. ზოგი მთელ თავის ფულს დადებს ერთ კონკრეტულ მახასიათებელზე, ზოგმა კი შესაძლოა ფული რამდენიმე ფუნქციაში გადაანაწილოს. შედეგად მიიღებთ პრიორიტეტულ ფუნქციების სია.

მოგეწონა სტატია?

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს