რეკლამის ფსიქოლოგიური ზემოქმედება მომხმარებელზე

ჩვენ ყველანი ვართ რეკლამის მომხმარებლები. რომც არ გვინდოდეს, ის მაინც დაგვსდევს ყველგან – ტელევიზია, ინტერნეტი, რადიო, მეტრო, უბრალოდ ქუჩაში. რეკლამა ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე, თანაც ზუსტად ფსიქოლოგიური კუთხით. ადამიანს ბევრი სუსტი ადგილი აქვს, რასაც რეკლამის ავტორები აქტიურად იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის. და მაინც რომელ სუსტ ადგილებზე მოქმედებენ და კონკრეტულად რას აკეთებენ?

რეკლამაში ზემოქმედების ფაქტორები

სიძუნწე

ყველას სურს რაიმე უფასოდ მიიღოს. რეკლამაში აქტიურად იყენებენ ტრიუკს, რომელშიც მწარმოებელი საქონლის რაიმე პროცენტს უფასოდ სთავაზობს. კეტჩუპზე წარწერა „15% უფასოდ“ ან თხევად საპონზე „10%-ით მეტი“ იმავე ფასად, უკვე იქცევს ყურადღებას. ადამიანის სიძუნწეს მართავენ ასეთი ტრიუკით: „ძვირიან პროდუქტს მიაწებებენ უფრო იაფიანს, რომელიც თითქოს საჩუქრად მოჰყვება. ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ თუ რაიმეს მიღება უფასოდ შეიძლება, ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.

სიზარმაცე
გსურთ გახდეთ დიეტის გარეშე? აი ფაფა, რომელიც უმალ მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმებს! გსურთ სადილის მომზადება ისე , რომ ქურასთან არ იდგეთ? „სწრაფი მომზადების“ პროდუქტები უბრალოდ ქრება დახლებიდან. გსურთ გენერალური დალაგება სულ რაღაც ნახევარ საათში? შეიძინეთ ინოვაციური სარეცხი საშუალება…

ადამიანი ასეთი ზარმაცი რომ არ იყოს, სარეკლამო ინდუსტრიას ბევრად გაუჭირდებოდა.

„ჭკვიანი“ ტერმინების პატივისცემა

ხშირად საკვების ან კოსმეტიკური საშუალებების რეკლამაში გამოიყენება „ჭკვიანი“ სიტყვები: ბიფიდობაქტერია, კაროტინი, პროტეინი, სულფატის გარეშე და ა.შ. ასეთი სიტყვები მაგიურ მოქმედებას იწვევს, განსაკუთრებით მათზე, ვინც მათ მნიშვნელობას ბოლომდე ვერ ხვდება. რეკლამაში“ „ჭკვიანი“ სიტყვების გაგონებისას, ისეთი შეგრძნებაა, რომ თითქოს ფასდაუდებელი რჩევა მოგვცეს. სინამდვილეში კი ეს ისეთივე რეკლამაა.

გამორჩევის სურვილი

რეკლამაში ხშირად გამოიყენება მექანიზმი: ამ მომხმარებელმა შეიძინა „ჩვეულებრივი“ საშუალება და ვერ გარეცხა მაისური, ხოლო ეს – ყოჩაღია, გენიალური სარეცხი ფხვნილით ისარგებლა და ახლა სუფთად დადის. მსგავსი ისტორიები განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ქალბატონებზე.

ავტორიტეტების აზრის ნდობა

ცნობილი მსახიობები, სპორტსმენები, წამყვანები – ეს ის ხალხია, რომელთაც ცნობენ და უყვართ. ამიტომ მათი ყოფნა რეკლამაში, შესაძლოა ძალიან ეფექტიანი იყოს. თუ იოგურტს საყვარელი მსახიობი შემოგთავაზებთ და გეტყვით, რომ მას ყოველდღიურად მიირთმევს, თქვენ მინიმუმ გასინჯვა მაინც მოგინდებათ. ზოგჯერ რეკლამაში ცნობილი ადამიანი არ მონაწილეობს, მაგრამ მომხმარებლისთვის ავტორიტეტია. მაგალითად, კბილის პასტას რეკლამას უწევს ვითომ გამოცდილი პროფესიონალი სტომატოლოგი, რომელიც მრავალრიცხოვანი ასოციაციის წევრია და ა.შ. ცოტა ვინმე თუ დაფიქრდება, რომ ეს სტომატოლოგები და ექიმები უბრალოდ დაქირავებული მსახიობები არიან.

ცნობისმოყვარეობა

რეკლამაში იყენებენ ასეთ მოტივსაც: რომ ეს არის ახალი სოუსი, რომელსაც შეუძლია კერძი კულინარიულ ხელოვნებად აქციოს. ტუში მართლაც 300%-ით გაზრდის წამწამებს, როგორც რეკლამაში ამბობენ? ბედნიერი ადამიანების შემხედველი, რომლებმაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოცადეს, იჯერებ საქონლის მეგა შესაძლებლობებს.

მიზიდულობა ლამაზისკენ

საქონლის სწორად შეფუთვის ხელოვნება – ეს მარკეტინგის ცალკე დიდი განყოფილებაა. თუ შესაფერისად მიაწოდებთ არც თუ საუკეთესო პროდუქტს, შესაძლოა მან უფრო ხარისხიან ანალოგებს გაყიდვებით აჯობოს. მხოლოდ იმის გამო, რომ შეფუთულია უფრო მიმზიდველად, მეტ ყურადღებას იპყრობს.

ბავშვებზე ზრუნვა

ყველაფერი საუკეთესო – ბავშვებს. ხოლო, როდესაც საუბარი საკუთარ შვილებზეა, მაშინ არც განიხილება. რეკლამაში აჩვენებენ მოღიმარ, ბედნიერ ბავშვებს და ყველა მშობელს სურს, რომ მათი შვილიც ასე იყოს.

სურვილი მოეწონო საპირისპირო სქესს

რეკლამა აჩვენეს ქალებს, რომლებიც ჭკუას კარგავენ ახალი მამაკაცის სუნამოსგან, და აჩვენეს მამაკაცებს, რომლებიც თვალს ვერ წყვეტენ გოგონებს, რომელთაც თავი „სუპერკომპონენტების“ შამპუნით აქვთ დაბანილი. ასეთ მიდგომას კომერციული შედეგიც მოაქვს.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს