სტრატეგია არის ის, რისი გაკეთებაც გსურთ, ხოლო ტაქტიკა არის ის, თუ როგორ აკეთებთ ამას რეალურად. წასულხართ სასურსათო მაღაზიაში საყიდლების სიის გარეშე? – მაღაზიაში შოპინგი ერთგვარი ტაქტიკაა, სტრატეგია არის ვახშმისთვის გემრიელი კერძის დაგეგმვა და შესაბამისი საყიდლების სიის შედგენა. აბა სცადეთ კერძების მომზადება შემთხვევით ნაყიდი პროდუქტებით, სავარაუდოდ რაიმე ინგრედიენტი გამოგრჩებათ, რომელიც თქვენს კერძს ბევრად გემრიელს გახდის.
სტრატეგია vs ტაქტიკა
როგორც ზემოთ ვახსენეთ, თქვენი სტრატეგია არის ის, რისი გაკეთებაც გსურთ, ხოლო თქვენი ტაქტიკა არის ის, თუ როგორ აკეთებთ ამას რეალურად. სტრატეგია ხელმძღვანელობს თქვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებს.
მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ცდილობთ ნამცხვრის გამოცხობას. თქვენ გაქვთ ფქვილი, შაქარი და ნამცხვრის გამოცხობის ენთუზიაზმი, მაგრამ რეცეპტის გარეშე, ძირითად ინგრედიენტებს ჩაყრით თასში და თითებს გადააჯვარედინებთ, რომ ღუმელიდან გამომცხვარი გამოვიდეს – რეცეპტი ერთგვარი სტრატეგიაა, ხოლო ნამცხვრის გამოცხობა ტაქტიკა.
რა არის სტრატეგია?
სტრატეგია არის ერთგვარი გეგმა, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ მიზანს. ეს არის „დიდი სურათის“ აზროვნება, რომელიც გადაწყვეტს რისი მიღწევა გსურთ. კარგი სტრატეგია, როგორც წესი, გრძელვადიან ფოკუსირებას ახდენს და საკმარისად მოქნილი უნდა იყოს ცვალებად გარემოებებთან ადაპტაციისთვის.
მაგალითად, ბიზნესმა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური ბაზარზე გაფართოებას, შეიძლება შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც მოიცავს განვითარებად ბაზრებზე შესვლას, სწორ პარტნიორებთან თანამშრომლობას და ონლაინ პლატფორმების ფართო აუდიტორიასთნ მიტანას. მაგრამ ეს ყველაფერი არც ისე მარტივია, ბიზნესმა ასევე უნდა იფიქროს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სხვა ქვეყნის კულტურული განსხვავებები ან მარეგულირებელი ცვლილებები, ერთი სიტყვით მზად უნდა იყოს გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის და მათი ეფექტურად გადაჭრისთვის.
რას მოიცავს კარგი სტრატეგია?
კარგი სტრატეგიის შემუშავება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ იმის თქმა, რომ „მომავალ წელს უკეთესად ვიმოქმედებთ“. ეს არის ანალიზის, მკაფიო მიზნებისა და მოქმედი თამაშის გეგმის თანმიმდევრული ნაზავი. მომგებიანი სტრატეგიის შესაქმნელად, გაითვალისწინეთ შემდეგი:
დაისახეთ მიზნები: რას უნდა მიაღწიოთ საბოლოოდ? დარწმუნდით, რომ თქვენი მიზანი შეესაბამება SMART კრიტერიუმებს, ანუ უნდა იყოს სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, შესაბამისი და დროში შეზღუდული.
შეაფასეთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა: განსაზღვრეთ თქვენი აქტივები და გამოწვევები SWOT ანალიზის საშუალებით: რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები და რა გარე შესაძლებლობებსა და საფრთხეებს უნდა მიაქციოთ ყურადღება?
შეაფასეთ თქვენი რესურსები: რა ტიპის და რა რაოდენობის ადამიანური, ფულადი, დროითი და სხვა რესურსები არის თქვენთვის ხელმისაწვდომი?
რისკების იდენტიფიცირება: რა შეიძლება მოხდეს არასწორად? და როგორ შეიძლება ამ დაბრკოლებების თავიდან აცილება?
გამოიყენეთ თქვენი რესურსები სტრატეგიულად: როგორ გაათამაშებთ თქვენს კარტებს დასახული მიზნის მისაღწევად?
მას შემდეგ რაც განიხილავთ ყველა ამ ფაქტორს, შეგიძლიათ დაიწყოთ სტრატეგიის შემუშავება. კარგი სტრატეგია უნდა იყოს:
ნათელი და ლაკონური: ის უნდა იყოს პირდაპირი და ადვილად აღქმადი სხვებისთვის. სტრატეგიები შეიძლება იყოს როგორც ერთგვერდიანი ასევე 50 გვერდიან დოკუმენტი, მისი მოცულობა დამოკიდებულია მიზნის სირთულზე და საჭირო დეტალებზე.
პრაქტიკული: ეს უნდა იყოს დასაბუთებული რეალობაში, თქვენი არსებული რესურსების გათვალისწინებით. შეაფასეთ რა რესურსები გაქვთ და რაში დაგჭირდებათ ინვესტირება და შეაფასეთ ამ ინვესტიციების ROI.
მოქნილი და ადაპტირებადი: მზად იყავით დარტყმისთვის, რადგან ცხოვრებას უყვარს სიურპრიზები. წინასწარ მოამზადეთ ალტერნატიული მიმართულებები, რათა არ დარჩეთ გამოუვალ მდგომარეობაში, როცა რაღაც ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო.
დიდი სურათის დალაგების შემდეგ, დროა გაიგოთ, თუ როგორ უნდა მოაგვაროთ თქვენი გეგმის თითოეული ნაბიჯი.
რა არის ტაქტიკა?
როგორც ზემოთ მოვყევით, სტრატეგია აყალიბებს გრძელვადიან ხედვას, ხოლო ტაქტიკა მის შესრულების გზებს გულისხმობს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტაქტიკა ეხება ყოველდღიურ ოპერაციებს და მოკლევადიან მიზნებს, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორიცაა მარკეტინგული კამპანიის გაშვება ან წარმოების პროცესის შეცვლა და ა.შ. მოკლევადიანი ფოკუსირების გამო, ტაქტიკა შეიძლება (და უნდა) შეიცვალოს ან ადაპტირდეს რეალურ დროში მიღებული უკუკავშირის საფუძველზე.
რას მოიცავს კარგი ტაქტიკა?
შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
დაყავით თქვენი მიზნები პატარა ამოცანებად
გადაანაწილეთ დავალებები: ეს გამოანთავისუფლებს თქვენს დროს, რათა ფოკუსირება მოახდინოთ თქვენი ტაქტიკის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე. შესასრულებელი ამოცანების სხვებზე გადანაწილება არა მხოლოდ ამსუბუქებს თქვენს სამუშაოს, არამედ აძლიერებს სხვებსაც.
პროექტის მართვის ხელსაწყოების გამოყენებით თვალი ადევნეთ პროგრესს
ამ რჩევების გათვალისწინებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტაქტიკა თქვენს სასარგებლოდ და უფრო ეფექტურად მიაღწიოთ თქვენს მიზნებს.
სტრატეგიისა და ტაქტიკის მნიშვნელობის უკეთ გაგებისთვის, მოდით განვიხილოთ რეალური მაგალითები, კონკრეტული სფეროების მიხედვით რა შეიძლება იყოს სტრატეგია და რა ტაქტიკა:
მომხმარებელთა მომსახურების სფერო
სტრატეგია: გააუმჯობესოთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გამოცდილება სამ ძირითად სფეროზე ფოკუსირებით: რეაგირების დრო, ექსპერტიზა და ეფექტურობა.
ტაქტიკა: ჩატბოტის დანერგვა ხშირად დასმული კითხვების მოსაგვარებლად დასაქმებულების დროს გამოანთავისუფლებს და უფრო ფოკუსირებულები იქნებიან რთული კითხვებისთვის.
დასაქმებულების ყოველთვიური ტრენინგი პრობლემის გადაჭრისა და კომუნიკაციის ეფექტური ტექნიკის შესახებ.
პრობლემების მართვის მოწინავე სისტემების გამოყენებით დაფიქსირებული პრობლემების დაყოფა პრიორიტეტების, გადაუდებლობისა და სირთულეების მიხედვით.
QA და წარმოების მაგალითი
სტრატეგია: პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება ხარვეზის გამოვლენისა და მუდმივი გაუმჯობესების გზით.
ტაქტიკა:
ინვესტიცია უახლესი ხარისხის ინსპექტირების აღჭურვილობაში, რათა აღმოაჩინოს დეფექტები წარმოების პროცესის დასაწყისში.
ჩაატარეთ ყოველთვიური უკუკავშირის სესიები წარმოების გუნდთან, რათა განიხილონ გამოწვევები და პოტენციური გაუმჯობესებები.
ითანამშრომლეთ მომწოდებლებთან ნედლეულის ხარისხის უზრუნველსაყოფად.
გაყიდვების მაგალითი
სტრატეგია: გაზარდოთ ელექტრონული კომერციის გაყიდვები ვებ გვერდის მომხმარებელთა გამოცდილებისა და ჩართულობის მეშვეობით
ტაქტიკა:
მოახდინეთ ვებსაიტის ოპტიმიზაცია მობილური მოწყობილობებისთვის, რათა გააუმჯობესოთ ყიდვის გამოცდილება მობილური მომხმარებლებისთვის.
დანერგეთ კომბინირებული შეთავაზებები, რათა წაახალისოთ უფრო მაღალი შესყიდვის ღირებულებები.
გამოიყენეთ ხელახალი მიზნობრივი რეკლამები, რათა ხელახლა ჩართოთ ვიზიტორები, რომლებმაც მიატოვეს საყიდლების კალათები.
მარკეტინგის მაგალითი
სტრატეგია: გააფართოვეთ ბრენდის ცნობადობა ახალ ბაზრებზე
ტაქტიკა:
ითანამშრომლეთ ადგილობრივ გავლენიანებთან ან ცნობილ ადამიანებთან ახალ ბაზარზე პროდუქტის მოწონების მიზნით.
მოაწყეთ ღონისძიებები ან დააფინანსეთ ადგილობრივი ინიციატივები ბრენდის ხილვადობის მოსაპოვებლად.
წამოიწყეთ კულტურულად შესაბამისი მარკეტინგული კამპანიები, რომლებიც რეზონანსდება ახალ რეგიონში სამიზნე აუდიტორიასთან.
გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც ბრენდები უშვებენ სტრატეგიის შემუშავებისას
როდესაც სტრატეგიის შექმნაზე მუშაობთ, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორი.
მბზინავი ობიექტის სინდრომი: მბზინავი ობიექტის სინდრომი იჩენს თავს, როდესაც ხელმისაწვდომია ახალი და საინტერესო ტაქტიკა, მაგრამ არ გვთავაზობს რეალურ ბიზნეს ღირებულებას.
ზედმეტი ჩართულობა დეტალებში: მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია გეგმის შედგენა, ასევე მნიშვნელოვანია ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც დაგეგმილი იყო. საჭიროა თქვენი სტრატეგიის ხშირად გადახედვა.
თქვენ უნდა იყოთ მზად ტაქტიკის შესაცვლელად – უბრალოდ გახსოვდეთ, ყველაფერი, რასაც აკეთებთ თქვენი ბიზნესისთვის, გაძლევთ ახალ ცოდნას, რომელიც შემდეგ ჯერზე აუცილებლად დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.
ავტომატიზაცია: მას შემდეგ რაც დაადგენთ თქვენს სტრატეგიას და მოქმედების გეგმას, საჭიროა მუდმივი მონიტორინგი. გახსოვდეთ, რომ ავტომატიზაცია თქვენი მეგობარია. ნება მიეცით რობოტებს იზრუნონ დამღლელი სამუშაოზე – დაგეგმვისგან დაწყებული პროექტის მენეჯმენტამდე ,ანალიტიკამდე – ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რომ ყველაფერი თქვენს სტრატეგიასთან იყოს დაკავშირებული.