UX ანალიზი: რა, როგორ და რატომ?

იცოდით, რომ მომხმარებლების 52% ნეგატიურად ფიქრობს იმ კომპანიაზე, რომელის ვებ გვერდი არ არის ოპტიმიზირებული მობულურ ვერსიაზე? ან ის, რომ მომხმარებელთა 53% აღარ გააგრძელებს სესიას, თუ გვერდის ჩატვირთვას 3 წამზე მეტი დასჭირდება?

ყველა ეს სტატისტიკა ერთ რამეზე მიგვანიშნებს: მომხმარებლის გამოცდილების (UX) მნიშვნელობაზე.

დღეს მობილური აპლიკაციის ან ვებ გვერდის შექმნის დროს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ პოზიტიური გამოცდილების შექმნას. საუკეთესი user experience -ის შექმნისთვის საჭიროა იცოდეთ, რა სურთ თქვენს მომხამრებლებს, სწორედ ამიტომ უნდა იზრუნით UX ანალიზზე.

ამ პოსტში მოგიყვებით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ UX ანალიზის შესახებ

რა არის და რატომ უნდა გამოვიყენოთ ux ანალიზი

UX ანალიზი გულისხმობს მონაცემების შეგროვებას და ანალიზს თქვენი აუდიტორიის გამოცდილების შესახებ.

ამ პოსტში ძირითადად ვისაუბრებთ მომხმარებლის გამოცდილების ანალიზზე თქვენი ვებსაიტის/აპლიკაციის საშუალებით.

სანამ UX ანალიზის მეთოდებს ჩავუღრმავდებით, მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი UX ანალიზი. მაინც რატომ გჭირდებათ ამის გაკეთება?

UX ძლიერ გავლენას ახდენს თქვენი ბიზნესის წარმატებაზე. პირველ რიგში, UX გავლენას ახდენს იმაზე, დარჩება თუ არა მომხმარებელი თქვენს ვებსაიტზე. საიტის ან აპლიკაციის მომხარების ცუდი გამოცდილება, როგორიცაა ნელი ჩატვირთვა, არეული და გაუგებარი ღილაკები, რომლებიც არ მუშაობს, აიძულებს მომხმარებელს თქვენი ვებსაიტი მალე დატოვოს და მის ნაცვლად კონკურენტს ეწვიოს.

ამის საპირისპიროდ, კარგი UX-ი იწვევს ჩართულობის, კონვერტაციის და გაყიდვების გაზრდას.

მაგრამ როგორ გავიგოთ ჩვენი ვებსაიტის ან აპლიკაციის გამოცდილება კარგია თუ ცუდი?

სწორედ აქ გვეხმარება UX ანალიზი. თქვენი UX-ის ანალიზი საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ ის ფაქტორები, რომლებიც თქვენს აუდიტორიაზე ცუდად მოქმედებს.

UX ანალიზის მეთოდები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ

სანამ განვიხილავთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ UX ანალიზი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს UX ანალიზის მეთოდის არჩევას. თქვენ მიერ გამოყენებული მეთოდების ტიპი დამოკიდებული იქნება UX-ის რომელი ნაწილის გაანალიზება გსურთ.

აქ არის რამდენიმე სტრატეგია, რომელიც გასათვალისწინებელია:

სითბური რუქები (Heatmaps)
გამოიყენება: ვებსაიტის და Landing Page-ების გამოცდილების ანალიზისთვის

UX ანალიზის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი არის სითბური რუქები. Heatmaps გთავაზობთ ვიზუალურ მონაცემებს თქვენი ვებსაიტის შესახებ. ისინი გეხმარებათ დაინახოთ, როგორ ურთიერთობენ მომხმარებლები თქვენს ვებსაიტთან და სად შეიძლება გაჩერდნენ.

Heatmaps იყენებს „ცხელ“ ფერებს, როგორიცაა წითელი და ნარინჯისფერი, რათა გაჩვენოთ, თუ სად არიან მომხმარებლები ყველაზე მეტად თქვენს ვებსაიტზე. მწვანე და ლურჯი ფერები, მიუთითებს, თუ სად ჩერდებიან მომხმარებლები ყველაზე იშვიათად

სითბური რუქების სამი ძირითადი ტიპი არსებობს:

Click Heatmaps: ეს რუქები აჩვენებს, თუ სად აწკაპუნებენ მომხმარებლები, როდესაც ისინი თქვენს საიტზე არიან. წითელი ლაქები მიუთითებს იმაზე, თუ ყველაზე ხშირად სად აწკაპუნებს ხალხი თქვენს ვებსაიტზე. ამ ტიპის ანალიზით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ყველაზე ხშირად დაწკაპუნებადი ადგილები


Scroll-ის სითბური რუქები: ეს UX ანალიზის სტრატეგია აჩვენებს, თქვენი მომხარებლის ქცევას თუ რამდენად ბოლომდე კითხულობენ გვერდზე განთავსებულ კონტენტს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ რამდენი პროცენტით სქროლავენ კონკრეტულ გვერდს. ფერებით შეგიძლიათ ნახოთ, სად წყვეტს ადამიანების უმეტესობა თქვენს ვებსაიტზე სქოლს.

აღნიშნულ სურათზე წითელი ფერი გვიჩვენებს იმას, რომ მომხმარებლების 100% ნახულობს მაგ სექციას, ქვემოთ ფერები უფრო ცივდება და მომხმარებლების რაოდენობაც მცირდება, მაგალითად ბოლოში ნაჩვენებს მწვანე ფერს მომხმარებლების 50% აღწევს.

Hover heat maps: არსებობს კიდევ ერთი – ჰოვერების სითბური რუკა. ეს რუქები მიუთითებს მომხმარებლის მაუსის მოძრაობაზე თქვენს ვებსაიტზე. მაუსის რუქების გამოყენება საკმაოდ რთულია, რადგან ისინი ყოველთვის არ მიუთითებენ ჩართულობას თქვენი ვებსაიტის გარკვეულ ელემენტებთან, მომხმარებელმა მაუსი თუ კონკრეტულ სურათზე მიიტანა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დააკლიკავს მას. მაუსის მოძრაობის სუითბურ რუქებს კარგად იყენებენ მედია ინდუსტრიაში, მიჩნეულია, რომ მაუსის მოძრაობა თვალის მოძრაობასთან არის კავშირში (დაახლოებით 80% იანი კორელაციაა), შესაბამისად მაუსის მოძრაობით შეგიძლიათ დაადგინოთ რას აღიქვამს მომხმარებლის თვალი პირველ რიგში და როგორ კითხულობს კონტენტს.


სითბური რუქების გამოყენება შესანიშნავი სტრატეგიაა, რომელიც დაგეხმარებათ გაანალიზოთ თქვენი ვებგვერდი და გაიგოთ როგორ როგორ ხედავს მას თქვენი აუდიტორია.

გამოკითხვები
გამოიყენება: მარკეტინგული კამპანიისა და ვებსაიტის ანალიზისთვის

გამოკითხვები შესანიშნავი გზაა თქვენი აუდიტორიისგან ინფორმაციის მისაღებად და მათი მოსაზრებების გასაგებად იმაზე, თუ რა მუშაობს ან არ მუშაობს თქვენს ვებსაიტზე.

არსებობს რამდენიმე მიდგომა, რისი გამოყენებაც შეგიძლიათ გამოკითხვების ჩატარებისას.

თქვენ შეგიძლიათ გააქტიუროთ გამოკითხვები თქვენს ვებსაიტზე. UX ანალიზის ინსტრუმენტები, საშუალებას გაძლევთ განათავსოთ გამოკითხვები, რომლებიც გამოჩნდება თქვენს საიტზე რამდენიმე წამში, მას შემდეგ რაც ვებ გვერდი ჩაიტვირთება, მაგალითად:

თქვენ ასევე შეგიძლიათ გააგზავნოთ გამოკითხვები ელექტრონული ფოსტით და დაუსვათ თქვენს აუდიტორიას ზოგადი კითხვები თქვენი კომპანიის გამოცდილებასთან დაკავშირებით. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა თქვენთვის, დაუსვათ შეკითხვები თქვენს ვებსაიტთან მუშაობის გამოცდილებასთან დაკავშირებით, მათ მიერ ნანახი სარეკლამო მასალების შესახებ და სხვა.

გამოკითხვების ჩატარება საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თქვენი აუდიტორიის მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ UX-ის გასაუმჯობესებლად.

სესიის ჩანაწერები
გამოიყენება: ვებსაიტის ანალიზისთვის

სესიის ჩანაწერები საუკეთესო საშუალებაა იმის სანახავად, თუ როგორ ურთიერთობს თქვენი აუდიტორია თქვენს ვებსაიტთან.

სესიის ჩანაწერები გვიჩვენებს რეალურ მომხმარებელთა ინტერაქციას თქვენს ვებსაიტთან. ჩანაწერი გეხმარებათ დაინახოთ, როგორ მოძრაობენ ისინი თქვენს ვებსაიტზე, სად აწკაპუნებენ, რომელ გვერდზე გადადიან ან როგორ სქროლავენ. ეს გაძლევთ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ სად შეიძლება გაჩერდნენ მომხმარებლები თქვენი ვებსაიტის დათვალიერებისას.

სესიის ჩანაწერების არსებობა გეხმარებათ საერთო პრობლემების იდენტიფიცირებაში, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ გამოსავალი უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად.

როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი?

ზემოთ აღწერილი პროცესების განსახორციელებლად დაგჭირდებათ UX ანალიტიკური ხელსაწყოების ინტეგრაცია თქვენს ვებსაიტთან/მობილურ აპლიკაციასთან. ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ხელსაწყო არის Hotjari-ი

Hotjar არის ერთ ერთი საუკეთესო პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაანალიზოთ მომხმარებლის ქცევა. მისი დახმარებით შეგიძლიათ იპოვოთ და გაანალიზოთ ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემები, როგორიც არის კონკრეტული ვებ გვერდის სქროლი, ცხელი წერტილების რუქა, შექმნათ გამოკითხვები და ა.შ.

კიდევ ერთი საინტერესო და ერთ ერთი სრულყოფილი პროდუქტი ამ მიმართულებით არის VWO.COM

VWO არის A/B ტესტირებისა და კონვერტაციის ოპტიმიზაციის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესს ჩაატარონ ხარისხობრივი და რაოდენობრივი ვიზიტორთა კვლევა, შექმნან ვებგსაიტის ექსპერიმენტული ვერსიები და მიიღონ უკუკავშირი მომხმარებლისგან. თავისი შესაძლებლობებით VWO -ს მთლიანი ანალიზის პროცესი ერთი სისტემიდან გთავაზობთ, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ VWO მობილური აპლიკაციების ანალიზსაც გვთავაზობს.

ასევე აქვე უნდა ავღნიშნოთ inspectlet-ი და samrtlook, რომლებიც ისეთ სრულფასონ სერვისს ვერ გვთავაზობენ როგორც VWO თუმცა ბევრად ხელმისაწვდომია ბიუჯეტის კუთხით, ეს ორი პლატფორმა გვთავაზობს უფასო ვერსიასაც, რომელიც შეზღუდული რაოდენობის ინფორმაციას ინახავს და ამუშავებს, თუმცა საიტის საწყის ეტაპზე ნამდვილად ღირებულ ინფორმაციას გვაძლებს.

როგორ მუშაობს?

მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ, პლატფორმა გაძლევთ კოდს, აღნიშნული კოდი უნდა ჩასვათ თქვენს ვებგვერდზე და სულ ეგ არის, პლატფორმა უკევ დაიწყებს მონაცემების შეგორვებას და ანალიზს.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს