საინტერესო აპლიკაციები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ და რატომ უნდა სცადო შენც

Founders-ის გუნდმა გადავწყვიტეთ საინტერესო აპლიკაციები გაგვეზიარებინა ჩვენი მკითხველისთვის.

მოდით გამოვტოვოთ ისეთი პოპულარული აპლიკაციები, როგორიცაა YouTube, WhatsApp და Instagram. ამ პოსტში გვინდა გაგიზიაროთ რამდენიმე ნაკლებად ნაცნობი, მაგრამ ძალიან საინტერესო და სასარგებლო აპლიკაცია.

Artifact – სიახლეები

ჩემს დღეს Artifact-ით ვიწყებ. იგი წარმოადგენს სიახლეების აგრეგატორს, წარმოიდგინეთ TikTok-ი ოღონდ ახალი ამბებისთვის. ამ აპლიკაციის უკან დგას კევინ სისტრომი, რომელმაც ინსტაგრამის შექმნაში უდიდესი როლი ითამაში. Artifact-ს რაც გამოარჩევს სხვა აპლიკაციებისგან მისი პერსონალიზაციაა. AI-ს დახმარებით ჩვენს ინტერესებზე სრულად მორგებულ სიახლეებს გვთავაზობს. ასევე ხელოვნური ინტელექტი აკეთებს სიახლეების შინაარსის მოკლე შეჯამებას, მაგრამ ყველაზე მაგარი ამბავი ის არის, რომ Artifact რეალურად ამოწმებს სტატიას და ამოწმებს რამდენად რელევანტურია სათაური, ასე რომ Artifact-ში clickbait სათაურებს ვერ ნახავთ!

Bundled Notes 

წარმოიდგინეთ თქვენი ჩანაწერებითვის შექმნათ ერთგვარი “საქაღალდეები”, რომლებიც სხვადასხვა ნოუთებს გააერთიანებს სხვადასხვა კატეგორიისთვის, თითოეული საქაღალდის შიგნით შეგიძლიათ გამოიყენოთ თეგები და ორგანიზება გაუკეთოთ თქვენს ჩანაწერებს – მოკლედ რომ ავხსნათ წარმოიდგინეთ საქაღალდეები საქაღალდეებში. BundledNote ში შეგიძლიათ ყველანაირი ტიპის ჩანაწერები და შეხსენება შეინახოთ. გარდა ამისა მას აქვს Kanban დაფების ვიზუალები პროქტის მენეჯმენტისთვის, ის ერთ ერთი საუკეთესო ჩანაწერების აპია რომელსაც Founders-შიც აქტიურად ვიყენებთ.

Mimo 

Mimo არის სახალისო და ინტერაქტიული აპლიკაცია, რომლის დახმარებით შეგიძლიათ ისწავლოთ კოდის წერა. გემიფიკაციის ელემენტებით, ის ანაწილებს პროგრამირებას პატარა ზომის გაკვეთილებად, რომელთა გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. ლანჩის შესვენებაზე, შეგიძლიათ აიღოთ ტელეფონი და ისწავლოთ Python ან React. ის შექმნილია როგორც თამაში, ასე რომ რეალურად ახალი უნარების სწავლას საკმაოდ სასიამოვნოს ხდის.

Pocket

Pocket არის ფანტასტიკური აპლიკაცია. როდესაც შეგხვდებათ საინტერესო სტატია ან ვიდეო ინტერნეტში და დრო არ გაქვთ, რომ მაშინვე წაიკითხოთ, Pocket გაძლევთ საშუალებას მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით შეინახოთ ის და მოგვიანებით დაუბრუნდეთ მას, მაშინაც კი, როცა offline ხართ. ეს არ არის მხოლოდ სანიშნეების ინსტრუმენტი; ეს იგივეა, რომ გქონდეთ პირადი საკითხავი სია, რომელიც ყოველთვის თქვენთან იქენება.

და კიდევ უკეთესი, შენახული სტატიები Pocket-ს შეუძლია გადააქციოს აუდიო ვერსიად, თითქმის პოდკასტის მსგავსად, ანუ თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ თქვენს მიერ შენახულ სტატიებს – ეს ყველაფერი რაღაცით პერსონალური რადიოს ქონას გავს 🙂

Raindrop 

Raindrop Bookmark Manager არის ის, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ ყველა საინტერესო ლინკი რასაც ინტერნეტში იპოვით – შეგიძლიათ შეინახოთ ბმულები, სტატიები, ვიდეოები და ა.შ. შეგიძლიათ დაახარისხოთ საქაღალდეების მიხედვით, მიანიჭოთ ტეგები რათა შემდეგ ადვილად იპოვოთ.

IFTT — ავტომატიზაცია

IFTTT ნიშნავს “If This then That” და ის ისეთივე მაგარია, როგორც ჟღერს. ეს არის აპი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ გარკვეული ავტომატიზაციები. მაგალითად, თუ ამინდის პროგნოზში გამოცხადებულია წვიმა, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შეტყობინება დილის 7 საათზე, რომ სამსახურში ქოლგა გაიყოლოთ. მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და შესაძლებლობები უსაზღვროა. ძალიან მოსახერხებელია პატარა ამოცანების ავტომატიზაციისთვის და დროის დაზოგვისთვის. ვინც სამსუნგის მომხმარებელია, ძლიან ჰგავს Samsung-ის Bixby Routines-ს.

Forest

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დარგო ხე და გაზარდო. თქვენ შეგიძლიათ თესლი დარგოთ ტყეში. მომდევნო 30 წუთში ეს თესლი თანდათან ხედ გადაიქცევა. თუმცა, თუ ვერ გაუძლებთ ცდუნებას და დატოვებთ ამ აპლიკაციას Facebook-ის შესამოწმებლად ან თამაშის სათამაშოდ, თქვენი ხე გახმება. თქვენ ასევე განბლოკავთ მონეტებს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ახალი ხეები. ეს არის კლასიკური პატარა გემიფიკაცია, რომელიც საოცრად ეფექტურია

Freedom

ინტერნეტში მუშაობა დაახლოებით იგივეა, როგორც გასართობი პარკში – საკმაოდ რთულია ყურადღების კონცენტრაცია. ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგეძლიათ, ხელმისაწვდომია, ყველაფერი შექმნილია ბრწყინვალე ინჟინრების მიერ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თქვენ უფრო და უფრო მეტი დრო გაატაროთ მათ აპლიკაცეიბთან ინტერაქციაში. შესაბამისად, როდესაც ლეპტოპში ვმუშაობთ და ინტერნეტი ხელმისაწვდომია საკმაოდ ხშირია ყურადღების გაფანტვა. ამიტომ Freedom არის ძალიან სასარგებლო აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაბლოკოთ გარკვეული ვებსაიტები და აპლიკაციები გარკვეული დროის განმვავლობაში.

HabitNow

ეს აპლიკაცია შეიძლება To-do list აპლიკაციას მიამსგავსოთ, მაგრამ რეალურად საკმაოდ განსხვავებულია. თქვენ არ შეგიძლიათ ინდივიდუალური ამოცანების დამატება HabitNow-ზე — მხოლოდ განმეორებადი. იდეა არის გააკეთოთ რაღაცა რეგულარულად, შემდეგ თვალყური ადევნოთ რამდენად ხშირად აკეთებთ ამას. საბოლოოდ, აპლიკაცია გეხმარებათ და ფსიქოლოგიურად მოტივაციას გაძლევთ, გამოიმუშავოთ ჩვევები და კი, ის ნამდვილად – მუშაობს.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს