პროგრამირება No Code ხელსაწყოებით

Პროგრამირება  no code ხელსაწყოებით 

Ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას უამრავი სიკეთე მოაქვს ადამიანებისთვის. 

Ერთ-ერთი ასეთი სიკეთე, no code low code ხელსაწყოების შექმნაა, რომელთა წყალობითაც, ნებისმიერი უნარისა და ცოდნის ადამიას შეუძლია საბაზისო აპლიკაციების და ვებ გვერდები დაამზადოს. Საინტერსო ამ ნაწილში არის ის, რომ ეს პროცესი ყოველდღიურად განიცდის ზრდასა და განვითარეაბს. 

რა არის No-Code Tools?

Პროგრამირების გარეშე, ე.წ drag&drop-ზე დაფუძებული სისტემები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან სხვადასხვა ტიპის საიტები და აპლიკაციები კოდის ერთი ხაზის დაწერის გარეშე. ისინი არსებითად გრაფიკული ინტერფეისებია, სადაც შეგიძლიათ გადაიტანოთ და ჩააგდოთ ელემენტები აპების, ვებსაიტების და სხვათა შესაქმნელად. No-code ინსტრუმენტები მოსახერხებელია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის, ამავდროულად  იდეალური გადაწყვეტა სხვადასხვა ტიპის მეწარმეებისთვის, ბიზნეს ლიდერებისთვის ან ნებისმიერი იდეის მქონე პირისთვის. 

Მსგავსი ტიპის პლათფორმები, იდეალურია პროტოტიპირებისთვის. 

პროტოტიპირება, გულისხმობს პროდუქტის წინასწარი მოდელის შექმნას, მისი ფუნქციონირების, დიზაინისა და გამოყენებადობის შესამოწმებლად. Რაც ბიზნეს იდეის ვალიდურობას და ჰიპოთეზას ადასტურებს. ტრადიციულად, პროტოტიპის შექმნა შეიძლება იყოს შრომატევადი და რთული, რაც მოითხოვს სპეციალურ პროგრამირების უნარებს და უამრავ რესურსს.

თუმცა, No-code ინსტრუმენტებმა ეს პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. ეს პლატფორმები იძლევა პროტოტიპების სწრაფად შექმნის, გამეორების და დახვეწის შესაძლებლობას. მსგავსი ხელსაწყოები ფასდაუდებელია იდეების სწრაფად შესამოწმებლად, მომხმარებლის უკუკავშირის მისაღებად და საბოლოო პროდუქტის გაშვებამდე კორექტირების შესასრულებლად. 

პროტოტიპებისთვის No-Code ინსტრუმენტების გამოყენების უპირატესობები

1. სიჩქარე: No-code პლატფორმები გვთავაზობენ მარტივ ინტერფეისებს, შაბლონებს და წინასწარ შემუშავებულ ფუნქციებს, რაც მკვეთრად ამცირებს პროტოტიპის შესაქმნელად საჭირო დროს.

2. დაბალი ხარჯები: სხვადასხვა მიმართულების დეველოპერების აყვანის საჭიროების გარეშე, ორგანიზაციებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად დაზოგონ პროტოტიპის ხარჯები.

3. ხელმისაწვდომობა: No-code ინსტრუმენტები მათი შინაარსიდან გამომდიანარე, მარტივი გამოყენებადია შესაბამისად არატექნიკური პირებისთვის მარტივად ხელმისაწვდომია.

4. მოქნილობა: ამ ინსტრუმენტებით ადვილია ცვლილებების შეტანა მომხმარებლის გამოხმაურების საფუძველზე.

Ახლა კი ყველაზე პოპულარუ no code ხელსაწყოებზე მოგიყვებით. 

Bubble საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან, განავითარონ და გაუშვან საკუთარი ვებ აპლიკაციები. (საიტი, აპპი) მაქს გააჩნია მარტივი ინტერფეისი, რომლის გამოყენებაც საკმაოდ მარტივი და იტიუტიურია, როგორც ზევით ავღნიშნეთ, საჭიროა Drag and Drop-ის გამოყენება. 

Adalo არის მარტივი პლატფორმა მობილური და ვებ აპლიკაციების შესაქმნელად. ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან ინტერაქტიული, ვიზუალურად მიმზიდველი აპლიკაციები კოდირების გარეშე.

Webflow არის ვებ დიზაინის ინსტრუმენტი, CMS და ჰოსტინგის პლატფორმა ერთში. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან და გაუშვან ყველა ტიპის ვებსაიტები მარტივად.

Zapier არის კოდის გარეშე ინსტრუმენტი, რომელიც აკავშირებს და ავტომატიზირებს აპებს. მისი ადვილად გამოსაყენებელი ინტერფეისით მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან ინტეგრაციები და ავტომატიზირდნენ სამუშაო ნაკადები კოდირების საჭიროების გარეშე.

No code ხელსაწყოები განაგრძობენ განვითარებაs,, ისინი უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და პროტოტიპების სამყაროში. ისინი გვთავაზობენ მომავლს, სადაც ყველას, ვისაც აქვს იდეა, შეუძლია მისი რეალიზება. Ასე, რომ მალე წუწუნი იმაზე, რომ იდეა მაქვს და ვერ ვაკეთებთ აღარ იქნება რელევანტური.

Ასევე, თუ რაიმეს ვერ გაიგებთ აღნიშნული ხელსაწყოების გამოყენებისას, ორ რჩევას მოგცემთ : დაგუგლეთ ან youtube-ზე ნახეთ და პასუხს აუცილებლად იპოვნით.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს