Ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ, ბევრ განსხვავებულ ინდუსტრიაზე იქონია გავლენა, მათ შორის განათლებაზე. Ადამიანები დღეს დისტანციურადაც სწავლობენ და ეუფლებიან ისეთ პროფესიებს რისი სწავლაც აქამდე ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო შეუძლებელი იყო.
Ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით მოწინავე პოზიციებზეა მაგრამ, განათლების სექტორში აქტივობა გაზრდილია და ამის ძალიან კარგი და ნათელია მაგალითია პლათფორმა Oneschool, რომელიც სულ ახლა ხანს გაეშვა და მზის სინათლეზე გამოიტანა ციფრული ხელსაწყო, რომელიც ნებისმიერი ტიპის საგანმანათლებლო ორგანიზაციას ეხმარება, სასწავლო პროცესის სრულ გაციფრულებაში.
Უფრო მეტს აღნიშნულ ხელსაწყოზე მისი დამფუძნებელი ირაკლი შენგელია მოგვიყვება.
Უფრო მეტი, რომ მოგვიყვეთ როგორ მუშაობს oneschool ? რა ბენეფიტების მოტანა შეუძლია მას სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ორგანიზაციისთვის ?
Onschool არის უნივერსალური ხელსაწყო ყველა ტიპის საგანმანათლებლო ორგანიზაციისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ეს ორგანიზაცია არის სკოლა, უნივერსიტეტი, ტრენინგ ცენტრი თუ ბაღი. Რომლებსაც დამატებითი ინტეგრაციის დანახარჯების გარეშე შეუძლიათ ძალიან მარტივად გაიაქტიურონ ჩვენი სერვისი და გააციფრულონ მათ საგანმანათლებლო პროცესი.
Ამ ეტაპისთვის გავუშვით სკოლის მოდული, რომლის დახმარებითაც სკოლას საშუალება აქვს ყველა პროცესი და მასში ჩართული ყველა ადამიანი მართოს.
Ირაკლი, თუ შეიძლება უფრო მეტი მოგვიყვეთ უშუალოდ სკოლის მოდულთან დაკავშირებით, როგორ შეუძლია სკოლას ამ ხელსაწყოს ეფექტურად გამოყენება ?
დავიწყოთ როლებით, Oneschool არ არის მხოლოდ ერთი მხარისთვის შექმნილი, მისი გამოყენება შეუძლია როგორც ადმინისტრაციას ასევე მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს. Ყველას აქვს საკუთარი დეშბორდი, სადაც მისთვის სასურველ და მნიშვნელოვან ინფორმაციას ხედავს.
Შევეცდები მოკლედ თითოეულ როლზე და მათთვის განკუთვნილ პანელებზე მოგიყვეთ.
Დავიწყოთ ადმინისტრაციით, ადმინისტრაციას OneSchool-ის გამოყენებით შეუძლია, მართოს მთელი სასწავლო პროცესი, სილაბუსების შექმნიდან – სტატისტიკის რეალურ დროში მონიტორინგამდე, რითაც შეუძლია შეაფასოს სკოლის, კლასის თუ ინდივიდუალური მოსწავლის მდგომარეობა, რაც დამეთანხმებით სკოლისთვის ფუფუნებაა – ერთი კლიკით ხედავდე ამომწურავ ინფორმაციას, ჩაშლილს მიმართულებების მიხედვით.
Შემდეგი არის მასწავლებელი, რომელსაც სრულ შესაძლებლობებს ვთავაზობთ, ელ ჟურნალი, სადაც როგორც კლასიკური, მათთვის ნაცნობი ელ ჟურანალია წარმოდგენილი ასევე OS კონცეპტი, რომელი მასწავლებლებთან ინტერვიუების შედეგად შეიქმნა. დეტალური ინფორმაცია თითოეულ სტუდენტზე, დავალებების მენეჯმენტის სისტემა და რაც ყველაზე მთავარია, მასწავლებელს საშუალება აქვს კლასზე და მოსწავლეზე ერთიანი დამუშავებული ინფორმაცია ნახოს, როგორია მათი მოსწრება, გასულ კვირას, თვესა თუ წელთან შედარებით, როგორია მათი ე.წ KPI და არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება.
Რაც შეეხება მოსწავლეებს, მათთვის ყველაფერი ცხადზე ცხადია, მათ შეუძლიათ საკუთარი ცხრილების ნახვა, კურსების დეტალურად დათვალიერება, დავალების გაგზავნა და მასწავლებელთან კომუნიკაცია.
Ხოლო მშობელს, ამ ეტაპზე, ყველაზე მოკრძალებული გარემო აქვს, რადგან ის ძირითადად აკვირდება, პროცესებს, მოსწავლის მოსწრებასა და ქულებს, მაგრამ რაც მთავარია, მას შეუძლია ნახოს, მისი შვილის მოსწრება, როგორც მიმდინარე რეალური დროის ჭრილში ამავდროულად დროის სხვადასხვა ინტერვალში და შეადაროს ის.
Ირაკლი, როგორია უახლოესი გეგმები, რას უნდა ველოდოთ Oneschool-ისგან ?
Ჩვენგან ძალიან ბევრი სიახლე იქნება ამ წლის განმავლობაში. Პირველი რასაც სექტემბერში გავალაივებთ ეს იქნება ტრენინგ ცენტრების მართვის სისტემა. Არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულების და ზომის ტრენინგ ცენტრი იქნება, oneschool-ის დახმარებით ისინი შეძლებენ სრულიად გააციფრულონ ტრენინგ ცენტრის სასწავლო პროცესი, მონაწილის მიღებიდან მის კვალიფიკაციის ამაღლებამდე. Რა თქმა უნდა ეს პროდუქტი არ იქნება მხოლოდ ინდივიდუალურ ტრენინგ ცენტრებისთვის, არამედ კომპანიებს, ვისაც ტრენინგ ცენტრები აქვთ, მათაც ექნებათ მისი გამოყენების საშუალება და შეძლებ career და ტალანტ მენეჯმენტს ხელი უკეთ შეუწყონ.
Საბოლოოდ კი ჩვენი მიზანია oneschool ე.წ all in one გადაწყვეტად ჩამოყალიბდეს, რისი გამოყენებაც შეეძლება ნებისმიერი მიმართულების და საჭიროების საგანმანათლებლო ორგანიზაციას.