Saasargeblo.ge — მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა

ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და მათი საქმიანობის გაციფრულებისთვის სპეციალური პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა. 

პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობების გაციფრულების მარტივად და ეფექტიანად განხორციელებაში, ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში, ბიზნესპროცესების ნაკლები დანახარჯებითა და მეტი შედეგიანობით  წარმართვაში დაეხმარება. პლატფორმაზე ვიზიტორებს SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) კომპანიების მუდმივად განახლებადი კატალოგი დახვდებათ. ამას გარდა, ონლაინრესურსის დახმარებით, მათ უფასო საკონსულტაციო შეხვედრების ჩანიშვნაც შეეძლებათ. 

პროექტი როგორც ბიზნესსექტორში, ისე მთლიანად ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება და უშუალოდ ონლაინპლატფორმის ფუნქციონირების გარდა, სამომავლოდ უფასო და ღია ღონისძიებებს, შეხვედრებსა და კონსულტაციებსაც გააერთიანებს. 

Saasargeblo.ge-ს წარდგენის ღონისძიებაზე ტერაბანკსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის მიზანიც SaaS ეკოსისტემის განვითარება და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საქმიანობის გაციფრულების ხელშეწყობაა.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს