ადამიანებს უამრავი ამოცანა აქვთ გადასაჭრელი, ხოლო ცხოვრების სწრაფი რიტმი არ იძლევა საშუალებას დაგეგმილი საქმეები დროულად შეასრულონ, რაც პროდუქტიულობაზე აისახება. ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ დროის მართვის ხელოვნებაზე მოგიყვეთ.
Time management
სიაში ბევრი საქმეა: ხელშეკრულებაა გასაფორმებელი პარტნიორებთან, ბავშვი საბავშვო ბაღშია წასაყვანი, წიგნის წაკითხვაც გსურთ, როგორ მოასწროთ? ყველაფერს ერთბაშად რომ მივაწყდებით, ვიწყებთ ნერვიულობას, მალე ვიღლებით და იწყება აპათია. დაძაბულობა იმატებს, პროდუქტიულობა კი იკლებს. თაიმ მენეჯმენტი ეს – დროის სტრატეგიაა, რომლის მიზანი შრომის ნაყოფიერების ამაღლებაა. ეს ცნება ინგლისიდან მოდის. ეს მოქმედებების ჯგუფია, რომლის მიზანია დროის კონტროლზე ვარჯიში. ამის მიხედვით შეძლებთ სწორად გადაანაწილოთ დრო სამსახურში, სწავლაზე, დასვენებაზე, გართობაზე და თან პროდუქტიულობასაც გაზრდით.
ტექნიკის წარმოშობის ისტორია
წარმოშობის ისტორიის მოკლედ მოყოლა ძალიან რთულია, რადგან ეს ისტორია ძალიან დიდია. ბენჯამინ ფრანკლინი პასუხისმგებლობიანი კაცი იყო. მისთვის მნიშვნელოვანი იყო რაციონალურად გამოეყენებინა ყოველი წუთი. როდესაც ფრანკლინი დაახლოებით 19 წლის იყო, დღიურის წარმოება დაიწყო. მან ცხრილი დახაზა, სადაც შესრულებულ საქმეებს იწერდა. ეს დღიური მალე ყოველდღიურად იქცა. 24 საათი დაყოფილი იყო ბლოკებად: დილა, დღე, საღამო. ყველა პერიოდს შეესაბამებოდა კითხვა, მაგალითად, დღეს გავაკეთე რაიმე სასარგებლო?
ინტერნეტში დღეისათვის დაგეგმვის უამრავი ტექნიკაა, მათ შორის კი არსებობს „ბენჯამინ ფრანკლინის ტექნიკა“.
time management-ის საფუძვლები
მონიშნეთ რისი მიღწევა გსურთ
- თუ ამოცანის გადაჭრის ნდობა ვინმესთვის შეიძლება, გააკეთეთ ეს. დელეგირება ეხმარება.
- გააანალიზეთ და დააფიქსირეთ რა რესურსს ხარჯავთ საქმის შესასრულებლად.
- პრიორიტეტები სწორად დაალაგეთ. თუ რაიმე საქმე დროულად არის გასაკეთებელი, ჯერ ის შეასრულეთ და მერე სხვა დანარჩენი.
ჩვეულებრივ, როდესაც ვიცით, რომ ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს, მას უაზროდ ვფანტავთ. ამის გაკეთება არ ღირს.
მოიწყვეთ შვებულება, განვითარდით, ნახეთ შემეცნებითი ფილმები, წაიკითხეთ საინტერესო წიგნები…
თაიმ მენეჯმენტის სახეობები
ბიზნესმენები და მეწარმეები თაიმ მენეჯმენტის სახეობებს გამოყოფენ: სოციალური, პირადი, პროფესიული.
პირადი – გამოიყენება როგორც სამსახურის, ასევე კერძო მიზნებისთვის. პირველ რიგში დაგეგმეთ დღე: ვარჯიში, კითხვა, მუშაობა. გაამყარეთ ეს მოტივაციით: ცნობილი ადამიანის ციტატით ან ფილმიდან გამონათქვამით. გაიხსენეთ რა განიჭებთ სიამოვნებას და სწორედ ამით დაკავდით. ეს დაგეხმარებათ შედეგის მიღწევაში.
სოციალური – გამოიყენება სამსახურში, სახლში, კომპანიებსა და საწარმოებში. ეს საჭიროა, რათა ეფექტიანობა საშუალოზე მაღალი იყოს. წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენ კორპორაციის ხელმძღვანელი ხართ და გუნდთან ერთად ამუშავებთ კვირის გეგმას. შესრულების ეფექტიანობა დამოკიდებულია როგორ იმუშავებენ თანამშრომლები. თუ ჯგუფში მუშაობა დალაგებული იქნება, კომპანია იხეირებს, მაგრამ თუ კონფლიქტებია და არ არის დალაგებული პირადი ეფექტიანობა, წარმატება ვერ მოვა.
პროფესიული – აქტუალურია კომპანიებში, განყოფილებების უფროსებისთვის. სწორედ აქ გამოიყენება პრიორიტეტების დალაგების მეთოდი. ბიზნესის მფლობელი ხვდება რა ამოცანებია მეორეხარისხოვანი. ამის შესაბამისად ხელმძღვანელი ამოცანებს განსაზღვრავს კონკრეტულად დაქვემდებარებულებისთვის და აკონტროლებს დროულად შესრულებას.
თაიმ მენეჯმენტის მეთოდები
პირველი არის საქმეების სიის შედგენა, ეს მარტივი მეთოდია.
პირადი დროის მართვის მომდევნო მეთოდიკას Paretto ჰქვია. იტალიელი ეკონომისტი დაფიქრდა, რამდენ ძალ-ღონეს ვხარჯავთ მიზნის მიღწევაში. მან დაადგინა, რომ ძალისხმევის, რესურსების 20% უზრუნველჰყოფს შედეგის 80%-ს.
სიტუაცია: მალე გამოცდაა, თქვენი კი საჭირო ინფორმაცია არ იცით. მიმართავთ წიგნებს, ენციკლოპედიებს. თუ ძალისხმევის 20%-ს გაიღებთ, გამოცდისთვის საჭირო ინფორმაციის 80%-ს იპოვით.
კიდევ ერთ ტექნიკას ეწოდება ABC, ინგლისური ალფავიტის პირველი სამი ასო. ამ მეთოდით თქვენ ჰყოფთ ამოცანებს სამ ჯგუფად: პირველი ხარისხის (უნდა შესრულდეს დღეს).
ამოცანები, რომლებიც ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც პირველი. შესაძლებელია მათი დელეგირება.
მესამე ჯგუფია საქმეები, რომლებზეც შესაძლებელია ბევრი დროის დახარჯვა. მათ ვადა არ აქვთ, ხვალ შესრულდება თუ ერთი კვირის შემდეგ. ეს მეთოდი ეფექტიანია.
როდის არის თაიმ მენეჯმენტი უსარგებლო?
დრო ძვირფასი და აუნაზღაურებელი რესურსია. თაიმ მენეჯმენტს ვერ გამოიყენებთ უაზროდ გახარჯული დროის დასაბრუნებლად. ჩვენ მხოლოდ იმ დროს ვაკონტროლებთ, რომელიც აქ, მოცემულ მომენტში გვაქვს.
ასევე წაიკითხეთ: 5 მეთოდი იმისთვის, რომ იმუშაოთ უფრო ჭკვიანურად და არა უფრო რთულად
და ბოლოს
თაიმ მენეჯმენტის საფუძვლების ფლობა დაგეხმარებათ დროის სწორად განაწილებაში. თაიმ მენეჯმენტის 15 პლუსი აქვს და მხოლოდ 3 მინუსი. ამ ტექნიკის შესწავლით და გამოყენებით პირველ დადებით შედეგს უკვე ერთ კვირაში შეამჩნევთ. მთავარია – საქმე სწორად გააანალიზეთ, პრიორიტეტები დაალაგოთ. ეს დაგეხმარებათ დასახული ამოცანების მიღწევაში.
დაბოლოს, წონასწორობის პრინციპი. მალე საინტერესო პროექტი გაქვთ? საქმის მოცულობა იზრდება? მოემზადეთ წინასწარ. არ ჩავარდეთ პანიკაში და მშვიდად შეასრულეთ. უკიდურეს დაღლამდე მუშაობით თავსაც ავნებთ და გარშემომყოფებსაც. თვალი მიადევნეთ ჯანმრთელობას, დრო დაუთმეთ მუშაობას, ფიზიკურ აქტივობას, ოჯახს, მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს.