Waterfall. Agile. Kanban. Scrum. რა განსხვავებაა?

Waterfall. Agile. Kanban. Scrum. – რა კავშირშია ეს სიტყვები პროექტის მენეჯმენტთან, რა განსხვავებებია და როგორ შეგიძლიათ აირჩიოთ მეთოდოლოგია, რომელიც სწორია თქვენი გუნდისთვის?

თუ არ ხართ დარწმუნებული რომელიმე ამ ტერმინის მნიშვნელობის შესახებ, ჩვენ გაგაცნობთ. ამ სტატიაში განვიხილავთ, რას ნიშნავს თითოეული მათგანი.

რა არის Waterfall მეთოდოლოგია

Waterfall მოდელი თითოეულ პროექტს ყოფს სხვადასხვა ფაზებად და მოძრაობს თანმიმდევრობით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არცერთი ეტაპი არ შეიძლება დაიწყოს სანამ წინა ფაზა არ დასრულდება.

Waterfall პროცესის ფაზები დამოკიდებულია პროექტის შინაარსზე, მაგრამ, როგორც წესი, ისინი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • მოთხოვნების ანალიზის ფაზა
  • სისტემის დიზაინის ეტაპი
  • განხორციელების ფაზა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც დეველოპმენტის ფაზა
  • ტესტირების ეტაპი
  • დეფლოიმენტის ფაზა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ოპერაციების ფაზა
  • მხარდაჭერის ეტაპი

როგორ მუშაობს Waterfall-ი?

Waterfall პროცესი მისი სახელს გავს. ბუნებრივი ჩანჩქერის მსგავსად, პროექტები ისე გამოიყურება, თითქოს ისინი პროექტის ერთი ფაზიდან მეორეზე გადადიან.

პროექტის მენეჯმენტის ამ მეთოდოლოგიის განხორციელება მოითხოვს წინასწარ დაგეგმვასა და მომზადებას. აღნიშნული მიდგომის დიდი ნაწილი მოიცავს პროექტის გეგმის შექმნას, ასე რომ თქვენს გუნდს ნათლად უნდა ესმოდეს პროექტის მოთხოვნები და შეზღუდვები სამუშაოს დაწყებამდე. ეს იმიტომ ხდება, რომ პროექტის დაწყების შემდეგ ვარიაციის, ადაპტაციის ან შეცდომის ადგილი არ არის.

პროექტის ეს მეთოდოლოგია შესანიშნავია დროის მენეჯმენტისა და პროგრესის თვალყურის დევნებისთვის, თუმცა ის ნაკლებად მოქნილია ვიდრე Agile-ი

რა არის Agile?

Agile პროექტის მენეჯმენტი არის განმეორებადი მეთოდოლოგია, სადაც სამუშაო სრულდება მოკლე სპრინტებში. მოქნილი მიდგომისა და უწყვეტი მიწოდების პრიორიტეტების მინიჭებით, Agile მეთოდი უფრო მოქნილია, როდესაც საქმე ეხება პროექტის მოულოდნელ ცვლილებებს.

2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება პოპულარი გახდა, დეველოპერებს სჭირდებოდათ განმეორებითი მიდგომა პროტოტიპებისა და პროექტების მენეჯმენტის მიმართ და ამგვარად დაიბადა Agile ღირებულებებისა და პრინციპების ერთობლიობა, რომელიც ცნობილია Agile Manifesto-ს სახელით.

Agile მეთოდოლოგია მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისთვის არ გამოიყენება, მას ფართოდ იყენებენ ისეთ ინდუსტრიებშიც როგორიც არის მარკეტინგი, ღონისძიებების დაგეგმვა, პროდუქტების შემუშავება და სხვა.

როგორ მუშობს Agile?

Agile პროექტის მენეჯმენტი მოიცავს განმეორებით backlog მენეჯმენტს, სპრინტებს, რეფლექსიას, გამეორებას და სხვა სპრინტებს. თითოეული Agile სპრინტი ჩვეულებრივ გრძელდება ორიდან ოთხ კვირამდე.

თითოეული სპრინტი გადის შემდეგ ეტაპებს:

  • პირველ რიგში, პროდუქტის მფლობელი აწყობს პროდუქტის Backlog-ს. პროდუქტის ბექლოგი არის ყველა დავალების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება დამუშავდეს სპრინტის დროს. ეს ინფორმაცია ჩვეულებრივ ინახება პროექტის მართვის ინსტრუმენტში.
  • სპრინტის დაწყებამდე მთელი პროექტის გუნდი მონაწილეობს სპრინტის დაგეგმვაში, რათა აარჩიოს შესასრულებელი ამოცანები ორკვირიანი პერიოდის განმავლობაში.
  • სპრინტის დროს Agile გუნდები ხშირად იკრიბებიან, რათა განიხილონ ბლოკერები და სამოქმედო ელემენტები.
  • სპრინტის დასრულების შემდეგ, გუნდის წევრები იკრიბებიან სპრინტის რეტროსპექტივის გასატარებლად რათა დაადგინონ, რა იყო კარგად და რა შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესად.

რა არის Kanban?

კანბანი არის Agile მეთოდოლოგიის ერთგვარი ჩარჩო. Kanban-ის გაგონებაზე, ყველაზე ხშირად გვახსენდება კანბანის ბორდები. კანბანის დაფა წარმოადგენს სამუშაოს ეტაპებს სვეტებით, რომლებიც შეიცავს ინდივიდუალურ დავალებებს თითოეული ეტაპისთვის.

Kanban ჩარჩო არის ძალიან მოქნილი და შეუძლია დაეხმაროს თქვენს გუნდს გახდეს უფრო დინამიური და მოქნილი დროთა განმავლობაში.

როგორ მუშაობს კანბანი?

კანბანი შეიქმნა ტაიჩი ოჰნოს მიერ 1940-იან წლებში და ციფრული, ადაპტირებული და დახვეწილი იქნა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. თავის არსში, თანამედროვე Kanban ჩარჩო არის ონლაინ, ვიზუალური მეთოდი სამუშაოს მართვისთვის.

როდესაც ადამიანები ამბობენ “კანბანს”, ისინი ხშირად გულისხმობენ კანბანის დაფებს: ვიზუალური პროექტის მენეჯმენტის ხედვას, რომელიც აცოცხლებს კანბანის მეთოდოლოგიას.

კანბანის დაფაზე სვეტები წარმოადგენენ მუშაობის სხვადასხვა ეტაპებს. თითოეულ სვეტში ვიზუალური ბარათები ასახავს ინდივიდუალურ ამოცანებს. როგორც წესი, ეს ეტაპები არის „შესასრულებელი“, „მიმდინარეობს“ და „შესრულებული“.

Kanban დაფები ვიზუალური პროექტის მართვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმაა. ისინი ყველაზე ეფექტურია პროექტის მარტივი ხედვის უზრუნველსაყოფად.

რა არის Scrum?

Scrum არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Agile ჩარჩო. კანბანისგან განსხვავებით, რომელიც ზოგადად გამოიყენება როგორც სამუშაოს ვიზუალიზაციის ხელსაწყო, Scrum არის სრული ჩარჩო რომელიც გუნდის ურთიერთობებზე აკეთებს აქცენტს. Scrum შეიქმნა Taiichi Ohno-ს მიერ და უზრუნველყოფს ღირებულებების, მითითებებისა და წევრის როლების/ფუნქციების გეგმას, რათა დაეხმაროს თქვენს გუნდს ფოკუსირება მოახდინოს მუდმივ გაუმჯობესებაზე.

როგორ მუშობს Scrum?

მიუხედავად იმისა, რომ Scrum, ისევე როგორც Agile, თავდაპირველად შეიქმნა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების გუნდებისთვის, ინდუსტრიები, როგორიცაა პროდუქტების შექმნა, მარკეტინგი, ინჟინერია და სხვა, ყოველდღიურად მისდევენ Scrum-ს, რათა შეასრულონ თავიანთი სამუშაო უფრო სწრაფად და ეფექტურად.

მოგვიანებით Scrum-ზე ნამდვილად ცალკე სტატიის დაწერა მოგვიწევს, რადგან საკმაოდ ვრცელი თემაა, თუმცა აქ მოკლედ შევეხოთ Scrum-ის სამ ძირითად ფაზას:

ფაზა 1: სპრინტის დაგეგმვა. სკრამ სპრინტი, როგორც წესი, ორ კვირას გრძელდება, თუმცა გუნდებს შეუძლიათ უფრო მოკლე სპრინტების გაშვება. სპრინტის დაგეგმვის ფაზაში Scrum მასტერი და გუნდი აანალიზებენ ბექლოგში დარჩენილ, შესასრულებელ დავალებებს და ირჩევენ სამუშაოს სპრინტის დროს შესასრულებლად.

ფაზა 2: ყოველდღიური Scrum standups. Scrum-ის მსვლელობისას გუნდები ტრადიციულად იკრიბებიან 15 წუთის განმავლობაში ყოველდღე, რათა შეამოწმონ პროგრესი და დარწმუნდნენ, რომ დაკისრებული სამუშაოს მოცულობა სათანადოა.

ფაზა 3: სპრინტის რეტროსპექტივა. როდესაც Scrum დასრულდება, Scrum master აორგანიზებს სპრინტის რეტროსპექტულ შეხვედრას, რათა შეაფასოს სამუშაოს შესრულება, გაანალიზოს რა გაკეთდა კარგად ან რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად

სკრამი მოიცავს „უწყვეტი გაუმჯობესების“ აზროვნებას, სადაც გუნდები დგამენ მცირე ნაბიჯებს უფრო დიდი მიზნებისკენ. სამუშაოს მცირე ნაწილებად დაყოფით და ამ ნაწილებზე მუშაობით, Scrum ეხმარება გუნდებს უკეთესად აირჩიონ პრიორიტეტები და და უფრო ეფექტურად იმუშაონ.

Kanban vs Scrum

Kanban და Scrum არის ორი ყველაზე პოპულარული Agile მეთოდოლოგია. ორივე კანბანი და სკრამი ეხმარება გუნდებს უწყვეტი გაუმჯობესებისკენ.

Agile მეთოდოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი არის მოქნილობა და მუდმივი გაუმჯობესება – ფაქტობრივად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ პროდუქტის, ინჟინერიისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების გუნდებში ასე პოპულარულია Agile ფილოსოფია. უწყვეტი გაუმჯობესება არის Kanban-ის და Scrum-ის დიდი ნაწილი.

Kanban და Scrum ორივე შესანიშნავი გუნდური თანამშრომლობის ინსტრუმენტია. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობა შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს თქვენი გუნდის არჩეული ჩარჩოს მიხედვით, Kanban და Scrum, ფუნდამენტურად, გუნდების ერთად უკეთ მუშაობის საშუალებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივეს აქვს რაღაც საერთო, Scrum-სა და Kanban-ს შორის არსებობს რამდენიმე ძირითადი განსხვავება. მოდით შევხედოთ!

  • Scrum მოიცავს “წესების” კონკრეტულ კომპლექტს, რომელიც გუნდებმა უნდა დაიცვან. კანბანი ყველაზე ხშირად გამოიყენება სამუშაოს ვიზუალიზაციისთვის. ბევრი გუნდი რეალურად მართავს Scrum-ს Kanban-ის დაფაზე – მაგრამ ასეთ შემთხვევებში ისინი მაინც მართავენ Scrum-ს და არა Kanban-ს. კანბანი უნდა განიხილოთ უფრო ვიზუალიზაციისთვის დამხამრე ხელსაწყო ვიდრე წესების ერთობლიობა
  • Scrum არის დროში შეზღუდული, Kanban არის მოქნილი. Scrum მუშაობს სპრინტებზე, რომლებიც, როგორც წესი, ორკვირიანი სამუშაო ციკლია. სპრინტის დასასრულს თქვენ გაქვთ დასრულებული სამუშაოების ერთობლიობა – არ აქვს მნიშვნელობა რა არის ეს ნამუშევარი.

როდის უნდა გამოვიყენოთ Scrum vs Kanban

არ არსებობს ზუსტი წესი, თუ როდის უნდა გამოიყენოთ Kanban, Scrum ან ვიზუალური პროექტის მენეჯმენტის სხვა ფორმა. თუმცა, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, თუ როდის არის კანბანის გამოყენება კარგი:

  • თქვენს გუნდს სჭირდება ვიზუალური პროექტის მართვის სისტემა.
  • გსურთ ერთი შეხედვით გაიგოთ, პროექტის სტატუსი.
  • ვფიქრობ, რომ კანბანის ძირითადი იდეები (ტასკების ვიზუალიზაცია, სამუშო ნაკადის გაუმჯობესებასა და WIP-ის შემცირება) შესანიშნავია და თითქმის ყველგან გამოიყენება. მაგრამ მე არ გირჩევთ მხოლოდ კანბანის გამოყენებას თუ თქვენ ქმნით კომპლექსურ პროდუქტს, სადაც გჭირდებათ დაგეგმვა, უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი, და ამ ანალიზის საფუძველზე შემდგომი დავალებების დაგეგმვა.

Scrum შეიძლება იყოს ძლიერი გზა თქვენი მთელი პროცესის ორგანიზებისა და პრიორიტეტებისთვის. თქვენ შეიძლება ისარგებლოთ Scrum-ით, თუ:

  • მართავთ კომპლექსურ პროექტს: Scrum განსაკუთრებით მომგებიანია იმ პროექტებისთვის, სადაც მოთხოვნები შეიცვლება ან თავიდან ბოლომდე არ არის ცნობილი. Scrum-ის განმეორებითი ბუნება, მისი რეგულარული სპრინტის მიმოხილვებით, ბაზრის პირობებთან ადაპტაციის შესაძლებლობას იძლევა.
  • რეგულარული მიწოდების საჭიროება: თუ პროექტის ფარგლებში საჭიროა, რეგულარული მიწოდებები 2 – 4 კვირიან ინტერვალებით მაშინ სქრამი იდეალური ჩარჩოა
  • თუ თქვენ გაქვთ (ან მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოთ) გუნდური კულტურა, სადაც წევრებს აქვთ გადაწყვეტილებების მიღების უფლება და შეუძლიათ დამოუკიდებლად იმუშაონ, Scrum-ს შეუძლია მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ეს მიდგომა. Scrum-ის გუნდები თვითორგანიზებულნი არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი წყვეტენ, როგორ შეასრულონ თავიანთი სამუშაო.

როგორ გავაერთიანოთ Scrum და Kanban

Scrumban არის პროექტის მართვის მეთოდოლოგია, რომელიც აერთიანებს ორ Agile სტრატეგიას: Scrum და Kanban. როგორც სახელიდან ჩანს, Scrumban Agile ჩარჩო იღებს გარკვეულ მახასიათებლებს როგორც Scrum ჩარჩოდან, ასევე Kanban მეთოდოლოგიიდან.

Scrum-ის მახასიათებლები Scrumban-ში

  • პროცესის გამეორება ხდება თანმიმდევრული ინტერვალებით
  • სამუშაოს პრიორიტეტი ენიჭება ამოცანის სირთულისა და პროდუქტის მოთხოვნიდან გამომდინარე.
  • მთელი გუნდი თანხმდება და ეთანხმება იმას, თუ რას ნიშნავს „შესრულებულია“, ასე რომ ყველამ იცის რას ნიშნავს დავალების შესრულება. ეს ნიშნავს, რომ საბოლოო შედეგები მკაფიოდ არის ასახული და განსაზღვრული.

კანბანის მახასიათებლები Scrumban-ში

  • იყენებს შესასრულებელი ამოცანების ერთიანობას, Backlog-ს. როგორც კი გუნდის წევრი დაიწყებს დავალებაზე მუშაობას, აღნიშნული ამოცანა გადმოაქვთ ბექლოგიდან Inprogress სვეტში.
  • არსებობს მკაცრი დაწესებული ლიმიტები იმ ამოცანების რაოდენობისთვის, რომლებიც InProgress გრაფაში უნდა იყოს. სამუშოს ლიმიტი (WIP) გამოიყენება იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ გუნდის გადატვირთვა.
  • ამოცანები ვიზუალურად წარმოდგენილია ბარათების სახით, რომლებიც მოძრაობენ პროცესის სხვადასხვა ეტაპებზე Kanban დაფაზე.

Agile ის სწორად გამოყენება, მთლიანად დამოკიდებულია ისეთი მეთოდოლოგიების, ჩარჩოების და ინსტრუმენტების კომბინაციის პოვნაზე, რომლებიც უკეთ იმუშვებს თქვენი გუნდისა და პროექტისთვის. Agile-ის ერთ ერთი პრინციპი შემდეგს გვეუბნება ” At regular intervals, the team reflects on how to become more effective, then tunes and adjusts its behavior accordingly.” – ასე რომ გუნდი მუდმივ ძიებაში უნდა იყოს რა უკეთ მუშობს და როგორ გახდნენ უფრო ეფექტურები, ამიტომ არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული წესები როდის უნდა გამოვიყენოთ Agile, Scrum ან რა უნდა გავაერთიანოთ Scrumban-ში.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს