Nano Banana (ოფიციალურად, Gemini 2.5 Flash Image) არის Google-ის უახლესი ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც რომელიც ქმნის ფოტოსურათების მსგავს რეალისტურ სურათებს და ერთი და იმავე პერსონაჟის ვიზუალურ თანმიმდევრულობას ინარჩუნებს სხვადასხვა სურათში. ის თავდაპირველად ფარულად გამოჩნდა, რამაც მის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თავდაპირველად, მასზე წვდომა მხოლოდ LMArena-ს მეშვეობით იყო შესაძლებელი.
Our image editing model is now rolling out in @Geminiapp – and yes, it’s 🍌🍌. Top of @lmarena’s image edit leaderboard, it’s especially good at maintaining likeness across different contexts. Check out a few of my dog Jeffree in honor of International Dog Day – though don’t let… pic.twitter.com/8Y45DawZBc
— Sundar Pichai (@sundarpichai) August 26, 2025
სად შეგიძლიათ წვდომა Nano Banana-ზე?
Google-მა Nano Banana-ზე წვდომა უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახადა. ახლა, მომხმარებლებს შეუძლიათ მისი გამოყენება Google-ის პროდუქტებში, როგორიცაა: Gemini, Vertex AI და AI Studio. ასევე, შესაძლებელია მისი გამოყენება API წვდომის საშუალებით.
სხვა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებმაც დაიწყეს მისი ინტეგრირება თავიანთ სერვისებში. მაგალითად, OpenRouter მას თავის ერთადერთ სურათების გენერაციის მოდელად იყენებს, ხოლო Adobe Express-მა და Firefly-მ ის საკუთარ პლატფორმებში ჩააშენეს.
რატომ იწვევს Nano Banana ასეთ დიდ ინტერესს?
რატომ არის ამხელა ინტერესი Nano Banana-ს გარშემო? სურათების გენერაცია ხომ ბევრ მოდელს შეუძლია?
პირველ რიგში, ის ახალია. ყველას უყვარს ახალი, მბზინავი ხელოვნური ინტელექტის მოდელი, მაგრამ მიზეზი მხოლოდ ეს არ არის:
იდეალურია არადიაზაინერებისთვის: ამ მოდელს „Photoshop-ის მკვლელსაც“ უწოდებენ, რადგან მისი გამოყენება ძალიან მარტივია. სურათის რედაქტირებისთვის, საჭირო არ არის რთული პროგრამების ცოდნა – საკმარისია, უბრალოდ, ტექსტური მოთხოვნით აღწეროთ, თუ რა ცვლილება გსურთ. ეს ხელმისაწვდომს ხდის ხელოვნურ ინტელექტს ყველასთვის, ვინც გრაფიკულ დიზაინში გამოცდილი არ არის.
პერსონაჟების თანმიმდევრულობა: ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ხელოვნური ინტელექტი, ჩვეულებრივ, ერთსა და იმავე მოთხოვნაზე განსხვავებულ შედეგს იძლევა. „ნანო ბანანა“ კი საშუალებას გაძლევთ, ერთი და იგივე პერსონაჟი შეინარჩუნოთ სხვადასხვა სურათში, რაც იდეალურია ამბების ან სერიების შესაქმნელად.
რამდენიმე ელემენტის გაერთიანება: „ნანო ბანანა“ მარტივად აერთიანებს რამდენიმე სურათის ელემენტებს ერთ საბოლოო გამოსახულებაში. ეს ფუნქცია, რომელიც Google-ის სხვა პროდუქტებში მხოლოდ ფასიანი გეგმების ნაწილია, აქ ხელმისაწვდომია უფასოდ.
მაღალი ხარისხი პირველივე მცდელობაზე: მომხმარებლების გამოხმაურებით, „ნანო ბანანა“ პირველივე მოთხოვნაზე იძლევა კარგ შედეგებს, რაც სხვა მოდელების შემთხვევაში ხშირად არ ხდება. ეს მნიშვნელოვნად ზოგავს დროს და გაცილებით ეფექტურს ხდის შემოქმედებით პროცესს.
I’ve been testing nano-banana on my own designs with different lights, settings and styles and this tool feels like a game-changer for brand designers!
— Daria_Surkova (@Dari_Designs) August 18, 2025
Here are 10 examples based on my projects
+ pros & cons pic.twitter.com/U7kv2cP4qW