როგორ შევქმნათ ეფექტური Landing Page-?

ჩვენს წინა პოსტში ლენდინგ გვერდზე საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, დეტალურად ავხსენით რა არის და რა მიზნები აქვს ლენდინგ გვერდს და ასევე მათი შექმნის მარტივი გზებით გაგიზიარეთ.

ამ პოსტში გვინდა გასწავლოთ, როგორც შექმნათ ეფექტური ლენდინგ გვერდი.

ლენდინგ გვერდი შეგვიძლია 2 ნაწილად გავყოთ: პირველი ნაწილი – ის რასაც მომხმარებელი გვერდის გახსნისთანავე ხედავს, მეორე ნაწილი – ის რისი დანახვისთვისაც მომხმარებელს გვერდის სქროლი ჭირდება.

დავიწყოთ პირველი ნაწილით – პირველმა ნაწილმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის დაინტერესება და ინფორმაციულობა, თქვენმა შეიგთავსმა მარტივად უნდა უპასუხოს იმას, რასაც თქვენ სთავაზობთ. პირველი ნაწილის შექმნის დროს უნდა გაითვალისსწინოთ შემდეგი:

1/ ახსენით თქვენი სერვისი/ პროდუქტის მნიშნელობა (სათაური)

სათაურის დაწერის დროს ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მნიშვნელობებს:

  • მარტივად ახსენით, რას აკათებს თქვენი პროდუქტი
  • ხაზი გაუსვით თქვენი სამიზნე აუდიტორიის მთავარ პრობლემას და გადაჭრის გზას
  • თქვენ შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ თქვენს ნიშას

2/ ახსენით, რას ან როგორ აკეთებს თქვენი პროდუქტი (სუბტიტრები)

3/ ანახეთ მომხმარებელს ვიზუალურად (ვიზუალი)

4/ გახადეთ დამაჯერებელი (სოციალური მტკიცებულება)

5/ მოუწოდეთ მომხმარებელს შემდეგი ნაბიჯი გადადგს (CTA)

გახსოვდეთ, რომ მომხმარებელი გადაწყვეტილებას 5 წამში მიიღებს, სწორედ ეს დრო გაქვთ, რათა დაუმტკიცოთ მას, რომ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ მისი პრობლემის გადაჭრა.

რაც შეეხება მეორე ნაწილს – ანუ იმ შეიგთავსს, რომელიც სქროლის შემდეგ ჩანს – პირველმა ნაწილმა მომხმარებელის ყურადღება დაიმსახურა, მეორე ნაწილის მიზანია პროდუქტი გაყიდოს, ჩვენ გთავაზობთ შემდეგ რჩევებს, რომლებიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ:

6/აქცენტი გააკეთეთ პროდუქტის მახასიათებლებზე

მაგალოთად Riverside – გვპირდება “პოდკასტებს, რომლებიც საოცრად გამოიყურება და ჟღერს”, შესაბამისად ისინი გაჩვენებენ მათ მთავარ მახასიათებლებს და ფუნქციებს ლენდინგ გვერდზე.

7/ მოქმედების შთაგონება (სოციალური მტკიცებულება)

ქვემოთ მოყვანილი სოციალური მტკიცებულება უნდა გახდეს შთამაგონებელი პოტენციური მომხმარებლებისთვის.

გამოიყენეთ არსებული მომხმარებლები, მათი უკუკავშირი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალი მომხმარებლებისთვის.

8/ ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

ამ სექციაში შეგიძლიათ აღწეროთ ისეთი ფუნქციები ან/და სერვისის პირობები, რომლებიც ზემოთ ვერ მოიხსენიეთ.

9/ გაიმეორეთ თქვენი მოწოდება მოქმედებისკენ (მე-2 CTA)

10/ გახადე შენი თავი დასამახსოვრებელი

და ბოლოს, თქვენ როგორც დამფუძნებელმა შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინება თქვენი მომხმარებლებისთვის და გახადოთ თქვენი პროდუქტი/სერვისი უფრო დასამახსოვრებელი. შეტყობინების წერისას ჩვენი რეკომენდაციაა მოკლედ შეაჯამოთ თქვენი პროდუქტის არსი, განმარტოთ მომხამრებლის პრობლემა და გადაჭრის გზა რასაც თქვენი პროდუქტი/სერვისი სთავაზობს.

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს