Agile დამწყებთათვის – რა არის Agile მეთოდოლოგია?

Scrum, Kanban, Waterfall, Agile.

არსებობს პროექტის მართვის მრავალი მეთოდი, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ. თუმცა ზოგიერთი მეთოდი, როგორიცაა Waterfall, არ არის ისეთივე ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისთვის, როგორიც Agile მიდგომაა. Waterfall მეთოდოლოგიისგან განსხვავებით, Agile პროექტის მენეჯმენტი არის განმეორებადი მეთოდოლოგია, სადაც სამუშაო სრულდება მოკლე სპრინტებში. მოქნილი მიდგომისა, უწყვეტი მიწოდების და პრიორიტეტების მინიჭებით, Agile მეთოდი უფრო მოქნილია, როდესაც საქმე ეხება პროექტის მოულოდნელ ცვლილებებს.

მოკლედ თუ გაინტერესებთ რა არის Agile მეთოდოლოგია და რა მოიცავს თქვენ სწორ ადგილას მოხვედით.

რა არის Agile?

Agile არის პროექტის მართვის მეთოდოლოგია, რომელიც ანაწილებს პროექტებს რამდენიმე დინამიურ ფაზად, რომლებიც ცნობილია როგორც სპრინტები.

Agile Framework არის განმეორებითი მეთოდოლოგია. ყოველი სპრინტის შემდეგ, გუნდები აანალიზებენ შესრულებულ სამუშოს, რათა დაინახონ, იყო თუ არა რაიმე, რაც შეიძლება გაუმჯობესებულიყო და შესაბამისად ცვლიან თავიანთი სტრატეგია შემდეგი სპრინტისთვის.

რა არის Agile Manifesto?

Agile Manifesto არის დოკუმენტი, რომელიც ფოკუსირებულია Agile პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ოთხ ძრითდ მნიშვნელობასა და 12 პრინციპზე.

რა არის Agile-ის 4 ძირითადი მნიშვნელობა?

როგორც Agile Manifesto-შია განმარტებული, Agile პროექტის მენეჯმენტის ოთხი ძირითადი ღირებულებაა:

ინდივიდები პროცესებსა და ინსტრუმენტებზე მნიშვნელოვანია: Agile გუნდები აფასებენ გუნდურ თანამშრომლობას და გუნდურ მუშაობას.

მუშა პროგრამული უზრუნველყოფა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დეტალური დოკუმენტაცია: მთავარია პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის შექმნაზეც გუნდი მუშაობს, უხარვეზოდ მუშაობდეს. დამატებითი სამუშაო, ისევე როგორც დოკუმენტაცია, არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც კარგი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.

მომხმარებელთან თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კონტრაქტის დეტალები: მომხმარებლები ძალზე მნიშვნელოვანია Agile მეთოდოლოგიის ფარგლებში. ამიტომ, მომხმარებელთან თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონტრაქტის დეტალები.

ცვლილებაზე რეაგირება: Agile პროექტის მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის საშუალებას აძლევს გუნდებს იყვნენ მოქნილები. ეს ჩარჩო საშუალებას აძლევს გუნდებს სწრაფად შეცვალონ სტრატეგიები პროექტის შეფერხების გარეშე.

რა არის 12 Agile პრინციპი?

Agile-ის ოთხი მნიშვნელობა Agile მეთოდოლოგიის საყრდენია. ამ ღირებულებებიდან გამომდინარე Agile მანიფესტი მოიცავს 12 პრინციპს.

Agile მეთოდოლოგიაში გამოყენებული 12 პრინციპია:

უმაღლესი პრიორიტეტი აქვს დამკვეთის კმაყოფილებას
ღირებული პროგრამული უზრუნველყოფის დროული და უწყვეტი
მიწოდების გზით.

მივესალმებით მოთხოვნების ცვლილებებს პროგრამული უზრუნველყოფის
შექმნის გვიან ეტაპზეც კი. Agile პროცესი ხელს უწყობს
დამკვეთის კონკურენტული უპირატესობის უზრუნველსაყოფად
საჭირო ცვლილებების განხორციელებას.

მუშა პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება უნდა მოხდეს ხშირად,
რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე ვადაში.
მოკლე ვადებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.

ბიზნესის წარმომადგენლები და პროგრამისტები ერთად უნდა მუშაობდნენ
ყოველ დღე, მთელი პროექტის განმავლობაში.

ააგეთ პროექტები მოტივირებული პიროვნებების ირგვლივ.
უზრუნველყავით ისინი საჭირო გარემოთი და მხარდაჭერით,
ანდეთ მათ საქმის დასრულება.

გუნდის შიგნით და გუნდისათვის ინფორმაციის გადაცემის
ყველაზე ქმედით და ეფექტურ მეთოდს
პირადი საუბარი წარმოადგენს.

მუშა პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს წინსვლის უპირველეს საზომს.

ინვესტორს, პროგრამისტსა და მომხმარებელს უნდა შესწევდეთ უნარი,
განუსაზღვრელი დროის განმავლობაში შეინარჩუნონ აღებული ტემპი.
Agile პროცესები ხელს უწყობენ ამგვარ მდგრად განვითარებას.

ტექნიკური სრულყოფისა და კარგი დიზაინის მიმართ მუდმივი ყურადღება
აუმჯობესებს მოქნილობას.

სიმარტივე–ზედმეტი სამუშაოს რაოდენობის მინიმიზაციის
ხელოვნება–არსებითია.

საუკეთესო არქიტექტურა, მოთხოვნები და დიზაინი
იქმნება თვით-ორგანიზებული გუნდების მიერ.

გუნდი რეგულარულად განიხილავს ეფექტურობის გაზრდის საშუალებებს,
და შესაბამისად ცვლის და აკორექტირებს საკუთარ ქცევას.

რა სარგებელი მოაქვს Agile მეთოდოლოგიას?


ქვემოთ გიზიარებთ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც გუნდები იყენებენ ეჯაილს:

Agile მეთოდოლოგია ადაპტირებადია

პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში Agile პროცესების გამოყენების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის სტრატეგიების სწრაფად ადაპტირების შესაძლებლობა, პროექტის განვითრების შეფერხების გარეშე.

იმის გამო, რომ ტრადიციული Waterfall მეთოდის ფაზები ერთმანეთთან დაკავშირებულია და ფაზის დაწყება წინა ფაზის დასრულებაზეა დამოკიდებული, სტრატეგიების შეცვლა რთულია და შეიძლება მთლიანი პროექტის განვითრების შეფერხება გამოიწვიოს.

Agile ხელს უწყობს ერთობლივ გუნდურ მუშაობას


Agile-ის ერთ-ერთი პრინციპი ამბობს, რომ გუნდთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური გზაა პირისპირ შეხვედრები. მიუხედავად იმისა, რომ Agile-ს დაარსების დღიდან ტექნოლოგია შეიცვალა და დისტნაციურად მუშაობა უფრო პოპულარულია, გუნდის შიგნით და გუნდისათვის ინფორმაციის გადაცემის ყველაზე ქმედით და ეფექტურ მეთოდს, დღემდე პირისპირი საუბარი წარმოადგენს რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ერთობლიბ გუნდურ მუშობას


ეჯაილი ფოკუსირებულია მომხმარებლის საჭიროებებზე

ერთ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ გუნდები უფრო ფოკუსირებულნი არიან მომხმარებლის საჭიროებებეზე. მომხმარებლებთან თანამშრომლობით, Agile გუნდებს შეუძლიათ ფუნქციებზე პრიორიტეტების მინიჭება, რომლებიც ფოკუსირებულია მომხმარებლის საჭიროებებზე. როდესაც ეს საჭიროებები იცვლება, გუნდებს შეუძლიათ მარტივად შეცვალონ დაგეგმილი სამუშოები.

ეჯაილ მეთოდოლოგიები

ეჯაილი თვის თავში გულისხმობს რამდენიმე განსხვავებულ მეთოდოლოგიას

Kanban

კანბანი არის Agile მეთოდოლოგიის ერთგვარი ჩარჩო. Kanban-ის გაგონებაზე, ყველაზე ხშირად გვახსენდება კანბანის ბორდები. კანბანის დაფა წარმოადგენს სამუშაოს ეტაპებს სვეტებით, რომლებიც შეიცავს ინდივიდუალურ დავალებებს თითოეული ეტაპისთვის.

როდესაც გუნდის წევრები მუშაობენ ამოცანებზე, მათ გადააქვთ დავალებები (ბარათები) სვეტიდან სვეტში, თითოეული სვეტი გვიჩვენებს იმ ეტაპს, რომელშიც არის დავალება (მაგალითდ: კეთდება, იტესტება, დასრულდა და ა.შ.)

კანბანი არის იდეალური მიდგომა რათა გუნდებმა ვიზუალურად შეაფასონ მიმდინარე დავალებები და მათი სტატუსები.

Kanban ჩარჩო არის ძალიან მოქნილი და შეუძლია დაეხმაროს თქვენს გუნდს გახდეს უფრო დინამიური და მოქნილი დროთა განმავლობაში.

Scrum

Scrum არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Agile ჩარჩო. კანბანისგან განსხვავებით, რომელიც ზოგადად გამოიყენება როგორც სამუშაოს ვიზუალიზაციის ხელსაწყო, Scrum არის სრული ჩარჩო რომელიც გუნდის ურთიერთობებზე აკეთებს აქცენტს.

Scrum შედგება რამდენიმე ფაზისგან

ფაზა 1: სპრინტის დაგეგმვა. სკრამ სპრინტი, როგორც წესი, ორ კვირას გრძელდება, თუმცა გუნდებს შეუძლიათ უფრო მოკლე სპრინტების გაშვება. სპრინტის დაგეგმვის ფაზაში Scrum მასტერი და გუნდი აანალიზებენ ბექლოგში დარჩენილ, შესასრულებელ დავალებებს და ირჩევენ სამუშაოს სპრინტის დროს შესასრულებლად.

ფაზა 2: ყოველდღიური Scrum standups. Scrum-ის მსვლელობისას გუნდები ტრადიციულად იკრიბებიან 15 წუთის განმავლობაში ყოველდღე, რათა შეამოწმონ პროგრესი და დარწმუნდნენ, რომ დაკისრებული სამუშაოს მოცულობა სათანადოა.

ფაზა 3: სპრინტის რეტროსპექტივა. როდესაც Scrum დასრულდება, Scrum master აორგანიზებს სპრინტის რეტროსპექტულ შეხვედრას, რათა შეაფასოს სამუშაოს შესრულება, გაანალიზოს რა გაკეთდა კარგად ან რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად

Extreme Programming (XP)

Extreme Programming (XP) არის Agile ჩარჩო, რომელიც მოიცავს ღირებულებებს, რომლებიც ეხმარება თქვენს გუნდს გახდეს უფრო ეფექტური.

XP-ის ღირებულებები მოიცავს:

  • Კომუნიკაციას
  • Სიმარტივეს
  • კავშირს
  • გამბედაობას
  • პატივისცემას

Scrum-ის ყოველდღიური სტენდაფების მსგავსად, XP-ში ვხვდებით რეგულარულ იტერაციებს, თუმცა XP ბევრად უფრო ტექნიკურია თავის მიდგომაში.

Adaptive Project Framework (APF)

Adaptive Project Framework წარმოიშვა იმ იდეიდან, რომ უცნობი ფაქტორები ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს პროექტის განმავლობაში. ეს ტექნიკა ძირითადად გამოიყენება IT პროექტებისთვის.

ეს ჩარჩო ეფუძნება იდეას, რომ პროექტის რესურსები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს. მაგალითად, ბიუჯეტები შეიძლება შეიცვალოს, ვადები შეიცვალოს, ან პროექტზე მომუშავე გუნდის წევრები შეიძლება გადავიდნენ სხვადასხვა გუნდში. APF ყურადღებას ამახვილებს იმ რესურსებზე, რომლებიც აქვს პროექტს, განსხვავებით იმ რესურსებისგან, რომლებიც პროექტს სჭირდება.

Dynamic Systems Development Method (DSDM)

DSDM მეთოდი არის სწრაფი მეთოდი, რომელიც ფოკუსირებულია პროექტის სრულ სასიცოცხლო ციკლზე. ამის გამო, DSDM-ს აქვს უფრო მკაცრი სტრუქტურა და საფუძველი, სხვა Agile მეთოდებისგან განსხვავებით.

DSDM-ის ოთხი ძირითადი ეტაპია:

  • შერსულების შესაძლებლობის და ბიზნეს ნაწილის ანალიზი
  • ფუნქციური ანალიზი ან პროტოტიპირების იტერაციები
  • დიზაინი და დეველოპმენტის იტერაცია
  • იმპლემენტაცია

Feature Driven Development (FDD)

FDD აერთიანებს Agile-ის სხვადასხვა საუკეთესო პრაქტიკას. ეს მოდელი უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს პროგრამული უზრუნველყოფის ზუსტ მახასიათებლებზე, რომლის განვითარებაზეც გუნდი მუშაობს. ფუნქციებზე ორიენტირებული განვითარება დიდწილად ეყრდნობა მომხმარებელთა ანალიზსს, რადგან ფუნქციები, რომლებსაც გუნდი პრიორიტეტებს ანიჭებს, არის ის ფუნქციები, რომლებიც მომხმარებელს სჭირდება.

ეს მოდელი ასევე საშუალებას აძლევს გუნდებს განაახლონ პროექტები ხშირად.

ასევე იხილე: Waterfall. Agile. Kanban. Scrum. რა განსხვავებაა?

უახლესი

ესეც დაგაინტერესებს